ნატა ფერაძემ მუქარის შემცველი შეტყობინებები პოლიციას გააცნო | აქტივისტი ღამით გამოკითხვაზე იმყოფებოდა

ღამით პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე. მან პოლიცია სახლში თავად გამოიძახა, შემდეგ კი უწყებაში გადაიყვანეს. აქტივისტმა პოლიციას გააცნო ის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომლებიც მიიღო. ფერაძე ითხოვს, რომ სამართალდამცავებმა შესაბამისი ზომები მიიღონ. გუშინ სოციალურ ქსელში ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო სამების ტაძრიდან, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. ამის შემდეგ აქტივისტმა […]

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი რეანიმაციაში რჩება

კლინიკაში რჩება ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მან 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს თბილისში, საცხოვრებელ ბინაში არაერთი ჭრილობა მიაყენა. გოგო კლინიკაში მიყვანიდან მალევე დაიღუპა. მომხდარის შემდეგ კავლელაშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია და ექიმების თქმით, მდგომარეობა სტაბილურია. გამოჯანმრთელების შემდეგ კაცს დააკავებენ. წყვილს 4 თვის ბავშვი ჰყავდა. შეგახსენებთ, ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის […]

სამხედრო სამედიცინო ცენტრი ლოიდ ოსტინის დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ჯო ბაიდენმა სამშაბათამდე არ იცოდა, რომ თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს პროსტატის კიბო ჰქონდა, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა. „თეთრ სახლში დღეს დილამდე არავინ იცოდა, რომ მდივან ოსტინს პროსტატის კიბო ჰქონდა და პრეზიდენტს მაშინვე შეატყობინეს, როგორც კი ინფორმაცია მივიღეთ“, – განუცხადა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს. მანამდე, ვალტერ რიდის […]

ეკვადორის ტელევიზიაში, პირდაპირი ეთერის დროს, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, პრეზიდენტმა ქვეყანაში შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობა გამოაცხადა

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, ტელეკომპანია TC Televisión-ის სტუდიაში, პირდაპირი ეთერის დროს, შეიარაღებული პირების ჯგუფი შეიჭრა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა “შიდა შეიარაღებული კონფლიქტის” მდგომარეობა გამოაცხადა. პისტოლეტებით, თოფებით, ტყვიამფრქვევებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული პირები სტუდიაში საინფორმაციო გადაცემის დროს შეიჭრნენ, რამაც ტელევიზიის თანამშრომლებში პანიკა და შიში გამოიწვია. მოგვიანებით, პოლიციის სპეცრაზმმა ყველა შეიარაღებული პირი დააკავა. პოლიციის მეთაურმა, სეზარ ზაპატამ მედიასთან საუბარში […]

გერმანიაში ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, მესამე კი – იძებნება

გერმანიაში, რავენსბურგის პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, ეჭვმიტანილი პირები კონსტანცის ტბის რაიონში სახლებს ძარცვავდნენ და საერთო ჯამში, მათ მიერ მიყენებულმა ზარალმა 20 000 ევროზე მეტი შეადგინა. არსებული ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი კარლსრუეს რაიონში […]

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული რაკეტები და დრონები ჩამოაგდეს

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან წითელი ზღვის თავზე გაშვებული 24 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის თავდაცვის უწყების ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხომალდები არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დღეს, სამხრეთ წითელ ზღვასთან ახლოს „ჰუსიტებმა“ თავდასხმა განახორციელეს. მოგაწვდით დამატებით დეტალებს, როდესაც […]

ვალვერდეს კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელება არ სურს

“რეალის” 25 წლის ურუგვაელმა ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ განაცხადა, რომ გუნდის გამოცვლას არ აპირებს. “ახლა ჩემი საუდის არაბეთში გადაბარგება შეუძლებელია. ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვიმყოფები. მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. დამატებით 10, 20 ან 30 მილიონი ჩემს ცხოვრებას არ შეცვლის. მინდა, ყველაზე მაღალ დონეზე გავაგრძელო ასპარეზობა”, – ციტირებს ვალვერდეს “მარკა”. ვალვერდე “რეალის” ღირსებას 2016 წლიდან იცავს, ამ […]

გერმანიაში რეგისტრაციაში გატარდა ახალი პარტია სარა ვაგენკნეხტის თავმჯდომარეობით

ბერლინში გაიმართა ახლად დაარსებული პარტიის – „სარა ვაგენკნეხტის კავშირი: ჯანსაღი აზრისა და სამართლიანობისთვის “ პირველი პრესკონფერენცია. პარტიას ამ ეტაპზე პროგრამა არ აქვს, აქვს მხოლოდ მცირე მანიფესტი. მოელიან, რომ დეტალური პარტიული პროგრამა შემუშავდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ორ წელიწადში. ამის მიუხედავად სარა ვაგენკნეხტმა და მისმა თანაპარტიელებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. გერმანიის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემაა მიგრაცია, ლტოლვილების […]

ეკვადორში თავდასხმა მოხდა ტელესტუდიაში ცოცხალი ეთერის დროს

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, ცოცხალი ეთერის დროს, შეიარაღებული პირებმა თავდასხმა განახორციელეს სატელევიზიო სტუდია ТС-ზე. ამის შესახებ ბი-ბი-სი იტყობინება. არხის თანამშრომლები მიკროფონებს მოაშორეს, იატაკზე დააწვინეს, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა. ეკვადორში 8 იანვარს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაურის ციხიდან გაქცევის და გაუჩინარების გამო. დედაქალაქ კიტოსა და გუაიკილის პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. ტელეცენტრის შენობიდან ყველა თანამშრომელი ევაკუირებული იქნა. […]

ახალ კოლონიაში კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ, ნავალნი სადამსჯელო საკანში მოათავსეს

ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, სავალდებულო კარანტინიდან გამოსვლისთანავე, რომელშიც იმყოფებოდა კოლონიაში მიყვანის შემდეგ, გადაიყვანეს იამალის გამოსასწორებელი კოლონიის სადამსჯელო საკანში. ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მისი სოციალური ქსელების მეშვეობით. ამჯერად მიზეზი გახდა ნავალნის უარი, წესების დაცვით წარედგინა თავი კოლონიის თანამშრომლისთვის, ნათქვამია პოლიტიკოსის შეტყობინებაში. “მსჯავრდებული ნავალნი… აღმზრდელობით მუშაობაზე არ ექვემდებარება, სათანადო დასკვნები არ გამოაქვს თავისთვის “, – მოჰყავს […]