დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი გადაიდო

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდების მხარემ პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორების განცხადებით, პენიტენციური დეპარტამენტიდან წარდგენილ ოქმში მითითებული არ იყო სააკაშვილის პოზიცია, სურდა თუ არა მას მისი […]
პაატა იმნაძე – გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 30 ათასი დოზა მარაგში გვაქვს -კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს თუ აიცრები, ხვალ დაცული არ ხარ, 2 კვირამდე სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 30 ათასი დოზა მარაგში გვაქვს-კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს თუ აიცრები, ხვალ დაცული არ ხარ. 2 კვირამდე სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას. დღეს თუ აიცრები და ხვალ ავად გახდები, ეს ვაქცინის ბრალი არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, […]
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ფორმირების წესის შეცვლის ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ფორმირების წესის შეცვლის ინიციატივით გამოდის. მათ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინეს, რომლითაც გათვალისწინებულია რეგულირების საფასურის ოდენობის შემცირება, რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის მთავარ წყაროს წარმოადგენს. კერძოდ, დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ცვლილების პროექტით, რეგულირების საფასური 0.75%-დან 0.5-მდე მცირდება. ასევე, პროექტის მიხედვით, კომუნიკაციების […]
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“, „ვალე“, „ნინოწმინდა“ და ,,ყაზბეგი” დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სარატოვის ოლქში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სარატოვის ოლქში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქ ენგელსის რაიონში ჩამოაგდეს. ცნობისთვის, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში სამხედრო აეროპორტი მდებარეობს, სადაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული. უკრაინულ მხარეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის […]
პაატა იმნაძე – არაფერი განსაკუთრებული არ ხდება – წინა წლებში პირბადის ტარება იცავდა მოსახლეობას, დღეს ნიღაბი არავის უკეთია, შეიძლება ითქვას, რომ „აიშვეს“ და ვირუსებიც ამიტომ დაუბრუნდა „ჩვეულ ადგილს“

ბოლო 2 კვირაა, ქვეყანაში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. სისუსტე, სახსრების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა – გრიპის ვირუსით გამოწვეულ სიმპტომებს სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის. პარალელურად პედიატრები კლინიკებში გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსებით ინფიცირებული ბავშვების მომართვიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ. როგორია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სურათი, რომელი ვირუსი სჭარბობს ქვეყანაში და როდის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა ექიმს, ამ და […]
გიორგი ბარამიძე – მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება უშუალოდ დაკავშირებულია ამ ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად მაინც, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებასთან – კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება უშუალოდ დაკავშირებულია ამ ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად მაინც, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებასთან. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას, პრეზიდენტი სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ქართული საზოგადოებისთვის ნათელია, რომ სასამართლოში ეს […]
კახა კალაძე – 11 იანვრიდან, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჯარიმა 250 000 ლარი იქნება, ნაცვლად 25 000 ლარისა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჯარიმა 250 000 ლარი იქნება, ნაცვლად 25 000 ლარისა. როგორც მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კანონი 11 იანვრიდან შევა ძალაში. „მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ […]
პაატა იმნაძე – ბავშვი, რომელიც ბაღში დადის, წელიწადში 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმაა

ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ბაღში არ დადის, წელიწადში 6-12-ჯერ რომ გაცივდეს, ან ვირუსი შეხვდეს, ნორმაა. თუ ბავშვი ბაღში დადის, ეს მაჩვენებელი 18-მდე არის – წელიწადში ბავშვი 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმა არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ქვეყანაში მუდმივი მეთვალყურეობა მიმდინარეობს 21 […]