საპატრიარქომ დროებით შეზღუდა სამებაში ჟურნალისტების აკრედიტაციის გარეშე შესვლა

საქართველოს საპატრიარქომ თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც გუშინ ხატს საღებავი შეასხეს, დროებით შეზღუდა ჟურნალისტების აკრედიტაციის გარეშე შესვლა. ინფორმაციას ფეისბუკში ავრცელებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. “გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად”, […]
კალაძე: კულტურული მემკვიდრეობის ზონებში უნებართვო მშენებლობაზე სანქციები მკაცრდება

თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობისთვის სანქციები მკაცრდება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაზრდილი ჯარიმები ძალაში 11 იანვრიდან შევა. “ახალი კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაჯარიმდება 250 000 ლარით, ნაცვლად 25 […]
იაპონიაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლისთვის ნეიროჩიპი შექმნეს

იაპონელმა სპეციალისტებმა წარმოადგინეს თავიანთი ახალი ჩიპი, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. ლუდომანია არის ადამიანის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე, ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემა. ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანები ხშირად აღფრთოვანებული არიან, რადგან არჩევანი გარკვეულ რისკებს შეიცავს. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები ხდებიან რისკის ამ განცდაზე მიჯაჭვული, რაც იწვევს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის სურვილს. იაპონელმა მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი […]
ბექა ლილუაშვილი – ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა – ეს არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის

ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა – ეს არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, ივანიშვილმა, შესაძლოა, გარკვეული უხერხულობები და დიპლომატიური დაძაბულობა შექმნას სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობის დაკავებით. „საზოგადოებას შეიძლება პოლიტიკურმა სპექტრმა სიტყვა „ოლიგარქის” ძალიან მრავალფეროვანი განსაზღვრება მიაწოდა, ოლიგარქი ჩრდილში […]
საპატრიარქო – სამების ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება

ორი დღის განმავლობაში, სამების საკათედრო ტაძარში მხოლოდ მედიასაშუალებების ის წარმომადგენლები დაიშვებიან, რომლებსაც შესაბამისი აკრედიტაცია გააჩნიათ. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს. მათივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად. „გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, […]
თეიმურაზ ჯანაშია სააკაშვილის პროცესის გადადებაზე – კომიკური სიტუაცია იყო, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველად მოგვევლინა

მართლა კომიკური სიტუაცია იყო, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველად მოგვევლინა, – ასე გამოეხმაურა სასამართლო პროცესის გადადებას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია. როგორც ის განმარტავს, „პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არამხოლოდ სასამართლოს სხდომათა დარბაზში უნდა დაიცვას, არამედ სხვაგანაც“. ჯანაშიას თქმითვე, უდანაშაულო პირების პასუხისგებაში მიცემის გამო, ყველა პასუხს აგებს. „პროკურატურის სტრატეგია თავიდანვე იყო, რომ ეს სხდომა […]
“ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება…” – მიქაუტაძემ “აიაქსში” გატარებული პერიოდი გაიხსენა

“აიაქსიდან” “მეცში” განათხოვრებულმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ გამოცემა Mosselle TV Sport-თან ინტერვიუში ამსტერდამულ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ქართველი ფორვარდის თქმით, “აიაქსში” გატარებული პერიოდი რთული იყო, თუმცა ამ ყველაფერს თავისი დადებითი მხარეც ჰქონდა: “ჩემს კარიერაში ყველაზე რთული მომენტი მაქვს. თუმცა ვფიქრობ, რომ “აიაქსში” გატარებული პერიოდი ნეგატიური არ ყოფილა. მაგალითად, ევროპალიგაზე ვითამაშე, მიუხედავად ამისა, უმთავრესი სათამაშო პრაქტიკის ქონაა. […]
ზელენსკიმ ბალტიისპირეთში ტურნე დაიწყო | უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსშია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის დედაქალაქში, ვილნიუსში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის Telegram არხი ავრცელებს. მისივე ცნობით, მოგვიანებით აპირებს რომ ესტონეთის დედაქალაქს – ტალინსა და ლატვიის დედაქალაქს, რიგას ეწვიოს. “ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ჩვენი სანდო და პრინციპული პარტნიორები არიან. მოგვიანებით მე ჩავალ ტალინში და რიგაში – დღეს კი ვილნიუსს ვეწვიე”, – წერს […]
წერეთელზე სამანქანო მოძრაობა სრულად იანვრის ბოლოს აღდგება | კალაძის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად იანვრის ბოლოს აღდგება: „როგორც პროექტის დასაწყისში იყო ნათქვამი, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები, თუმცა ძირითადი ნაწილი დასრულდება. მოძრაობა ამ გამზირზე შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანე ხიდის მშენებლობას, ზუსტად იანვრის […]
რუსულმა Fix Price-მა 2023 წელს 751 მაღაზია გახსნა – მათ შორის, ახალი ფილიალი საქართველოში

რუსულმა რითეილ კომპანია Fix Price-მა2023 წელს 751 ახალი მაღაზია გახსნა, რომელთა შორის არის ახალი ფილიალი საქართველოში, თბილისში. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, Fix Price-ის ქსელი 6414 მაღაზიისგან შედგება, რომელთა შორის 5756 რუსეთში და 658 საზღვარგარეთაა. აღნიშნული რაოდენობიდან 5 მაღაზია საქართველოშია (4 თბილისში და 1 რუსთავში). Fix Price არის ფიქსირებული ფასების მაღაზიების უმსხვილესი ოპერატორი რუსეთში. რუსეთის […]