ერაყის პრემიერ-მინისტრი – ერაყს ქვეყნიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის გასვლა სურს

ერაყს ქვეყნიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის გასვლა სურს, – ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანმა განაცხადა. „აუცილებელია ამ ურთიერთობის რეორგანიზაცია, რადგან იგი რომელიმე მხარის, შიდა თუ გარე, ერაყისა და რეგიონის სტაბილურობის შერყევის მიზანი არ აღმოჩნდეს. მოდით კოალიციის გასვლის ვადაზე შევთანხმდეთ, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, სწრაფი უნდა იყოს, რათა ისინი აქ დიდი ხნის განმავლობაში […]
შსს ფერაძის სახლთან შეკრებილ ალტ-ინფოს მოუწოდებს, არ გასცდეს კანონით დადგენილ ნორმებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან ალტ-ინფოს წევრების მისვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს განცხადებით, უწყების თანამშრომლები ნატა ფერაძის სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. „მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია […]
აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან სტალინის გამოსახულებიანი ხატის შეღებვას აპროტესტებენ

ათობით ადამიანი შეიკრიბა აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან. ისინი აპროტესტებენ საღებავის შესხმას სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინიც არის გამოსახული. აქციის მონაწილეები „ხატის შეურაცხყოფაში” ნატა ფერაძეს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ „თავად აღასრულებენ იმას, რაც სახელმწიფომ და კანონმა არ აღასრულა”. აქტივისტის მისამართით ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები. ნატა ფერაძის სახლთან იმყოფებიან პოლიციელები.
“ამაზე ბევრი ვიფიქრე, ფეხბურთში ვბრუნდები” – პიკემ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა

ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე განაცხადა, რომ ფეხბურთში მწვრთნელის რანგში დაბრუნება სურს. “ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ფეხბურთში დავბრუნდე, არა როგორც მოთამაშის, არამედ მწვრთნელის რანგში. დანარჩენ დეტალებს კვირის ბოლოს გაგაცნობთ”, – დაწერა პიკემ. შეგახსენებთ, ესპანელმა საფეხბურთო კარიერა გასულ წელს დაასრულა.
2024 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4.8%-მდე შემცირდება – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა ანგარიშის – „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ იანვრის გამოშვება გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებ პროგნოზებია მოცემული. საქართველოსთან მიმართებით მსოფლიო ბანკის პროგნოზების მოკლე მიმოხილვა ასეთია: 2021 და 2022 წლების ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ 2023 წელს საქართველოში ზრდა შენელდა, თუმცა მტკიცედაა შენარჩუნებული 6.5 პროცენტის დონეზე. ეს მონაცემი თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით მაღალია, რადგან სამომხმარებლო ხარჯების ზრდამ […]
საქართველოდან შედის აკრძალული საქონელი რუსეთის ტერიტორიაზე – რომან გოცირიძე

საქართველოდან შედის აკრძალული საქონელი რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის აქსიომა და ამას სტატისტიკაც ადასტურებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, იზრდება საქართველოს ექსპორტი შუა აზიის ქვეყნებში, საიდანაც უფრო ადვილად ხდება საქონლის შეღწევა რუსეთში. „რაკეტებს, რომლებიც უკრაინაში ეცემა, როცა გახსნიან, აღმოაჩენენ დასავლური წარმოების ტექნოლოგიებს – ამერიკულს, ევროპულს, იაპონურს. რაკეტებშიც კი შესულია აკრძალული და […]
ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას უფასოდ იღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დასახელების ძვირად ღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად […]
„ლიდერმედის“ სამშობიარო განყოფილებამ და „დავარაშვილის კლინიკამ“ DRG-ზე უარი თქვა – გაამართლებს თუ არა ბიზნესი სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე

თითქმის 2 თვეა, ქვეყანაში მშობიარობის დაფინანსების ახალი სისტემა მოქმედებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სქემა წარმატებით მუშაობს. მასში სამშობიაროების უმრავლესობა იღებს მონაწილეობას. სამშობიარო სერვისებზე DRG-ს ამოქმედებიდან მცირე ხანში რამდენიმე კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ასეთი ფაქტების შესახებ ცნობილია „ლიდერმედის“ სამშობიარო განყოფილებისა და „დავარაშვილის კლინიკის“ შემთხვევაში. იმის შესახებ, რომ 2023 წლის 25 დეკემბრიდან კლინიკა “ლიდერმედის” […]
„თეგეტა მოტორსი“ ExxonMobil-ის ოფიციალური დილერია უზბეკეთში – რა გეგმები აქვს კომპანიას

„თეგეტა მოტორსი” ამერიკულ კორპორაციას, ნავთობმომპოვებელ და საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელ ExxonMobil-ს საქართველოსა და სომხეთის შემდეგ უკვე უზბეკეთშიც ოფიციალურად წარმოადგენს. სადილერო ხელშეკრულება რამდენიმეთვიანი სატესტო გაყიდვების, ბაზრისა და თავად ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით კვლევის შემდეგ გაფორმდა. 35-მილიონიანი უზბეკეთი, რომელიც სწრაფად მზარდია წარმოების მიმართულებით და ასევე სწრაფად ვითარდება ინდუსტრიული კუთხითაც, თავისთავად საინტერესო ბაზარია ნებისმიერი დიდი ბრენდისთვის. თუმცა ExxonMobil-ისთვის, ისევე, როგორც […]
“გრიპი ვისაც აქვს, მან ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ” – თენგიზ ცერცვაძის თქმით, სეზონური ვირუსების მხრივ ვითარება, საქართველოსთვის არსებულ წლიურ საშუალო ნორმას შეესაბამება

მაღალი ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, ხველება – სეზონურ ვირუსებსა და სიმპტომებზე “კურიერთან” ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა. ინფექციონისტის განმარტებით, ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. ბოლო მონაცემებით, გავრცელებულ დაავადებებს შორის ყველაზე უფრო ხშირად გრიპის შემთხვევები ფიქსირდება, შემდეგ კი რესპირატორული ვირუსებით გამოწვეული ინფექციები, რომლის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები ბავშვები არიან. თენგიზ ცერცვაძე რეკომენდაციებსაც გასცემს […]