ოზურგეთის ერთ-ერთი ა(ა)იპ-დან შშმ პირი სხვისი დაწერილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს | სასამართლო დავა

საიას დახმარებით შშმ პირმა შრომითი დავა მოიგო. საქმეზე ოზურგეთის ოფისი მუშაობდა. მოსარჩელე დასაქმებული იყო ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრში” უმეთვალყურეოდ დარჩენილი შინაური ცხოველების იზოლაციის განყოფილების მუშის პოზიციაზე. “მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებელი მიუთითებდა დასაქმებულის პირად განცხადებაზე, იმ პირობებში, რომ დასაქმებულს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ფიზიკურად არც შეეძლო მსგავსი განცხადების დაწერა. შესაბამისად, განცხადება, რომელიც საფუძვლად დაედო მისი […]
“ვაფშე არანაირი მტკიცებულება არ არის, სასამართლო ალბათ არ გამოიყენებს აღკვეთს” | ძაღლზე მოძალადე კაცის ადვოკატი

კაცი, რომელმაც მარნეულში ძაღლი ცემით მოკლა, ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ მისი ადვოკატი აკეთებს განცხადებას. ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი. “ვაფშე არანაირი მტკიცებულება არ არის. არა, ვერ იმასშვებოდნენ და რაღაცნაირად ახლა გააკეთეს. რის საფუძველზე დააკავეს არ ვიცი, სასამართლოზე ეს კაცი ნებაყოფლობით გამოცხადდა და სასამართლო ალბათ არ გამოიყენებს აღკვეთ ღონისძიებას. როგორ შეიძლება […]
თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად აღდგება, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩამდე ახალი სამანქანე ხიდის გაჭრა იგეგმება. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. როგორც მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაწყებიდან, დაახლოებით 6 თვეში, სამშენებლო სამუშაოები დასრულდება. გარდა ამისა, მისივე განცხადებით, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების ნაწილი დასრულებული იქნება და დარჩება […]
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 206-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 206-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. იაპონური მედიის ცნობით, დაახლოებით 50 ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იშიკავას პრეფექტურის მთავრობამ განაცხადა, რომ 26,000-ზე მეტი ადამიანი ევაკუაციის ცენტრებში რჩება, ხოლო 3,100 მცხოვრები გარე სამყაროსგან მოწყვეტილია. შეგახსენებთ, იაპონიაში 1-ელ იანვარს მიწისძვრების სერია მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის […]
თემურ მღებრიშვილი – პირადი ხარჯების გაწევის შესახებ ბრძანება არასდროს მიმიღია

პირადი ხარჯების გაწევის შესახებ მე მსგავსი ბრძანება არასდროს მიმიღია, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში იმ პროცესის გადადების შემდეგ განუცხადა, რომელზეც ის უნდა დაეკითხათ. მისივე თქმით, „ყოველთვის კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა“. „გამოვრიცხავ. ჩემს დროს მსგავსი არაფერი მომხდარა. სამსახურში ჩემს ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში მსგავსი დოკუმენტი არ გამიცია, პირადი ხარჯები […]
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, “ჰეზბოლას” უფროსი მეთაური ლიკვიდირებულია – ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში სულ მცირე 126 პალესტინელი დაიღუპა, 241 კი დაშავდა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი თავდასხმის შედეგად “ჰეზბოლას” უფროსი მეთაური ლიკვიდირებულია, რომელიც ათობით საჰაერო თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი. შეტევის შედეგად დაღუპულია ჰეზბოლას სხვა წევრებიც.
“მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია. ალბათ სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა” – “კურიერი” დღეს იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც კაცმა ცოლი სასტიკად მოკლა

კაცი, რომელმაც ცოლი სასტიკად მოკლა, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 30 წლის გიორგი კავლელაშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ის ახლა ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს მკურნალობას. როგორც ექიმმა “კურიერის” განუცხადა, ამ ეტაპზე დაკავებულის გამოკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიზანშეწონილი არ არის. მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. “კურიერის” ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა მის გარეშე ჩატარდება. დაკავებულს უკვე ჰყავს ადვოკატი და […]
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომას დისტანციურად ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით ექსპრეზიდენტი დღეს არ ჩაერთო. ვინაიდან ოქმში არ იყო მითითებული, ბრალდებულს სურდა თუ არა მის გარეშე გაგრძელებულიყო განხილვა, პროკურორებმა სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენეს. მოთხოვნას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატების განმარტებით, სააკაშვილი თანახმა იყო სხდომა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელებულიყო. აღნიშნულის […]
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 000 ლარით, ნაცვლად 25 000 ლარისა – კახა კალაძე

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე არსებული სანქციები მკაცრდება. მისივე თქმით, სანქციები 2018 წელსაც გამკაცრდა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. როგორც მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გამკაცრებული ჯარიმები 11 იანვრიდან შევა ძალაში. “მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება უნებართვო ან სანებართვო […]
ეკვადორის ტელევიზიაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ – პრეზიდენტმა შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობა გამოაცხადა

ეკვადორის ტელევიზიაში, პირდაპირი ეთერის დროს, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. პრეზიდენტმა ქვეყანაში შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობა გამოაცხადა. ნიღბიანმა პირებმა სტუდიაში მყოფი ადამიანები იარაღის მუქარით იატაკზე დააწვინეს. პირდაპირ ეთერში სროლის და ყვირილის ხმაც ისმოდა. დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება, თუმცა ეკვადორის პოლიციამ ტელევიზიიდან პერსონალის ევაკუირება მოახერხა, მოგვიანებით კი, რამდენიმე თავდამსხმელის დაკავებაც დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ პერუ […]