“ვანდალური აქტის” გამო სამებაში აკრედიტაციის გარეშე ჟურნალისტების შესვლა შეიზღუდა – საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, დღეს და ხვალ, სამების ტაძარში მედიასაშულებების წარმომადგნელების შესვლა შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეზღუდული იქნება. საპატრიარქო ამბობს, რომ გადაწყვეტილება ტაძარში გუშინ მომხდარი “ვანდალური აქტიდან” გამომდინარე მიიღეს. გუშინ სამებაში განთავსებულ რუსი წმინდანის, მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული ლურჯი საღებავი შეასხეს. “გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო […]
47 ქვეყანასთან ერთად საქართველოც გმობს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS), რომელიც ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურია, აქვეყნებს ერთობლივ განცხადებას, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და 48 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აწერენ ხელს, მათ შორისაა საქართველო. ქვეყნები ამ განცხადებით ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში მიმდინარე ომში გამოსაყენებლად ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ. “უმკაცრესად ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან ბალისტიკური რაკეტების გატანას და რუსეთის მხრიდან მათ […]
ლაბორატორიულმა კვლევებმა 2 დასახელების ბუშტის უვნებლობა უარყო, თუ შეიძინეთ, დაგვიბრუნეთ | კომპანია მომხმარებლებს მიმართავს

ლაბორატორიულმა კვლევებმა ორი დასახელების ბუშტის უვნებლობა უარყო – კომპანია „სამი ძმა„ ამასთან დაკავშირებით განცხადებას თავადვე ავრცელებს და მომხმარებლებს მიმართავს, თუ შეიძინეს აღნიშნული ბუშტები, უკან დაუბრუნონ: “კომპანია „სამი ძმა„ ვალდებულებას იღებს გაცნობოთ,რომ ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, […]
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით რუსი სამხედროები დააკავეს

სომხეთში ორი რუსი სამხედრო დააკავეს, რომლებსაც ნარკოტიკებით ვაჭრობა ედებათ ბრალად, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა News.am ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 6 იანვარს, შირაქის რაიონის სოფელ არაპში პატრულირებისას, სამართალდამცველებმა “ოპელის” მარკის მანქანა შესამოწმებლად გააჩერეს, რა დროსაც მანქანის მძღოლმა პარკი გადააგდო, რომელშიც თეთრი ნივთიერება იყო. მანქანაში სულ სამი მგზავრი იმყოფებოდა, მათგან ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე, ერთი კი […]
13 მედიკამენტი ონკოლოგიური პაციენტებისთვის უფასოდ გაიცემა | სია

ჯანდაცვის სამინისტრომ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, კომპანია ROCHE-სგან შესყიდული 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო. ეს მედიკამენტებია: · ალეცენზა; · ტეცენტრიკი; · ავასტინი; · ტარცევა; · გაზივა; · მაბტერა; · ჰერცეპტინი; · კადსილა; · ზელბორაფი; · ფესგო; · პოლივი; · პერჯეტა; · როზლიტრეკი; სამინისტროს ინფორმაციითვე, უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები, შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას, უფასოდ იღებენ. „13 დასახელების ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო, პაციენტებს მაღალი […]
ზურაბ ჩხაიძე – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს

კლინიკა „ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის განმსაზღვრელი რაიმე პარამეტრის გაუარესება არ აღენიშნება, კვების კომპონენტი კი გაფართოებულია. „პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს. ეს საჯარო ინფორმაცია არ არის, სუბიექტური ჩივილებია და ყურადღებას საჭიროებს. სხვა პარამეტრის გაუარესება არ აღენიშნება. […]
პაატა მანჯგალაძე – ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ფლობს საქართველოს მთავრობის 100%-იან წილს

პარტიის პოლიტსაბჭოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ერთპიროვნულად წარდგენის უფლებით ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის საკონტროლო პაკეტი 100%-ით მიიტაცა და მიისაკუთრა, რაც მის არაფორმალურ ბუნებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ პარლამენტში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მესამედ დაბრუნებით „კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის არაფორმალური მმართველია, ხოლო პარტია „ქართულ ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებით წილი 100%-ით გადაიფორმა“. […]
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების გაგრძელებით ვართ დაინტერესებული

სომხეთი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ მოლაპარაკებების გაგრძელებით ვართ დაინტერესებული. ასევე, გვქონდა არაფორმალური კონტაქტები და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში იქნება იმის შესაძლებლობა, რომ აზერბაიჯანული მხარის თანხმობა მივიღოთ და მოლაპარაკებები გავაგრძელოთ“, – განაცხადა მირზოიანმა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის […]
გერმანიაში რკინიგზის მემანქანეები გაიფიცნენ

გერმანიაში დაიწყო რკინიგზის მემანქანეთა 3-დღიანი გაფიცვა. ისინი სამუშაო საათების შემცირებას და ხელფასის გაზრდას მოითხოვენ. გერმანიის სარკინიგზო კონცერნ Deutsche Bahn-ის სატვირთო მატარებლების მემანქანეები გუშინ, 9 იანვარს, საღამოდან გაიფიცნენ, ხოლო სამგზავრო მატარებლების – დღეს, 10 იანვრის დილიდან. გაფიცვის გამო გაჩერებულია შორ მანძილზე მოძრავი მატარებლების დაახლოებით 80%. Deutsche Bahn-მა შეიმუშავა დროებითი, საგანგებო გრაფიკი, რომლითაც მხოლოდ მოკლე მარშრუტების ნაწილზე […]