2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3%-ს დააკმაყოფილა

2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა. ინფორმაციას მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებში გერმანიის ფედერალური სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარი 9,399-მა ადამიანმა მოითხოვა, მათგან 8,414-მა განცხადება პირველად შეავსო. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი და საქართველო, ამ მიმართულებით, მე-6 ადგილს იკავებს. თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვით საქართველო ისეთ […]

გერმანული გამოცემა „Die Welt“ გერმანელ მკითხველს „კავკასიის გვირგვინის“ შესახებ მოუთხრობს და სვანეთში ეპატიჟება

გერმანული გამოცემა „Die Welt“ გერმანელ მკითხველს „კავკასიის გვირგვინის“ შესახებ მოუთხრობს და სვანეთში ეპატიჟება. ზამთრის სპორტის მოყვარულებს სვანეთში ელოდებათ ევროპის ყველაზე მაღალი მთები, სადაც ფრირაიდერები თოვლით დაფარულ უსასრულო ფერდობებზე სრიალით შეძლებენ ტკბობას. თუმცა სვანეთი კიდევ ბევრ საინტერესოს სთავაზობს მის სტუმრებს, იქნება ეს მდიდარი ისტორია, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობა თუ ძველი ტრადიციები – ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ლავეცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი გახდა, რა ვითარებაში მიიღო ჭრილობა და როგორ მოიტეხა ლავიწის ძვალი არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ესეკიელ ლავეციმ. ოჯახის წევრები ამჯერად ამტკიცებენ, რომ ესეკიელს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ნერვული შეტევისას მუცლის არეში მაკრატლით მიიყენა ჭრილობა. მის დაწყნარებას ძმა ცდილობდა და შეხლა-შემოხლისას ლავიწის ძვალი გაუტეხა. “მარკას” ცნობით, ესეკიელს მოჩვენებები და შიში აქვს, თითქოს ვინმე ემუქრება და ფსიქიატრიულ […]

უკრაინაში “მამათმავლობისთვის” გასამართლებული სერგო ფარაჯანოვი რეაბილიტირდა

უკრაინაში “მამათმავლობისთვის” გასამართლებული რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი ოფიციალურად რეაბილიტირდა. რეაბილიტაციის ეროვნული კომისიის მოხსენებაში წერია, რომ საქმის შესწავლისას გამოვლენილ იქნა ფარაჯანოვის დაპატიმრებისა და გასამართლების პოლიტიკური მოტივი. უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის აზრით ფარაჯანოვის რეაბილიტაცია კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის მიერ გასამართლებული სხვა უკრაინელი დისიდენტების საქმეების ხელახლა შესწავლას ხელს შეუწყობს. პირველად ფარაჯანოვი “მამათმავლობის” ბრალდებით უკრაინაში 1948 წელს დააკავეს, რეჟისორმა საკუთარი “ბრალი” […]

გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით ფაქტი კონსტანსის ტბის რაიონში მოხდა. მათივე ინფორმაციით, მძარცველები 31-დან 34 წლამდე ასაკის ქართველები არიან, რომლებიც სამართალდამცავებმა მორიგი ქურდობისას აიყვანეს. ორი დააკავეს, თუმცა ერთმა გაქცევა მოახერხა. დაუზუსტებელი ცნობით, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, სამმა ქართველმა 9 სახლი გაქურდა და მიყენებულმა ზარალმა, საერთო […]

ცესკო საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ცესკო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურები დროულად განახორციელონ. „საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიების რეგისტრაციის პროცედურები საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ […]

ჩინეთის პრეზიდენტი – პლანეტის მომავალი მოითხოვს, რომ ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები უფრო სტაბილური იყოს

პლანეტის მომავალი მოითხოვს, რომ ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები უფრო სტაბილური იყოს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინპინმა ამერიკელ მეგობარს, სარა ლანდეს, რომელსაც პირველად 1985 წლის მაისში შეხვდა, წერილი მისწერა. „ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე დიდი, განვითარებადი და განვითარებული ქვეყნებია და ამ პლანეტის მომავალი და ბედი […]

ეკვადორის საზღვართან პერუ სპეცდანიშნულების რაზმს განათავსებს

პერუ ეკვადორის საზღვართან სპეცდანიშნულების რაზმს განათავსებს, – ამის შესახებ განცხადებას პერუს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიქტორ ტორეს ფალკონმა გასცა ბრძანება, რომ უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად, ეროვნული პოლიციის სპეციალური ოპერაციების დირექტორატის კონტინგენტი ეკვადორის საზღვარზე დაუყოვნებლივ განლაგდეს“, – ნათქვამია პერუს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პერუს ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკვადორში შექმნილი დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე პერუს პრეზიდენტმა, […]

ეკვადორში “საშინაო შეიარაღებული კონფლიქტი” გამოცხადდა

ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ “საშინაო შეიარაღებული კონფლიქტი” გამოაცხადა და პოლიციას მისცა ბრძანება, უვნებელყონ კრიმინალური ჯგუფები, რომლებმაც ქვეყანაში არეულობა წამოიწყეს. ბრძანება ეკვადორის პრეზიდენტმა მას შემდეგ გამოსცა, რაც შეიარაღებული პირები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ და პირდაპირ ეთერში აიყვანეს მძევლები. შემთხვევა ქალაქ გუაიაკილში მოხდა. პირდაპირი ეთერიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, როგორ სცემდნენ ნიღბიანი პირები ტელევიზიის თანამშრომლებს, ისმოდა სროლის ხმები. ეკვადორის […]

ნატა ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა

სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა. როგორც აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს, მისი მისამართით მუქარები არ წყდება მას შემდეგ, რაც მან 9 იანვარს ვიდეოკადრები გაავრცელა. აღნიშნულ კადრებში ჩანს, რომ სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული. ნატა ფერაძის თქმით, მან საპატრულო პოლიციას გააცნო ის მუქარის მესიჯები, რომელიც მიიღო. მისი […]