რუსეთიდან გავრცელებული ცნობით, დრონით შეტევა იყო რაიონზე, სადაც სამხედრო აეროდრომია

რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა მორიგი „ტერაქტის მცდელობაში“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამით სარატოვის ოლქის თავზე „გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“ და „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს რაიონს, სადაც დრონი ჩამოაგდეს. სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უპილოტო საფრენი […]
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. „ყურადღება! სარაკეტო საფრთხე მთელ უკრაინაში! სავასლეიკას აეროდრომიდან (ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი) MiG-31K აფრინდა. საჰაერო თავდასხმის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ!“ – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში. უკრაინის ხელისუფლებამ სარაკეტო დარტყმის საშიშროების გამო მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა.
2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3%-ს დააკმაყოფილა

2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა. ინფორმაციას მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებში გერმანიის ფედერალური სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარი 9,399-მა ადამიანმა მოითხოვა, მათგან 8,414-მა განცხადება პირველად შეავსო. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი და საქართველო, ამ მიმართულებით, მე-6 ადგილს იკავებს. თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვით საქართველო ისეთ […]
რუსეთის თავდაცვამ სარატოვის ოლქში უკრაინული დრონის ჩამოგდებაზე განაცხადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოთხშაბათს ღამით უკრაინული დრონი სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვა დეტალებს არ აკონკრეტებს. სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსის მახლობლად არის აეროდრომი, სადაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები არიან განლაგებული, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რაკეტებს უშვებენ. უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სარატოვის ოლქის საზღვრამდე დაახლოებით 500 კილომეტრია, ხოლო ქალაქ ენგელსის მახლობლად აეროდრომამდე 600 კმ-ზე […]
გაერო: წელს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება უკრაინის მოსახლეობის 40%-ს

გაეროს შეფასებით, 2024 წელს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაწევა დასჭირდება 14,6 მილიონზე მეტ მოქალაქეს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 40%-ია. გარდა ამისა, გაეროს მონაცემებით, რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ საზღვარგარეთ გაქცევა აიძულა დაახლოებით 6,3 მილიონ უკრაინელს. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველოს განცხადებით, ახალი წლის პირველმა კვირამ უკრაინას მოუტანა თავდასხმების ახალი ტალღა, რომელიც წინა წლის 29 დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. […]
დასრულდება თუ არა ბანკების ექსპანსია სადაზღვევო ბაზარზე – სექტორის წარმომადგენლებს კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის შემდეგ მარეგულირებლის იმედი აქვთ

დასრულდება თუ არა ბანკების ექსპანსია სადაზღვევო ბაზარზე – სექტორის წარმომადგენლებს კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის შემდეგ მარეგულირებლის იმედი აქვთ არღვევენ თუ არა ბანკები საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებისას კონკურენციის პირობებს – კონკურენციის სააგენტომ ბაზრის მოკვლევა დაასრულა და ბაზარზე დომინანტური მდგომარეობაზე განაცხადა. უწყების შეფასებით, 2020-2022 წლებში 10 კომერციული ბანკი აწვდიდა სადაზღვევო პროდუქტებსაც, მათ შორის 1 ეკონომიკური […]
Bloomberg: უკრაინის, G7-ის წარმომადგენლებსა და “გლობალური სამხრეთის” ქვეყნების ჯგუფს შორის საიდუმლო შეხვედრა გაიმართა

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასულ თვეში ფარული შეხვედრა გაიმართა უკრაინის და მისი მოკავშირე “დიდი შვიდეულის” (G7) ქვეყნების წარმომადგენლებსა და “გლობალური სამხრეთის” ქვეყნების მცირე ჯგუფს შორის. გამოცემა წერს, რომ ეს კიევის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერის მოპოვების მცდელობის ფარგლებში მოხდა. “ბლუმბერგი” წერს, რომ აღნიშნული შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე, 16 დეკემბერს გაიმართა საუდის არაბეთში. ამას წინ […]
Time-მა დაასახელა 2024 წლის 10 გლობალური რისკი

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში და ომები ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში 2024 წლის გლობალურ საფრთხეთა ათეულის პირველ სამ ადგილზეა რეიტინგში, რომელიც ავტორიტეტიანმა ამერიკულმა გამოცემა Time-მა გამოაქვეყნა. პირველ ადგილზეა აშშ თავის წინააღმდეგ. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გააღრმავებს პოლიტიკურ განხეთქილებას, ბოლო 150 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენებს ამერიკულ დემოკრატიას და შეარყევს შეერთებული შტატების საერთაშორისო ავტორიტეტს. მეორე ადგილზეა […]
2023 წელს სურსათზე მსოფლიო ფასები 13,7%-ით შემცირდა – FAO

2023 წელს სურსათზე მსოფლიო ფასები 13,7%-ით დაეცა, ხოლო მხოლოდ დეკემბერში, წლიურად, ფასები 10.1%-ით შემცირდა. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშში წერია. FAO-ს სურსათის ფასთა ინდექსი საშუალო შეწონილი მაჩვენებელია, რომელიც საკვები პროდუქტების ხუთი ძირითადი ჯგუფისთვის საერთაშორისო ფასების დინამიკას ასახავს, მათ შორის: მარცვლეულის ფასთა ინდექსი დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 16,6%-ით მეტი იყო, თუმცა წინა […]
მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. კერძოდ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზე არის ჩანიშნული. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი […]