“ასაკზე არასდროს მინერვიულია” – ვინ არის ქართველი ფოტოგრაფი, რომელმაც პამელა ანდერსონი გადაიღო და რატომ თქვა უარი მსახიობმა მაკიაჟზე – Marao

პამელა ანდერსონი გლამურულ მაკიაჟზე კიდევ ერთხელ ამბობს უარს და ბუნებრივ სილამაზეს უთმობს გზას. 56 წლის მსახიობი მორიგ სარეკლამო კამპანიაში ჩაერთო და Proenza Schouler-ის 2024 წლის საგაზაფხულო კოლექციისთვის იპოზიორა. მას ფოტოები კი ქართველმა ფოტოგრაფმა დავით გიორგაძემ გადაუღო. ფოტოგადაღებისთვის შერჩეული მინიმალისტური ფონი და ავეჯი 56 წლის მსახიობსა და მოდელს კიდევ უფრო თავდაჯერებულ და მშვიდ იერს ანიჭებს. ბრენდმა […]
ბრიტანულმა და ამერიკულმა ძალებმა წითელ ზღვაში ჰუსიტების უდიდესი თავდასხმა გაანეიტრალეს

ბრიტანულმა და ამერიკულმა ძალებმა ერთობლივი ოპერაციით წითელ ზღვაში ჰუსიტების ჯერჯერობით უდიდესი საჰაერო თავდასხმა გაანეიტრალეს. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაფსმა გაავრცელა. “დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს საზღვაო ძალებმა შეაჩერეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ყველაზე დიდი თავდასხმა” – თქვა გრანტ შაფსმა. როგორც ცნობილია, ბრიტანულმა სამხედრო ხომალდმა ჰუსიტების მიერ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს. იქამდე, ვაშინგტონში […]
„მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები, რომელიც მორგებული იქნება კორონავირუსის ახალ შტამებზე” – პაატა იმნაძე

კორონავირუსის ახალი შტამები (JN.1 და HV.1) ქვეყანაში არ დაფიქსირებულა- მათ წინამორბედებისგან სიმძიმის მიხედვით განსხვავება არ აქვს. შესაძლოა, ერთადერთი ცოტა უფრო მეტად ახასიათებდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომი, კერძოდ ფაღარათი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი […]
სემეკში ქალი სტაჟიორების საკონკურსო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და იურიდიულ დეპარტამენტებში, ასევე კომისიასთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, ქალი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. USAID-ის მხარდაჭერით, კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის – „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების […]
ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობის ფასი გაიზარდა 2024 წლის 9 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 77.59 (+1.47) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 72.24 (-1.47) დოლარი/ბარელზე.
თინა ბოკუჩავა – დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ოლიგარქის მავნე გავლენების მოშორებას და ინსტიტუციების დამოუკიდებლობას, ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნება ვერ უზრუნველყოფს ამას, პირიქით

დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ერთი ადამიანის, ერთი ოლიგარქის მავნე გავლენების მოშორებას და ინსტიტუციების დამოუკიდებლობას, ივანიშვილის მესამედ პოლიტიკაში დაბრუნება ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს ამას, პირიქით, – ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოზიცია სანქციებს ვერ ააცილებს. „ფაქტია, რომ დამარცხების აღქმასთან ერთად, ივანიშვილის დაბრუნების ერთ- ერთი მიზეზი არის მისი სურვილი დასავლეთის […]
გია ვოლსკი – რასაც გორბაჩოვის ყოფილი მოკავშირე კუბილიუსი ლაპარაკობს ყოველგვარი მორალისგან არის დაცლილი – დავით კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ რადიკალურ ოპოზიციაში კუბილიუსს გარკვეული ლიდერის როლი უკავია

რასაც გორბაჩოვის ყოფილი მოკავშირე კუბილიუსი ლაპარაკობს ყოველგვარი მორალისგან არის დაცლილი – დავით კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ რადიკალურ ოპოზიციაში კუბილიუსს გარკვეული ლიდერის როლი უკავია, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ევროპარლამენტარ ანდიურს კუბილიუსს, რომლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პარტიაში ოფიციალური თანამდებობა სანქციებისგან ვერ დაიცავს. ვოლსკის შეფასებით, „ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა კუბილიუსებში გარკვეულ ისტერიკას იწვევს“. მისივე […]
შსს ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე აქციაზე – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან შსს-ს თანამშრომლები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები. მათივე ცნობით, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, […]
პოლონეთის საელჩო სოციალურ ქსელში, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და თან იმ ფოტოს ურთავს, სადაც სამების ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატზე, სტალინიცაა გამოსახული

პოლონეთის საელჩო საქართველოში, სოციალურ ქსელში, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და თან იმ ფოტოს ურთავს, სადაც სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატზე, იოსებ სტალინიცაა გამოსახული. ამის შესახებ განცხადებას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ – 1,8 მილიონი. აქედან 150 ათასი […]
ნატა ფერაძის სახლთან ხმაურია – მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის გამო, ადგილზე საპროტესტო აქცია იმართება

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან ხმაურია. ადგილზე, სავარაუდოდ, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ, მიზეზი კი სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალაა. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. აქციის მონაწილეები ნატა ფერაძის სახლთან მიახლოებას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიციელები არ აძლევენ. „გამხეცებულად ყვირიან. „ალტ-ინფოა“. მთელი ეკლესიები თავზე დაგვემხო და იმაზე […]