კახა კალაძე – მადლობა ყველას, ვინც დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებების განხორციელებაში იყო ჩართული

საახალწლო ღონისძიებები წელს კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო, რასაც მოწმობდა დამთვალიერებლების დიდი რაოდენობა და საერთაშორისო გამოცემების გამოხმაურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მანვე საახალწლო დღესასწაულის შექმნაში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადა. „2024 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდა, რომელიც 23 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მინდა, გაწეული […]

“მიზეზად დასახელებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა” | მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი დაიწყო. სხდომაზე ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავენ. მიხეილ სააკაშვილი პროცესში მონაწილეობას არ იღებს, როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილ ოქმში წერია, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. “პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტის ოფიცრებმა მსჯავრდებულს შესთავაზეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება ან დისტანციურად ჩართვა, რაზეც მსჯავრდებულმა განაცხადა უარი მისივე განმარტებით, უარის მიზეზად დასახელებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – თქვა […]

კახა კალაძე – დედაქალაქის ბიუჯეტი იქნება 1 963 000 000 ლარი – ასეთი ბიუჯეტი თბილისს არ ჰქონია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 1 963 000 000 (მილიარდ 963 მლნ) ლარი იქნება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თბილისის მერიას გარკვეული თანხები წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოყვა, რომელიც დამატებით შემოსავლებთან ერთად, მთლიანად აისახება მიმდინარე წლის ბიუჯეტში. „მინდა, მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდო გასული წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც. 2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, […]

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ გასულ ღამეს „ჰამასის“ 150-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ გასულ ღამეს „ჰამასის“ 150-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს. მათივე ინფორმაციით, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ათობით მებრძოლი. ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისში ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ოპერაციები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ღაზაში საბრძოლო მოქმედებებისას მათი 186-ე სამხედრო დაიღუპა.

კახა კალაძე – მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს

მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შესაძლოა, დედაქალაქში განთავსებული ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურა ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქს შეშურდეს. „როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება. მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან […]

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – სხდომას ყოფილი პრეზიდენტი არ ესწრება

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, პენიტენციური დეპარტამენტიდან ოქმია წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულს პროცესზე გამოცხადება, ან დისტანციურად დასწრება შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა. მოსამართლის განმარტებითვე, […]

გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით ფაქტი კონსტანსის ტბის რაიონში მოხდა. მათივე ინფორმაციით, მძარცველები 31-დან 34 წლამდე ასაკის ქართველები არიან, რომლებიც სამართალდამცავებმა მორიგი ქურდობისას აიყვანეს. ორი დააკავეს, თუმცა ერთმა გაქცევა მოახერხა. დაუზუსტებელი ცნობით, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, სამმა ქართველმა 9 სახლი გაქურდა და მიყენებულმა ზარალმა, საერთო […]

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიების რეგისტრაციის პროცედურები ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად. გაცნობებთ, რომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიები: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; „ლელო საქართველოსთვის“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“; „ევროპული […]

მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და კიდევ 50-მდე სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა დაგმო. “ჩვენ მკაცრად ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ექსპორტს და რუსეთის მიერ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ 2023 წლის 30 დეკემბერსა და 2024 წლის ორ იანვარს”, […]

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. კერძოდ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზე არის ჩანიშნული. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი […]