“დაუვიწყარი მოგზაურობა შვილებთან ერთად” – თიკა ფაცაცია დუბაიდან ახალ კადრებს გვიზიარებს – Marao

თიკა ფაცაცია არის ქართველი მოდელი, მომღერალი, წამყვანი, „მის თბილისის“, „მის საქართველოს“, „მის ოქროს გლობუსის“ მე-3 ადგილის ტიტულის მფლობელია. 1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს თიკა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკა პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და […]

2024 წლის პირველ კვირაში დუბაიში 1 183 ბინა და ვილა 3.3 მილიარდ დირჰამად გაიყიდა

დუბაის მიწის დეპარტამენტის (DLD) მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვირაში დუბაიში უძრავ ქონებაზე 1721 ტრანზაქცია განხორციელდა, რამაც 5.8 მილიარდი დირჰამი შეადგინა. DLD ყოველკვირეულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის პირველ კვირაში 114 მიწის ნაკვეთი 1.36 მილიარდ დირჰამად გაიყიდა, ხოლო 1183 ბინა და ვილა 3.13 მილიარდ დირჰამად. პირველი სამი – მიწის გაყიდვის ტრანზაქცია იყო, რომელიც ალ-თანიაში განხორციელდა და […]

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების გაცემა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები, შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას, უფასოდ იღებენ. 13 დასახელების ძვირად ღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო, პაციენტებს […]

წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა იანვრის ბოლოს სრულად იქნება აღდგენილი – ირაკლი ბენდელიანი

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება. „პროექტის დასაწყისში როგორც იყო ნათქვამი, იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები, თუმცა ძირითადი ნაწილი დასრულდება. ამ გამზირზე მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. ამასთან, როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, იანვრის ბოლოს დასრულდება ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის […]

“ჩემს ფეხბურთელს პრობლემა შეუქმნა” – ოსიმენის აგენტი ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა

მას შემდეგ, რაც ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის გუშინდელ განცხადებას საკუთარ “ინსტაგრამგვერდზე” გამოეხმაურა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ნიგერიელის აგენტმა რობერტო კალენდამაც გააკეთა. კალენდას თქმით, ჯუღელის განცხადება მიუღებელი და არასწორია. “ყველა საკუთარი სახლისკენ უნდა იყურებოდეს და სხვის შრომას პატივი სცეს. სხვა მოთამაშეების მომავალზე საუბარი არასწორია, ეს პრობლემებსა და გაუგებრობას ქმნის. მისი სიტყვები მიუღებელია, ჯუღელის განცხადებამ […]

“ვარსკვლავები რაში გვჭირდება? “პარი სენ ჟერმენი” თავადაა ვარსკვლავი” – ნასერ ალ ხელაიფი

“პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქელები ფეხბურთელების მოსაზიდად დიდი თანხის დახარჯვას არ გეგმავენ. “ვარსკვლავები არ გვჭირდება. “პარი სენ ჟერმენი” თავადაა ვარსკვლავური. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის გერბის გამო თამაშობენ და მზად არიან, გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთონ”, – განაცხადა ხელაიფიმ. მომზადებულია RMC Sport-ის მიხედვით ალ ხელაიფი: არ მოგწონთ ჩემპიონთა […]

“ქმართან ერთად ცხოვრობ? სახის კანს როგორ უვლი?” – მოდელი ნინიკო ნაცარიშვილი საკუთარი ცხოვრების სტილის, შვილისა და ოჯახის შესახებ – Marao

“ქმართან ერთად ცხოვრობ? სახის კანს როგორ უვლი?” – მოდელი ნინიკო ნაცარიშვილი საკუთარი ცხოვრების სტილის, შვილისა და ოჯახის შესახებ – Marao ნინიკო ნაცარიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ ლევან ჯიბღაშვილთან ურთიერთობის დროს გაიცნო. წყვილი ხშირად აქვეყნებდა საერთო ფოტოებს და ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ, თუმცა მოულოდნელად ერთმანეთს დაშორდნენ. მოგვიანებით ლევან ჯიბღაშვილმა სალომე სულხანიშვილზე იქორწინა და ცხოვრება უფრო მშვიდად, კამერებისგან […]

საქართველოს IT სექტორის შემოსავალი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 9 თვეში საქართველოს IT სექტორმა 608 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს თანხა 283 მილიონით, ანუ 87%-ით მეტია. IT სექტორის შემოსავლების მატება პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდება, რა დროსაც საქართველოში […]

მიგრაციის ეფექტის კლებას IT მიმართულების და უცხოელი სტუდენტების ხარჯები დააკომპენსირებს – ლაშა ქავთარაძე

რაც შეეხება მიგრაციის ეფექტის კლებას, ის IT მიმართულებითა და უცხოელი სტუდენტების ხარჯებით დაკომპენსირდება, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ხარჯები საკმაოდ სოლიდურია და გასულ წელს დაწყებული ტენდენცია 2024-შიც გაგრძელდება. „მიგრაციის ეფექტის კლებას ვხედავთ 2023 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული. ეს კარგად გამოჩნდა ფულად გზავნილებში. რუსეთიდან მნიშვნელოვანი შენელება მოხდა […]

საპატრიარქო: ვანდალური აქტის გამო 2 დღით სამებაში მედია აკრედიტაციის გარეშე არ დაიშვება

საპატრიარქოს განცხადებით, სამების ტაძარში მომხდარი “ვანდალური აქტის” გამო 2 დღით მედიას აკრედიტაციის გარეშე ტაძარში არ დაუშვებენ. მათი თქმით, გადაწყვეტილება “შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად”. მიიღეს. “გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის […]