გელა გელაძე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მიმდინარეობას გაეცნო

მთელი საქართველოს მასშტაბით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოლიმპიადის მიმდინარეობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში გაეცნო. „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის – X–XII კლასების შესაბამისად ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა […]
პაატა მანჯგალაძე – არ ავყვეთ რუსულ პროვოკაციას, ყველაფერი სიმართლის და სინათლის გამარჯვებით დასრულდება – „ქოცებმა“ და რუსებმა ილოცონ სტალინის გამოსახულებიან ხატზე, ჩვენ კი გავაგრძელოთ ენა, მამული, სარწმუნოების დაცვა

არ ავყვეთ რუსულ პროვოკაციას, ყველაფერი დასრულდება სიმართლის და სინათლის გამარჯვებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს. დეპუტატი სამების საკათედრო ტაძარში განთავსებული წმინდა მატრონასა და სტალინის ხატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „ქოცებმა“ და რუსებმა ილოცონ სტალინის გამოსახულებიან ხატზე, ჩვენ კი, როგორც ჩვენი ღირსეული წინაპრები იქცეოდნენ ისე გავაგრძელოთ ჩვენი სამი მთავარი […]
ქეთევან თურაზაშვილი – პენსიონერებს ნამდვილად მეტი ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ – სახალხო დამცველის განცხადება, გადავადებული სესხების ძველ ჩარჩოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, დროული იყო

ამ ქვეყანაში პენსიონერებს ნამდვილად მეტი ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ. სახალხო დამცველის განცხადება, გადავადებული სესხების ძველ ჩარჩოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, დროული იყო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი აცხადებს. მისივე განმარტებით, ახლა ჯერი ეროვნული ბანკზეა. „სახელმწიფო და რეგულაციები იმისთვის არსებობს, რომ კომერციულმა ბანკებმა ვერ გაბედონ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მოტყუება და დაჩაგვრა. ეს უკიდურესი უსინდისობაა, […]
ხმაური ნატა ფერაძის სახლთან | პრორუსული რადიკალური დაჯგუფების წევრები სამოქალაქო აქტივისტს ემუქრებიან

ნატა ფერაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული – ჭოველიძის ქუჩაზე პოლიცია მას შემდეგ მივიდა, რაც პრორუსული დაჯგუფების წევრებმა შეკრება დააანონსეს და ფერაძეს დაემუქრნენ. მიზეზი კი სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები გახდა. “ეკლესიები დაგვემხო თავზე, ინგრევა და იმაზე არ ჰქონდათ რეაქცია და რუსეთიდან ჩამოთრეულ მატრონა მოსკოველის ხატზე, სადაც სტალინია გამოხატული, ეს დაიმართეს.” ამბობს ფერაძე. მოძალადე დაჯგუფების წევრები ადგილზე […]
ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს

შსს პრორუსული დაჯგუფების წევრებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უწყება განცხადებას ავრცელებს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. […]
დაპირების მიუხედავად, ნიკოლოზ გინტურს პროკურატურიდან არავინ შეხვდა | სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელზე მუშაობა დაწყებულია

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიდის – სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ოკუპანტების მიერ მოკლული გინტურის ოჯახი ამბობს, რომ გუშინ გაცემული დაპირების მიუხედავად საგამოძიებო უწყებიდან მათ დღეს არავინ შეხვედრიათ. შეხვედრა ნიკოლოზ გინტურსა და პროკურატურის წარმომადგენელს შორის უნდა გამართულიყო. ნიკოლოზ გინტური ამბობს, რომ მას დღეს სატელეფონო ზარზეც აღარ უპასუხეს. “ამ დრომდე ველოდები […]
ოკუპანტებმა ხარკოვის ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკის შენობა დაბომბეს

გასულ ღამეს ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რა დროსაც ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკის შენობა დაზიანდა. ხარკოვის მერი წერს, რომ დაბომბვის შედეგად 2 რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა შენობა ცარიელი იყო და არავინ დაშავებულა – “ეს არის ცალსახად სამოქალაქო ობიექტი, ამიტომ, ჩვენმა მტერმა მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ის ტერორისტია ” – წერს იგორ ტერეხოვი. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის […]
ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია.
თურქეთი რუსული მარცვლეულის მთავარი იმპორტიორია

თურქეთმა შეინარჩუნა რუსული მარცვლეულის მთავარი იმპორტიორის პოზიცია 2023/2024 სასოფლო-სამეურნეო წლის პირველ ნახევარში, მაგრამ შესყიდვები შეამცირა. მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის ივლის-დეკემბერში მან რუსეთიდან 4 მილიონ 281 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა. ეს 12,7%-ით ნაკლებია გასული სასოფლო-სამეურნეო წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (4 მლნ 903 ათასი ტონა). მეორე ადგილი ირანმა დაიკავა. გასულ წელს მან რუსეთიდან 3 მილიონ […]
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვილნიუსიდან დაიწყო ტურნე ბალტიის ქვეყნებში

უკრაინის პრეზიდენტი იმყოფება ვილნიუსში, სადაც მოლაპარაკებას გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის სპიკერთან. ლიეტუვაში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა. ლიეტუვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ესტონეთს და ლატვიას ეწვევა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ეს სამი რესპუბლიკა, რომლებიც დღეს ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მოკავშირეებად რჩებიან. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს […]