გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდობის სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და მის განხორციელებაში სააგენტოს როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით კონკრეტულ ხედვებზე ისაუბრა. „შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ […]

იტალიის თავდაცვის მინისტრი – წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმები ახალი ომის დაწყების გარეშე უნდა შეწყდეს

წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმები ახალი ომის დაწყების გარეშე უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა. „ეს უზარმაზარი პრობლემაა, რომელიც სხვა ომების შედეგს წარმოადგენს. მე არ მსურს, რომ მესამე ფრონტი გაიხსნას“, – განაცხადა გვიდო კროსეტომ. კროსეტომ აღნიშნა, რომ წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების შემდეგ აშშ-ის მიერ შექმნილ მრავალეროვნულ საზღვაო მისიას იტალია იმ […]

მათი აზროვნება ვერ გაცდა “ნაციონალური მოძრაობის” მეინსტრიმს და ნარატივს – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის აზროვნება, “ნაციონალური მოძრაობის” მეინსტრიმს და ნარატივის ვერ გაცდა. ქადაგიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიცია არჩევნების შედეგების უსაფუძვლო გაპროტესტებით საზოგადოებას და ქვეყანას არ დაღლის. “მათი აზროვნება ვერ გაცდა “ნაციონალური მოძრაობის” მეინსტრიმს და ნარატივს. აქედან გამომდინარე ხდება, რომ ამომრჩეველი მათში რაიმე […]

გაერო-ს შეფასებით, 2024 წელს ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, უკრაინის 15 მილიონამდე მოქალაქეს დასჭირდება

გაერო-ს შეფასებით, 2024 წელს, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაწევა დასჭირდება 15 მილიონამდე მოქალაქეს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 40%-ია. ამას გარდა, გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ, საზღვარგარეთ გაქცევა აიძულა დაახლოებით 6.5 მილიონამდე უკრაინელს. გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველოს განცხადებით, ახალი წლის პირველმა კვირამ, უკრაინას თავდასხმების ახალი ტალღა მოუტანა, რომელიც წინა წლის 29 დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ორგანიზაცია […]

სემეკში ქალი სტაჟიორების საკონკურსო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და იურიდიულ დეპარტამენტებში, ასევე კომისიასთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, ქალი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. USAID-ის მხარდაჭერით, კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის – „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების […]

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ მოხდა მისი გამოკითხვა” – რას ამბობს ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

კაცს, რომელსაც ცოლის სასტიკად მოკვლას ედავებიან, ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. 30 წლის გიორგი კავლელაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ბრალდებულს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა და მკურნალობას ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს. როგორც გიორგი კავლელაშვილის ადვოკატმა “კურიერს” განუცხადა, ჯერჯერობით მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, არ დაუკითხავთ. “ნაწილობრივ იყო […]

ნატა ფერაძის სახლთან ხმაურია – ადგილზე აქციას “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები მართავენ

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან ხმაურია. ადგილზე “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები აქციას მართავენ, მიზეზი კი სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალაა. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. აქციის მონაწილეები ნატა ფერაძის სახლთან მიახლოებას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიციელები არ აძლევენ. ცოტა ხნის წინ, შსს-მ განცხადებაც გაავრცელა. უწყების ცნობით, სამართალდარღვევის ნებისმიერი […]

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ელექტრონული არჩევნები არ იძლევა გაყალბებაზე სპეკულაციის არანაირ საშუალებას – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ელექტრონული არჩევნები, გაყალბებაზე სპეკულაციის არანაირ საშუალებას არ იძლევა. მისი განმარტებით, რადიკალური ოპოზიციის ადგილი მმართველობაში არ არის, რადგან ამით ქვეყანას დესტაბილიზაციის რეალური საფრთხე დაემუქრება. “განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ელექტრონული არჩევნები არ იძლევა ამ თემაზე [გაყალბებაზე] სპეკულაციის არანაირ საშუალებას. სრულ გარანტიას იძლევა იმისა, რომ არანაირი გაყალბება არ მოხდება. ფაქტია, რომ […]

ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის. გარწმუნებთ არა თუ 5%-იან ნიშნულს, არამედ 40%-იან ნიშნულს გადალახავს გამარჯვების კოალიცია – პაატა მანჯგალაძე

როგორ შეუძლიათ პარტიებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა – ცენტრალური საარჩევნო კომისია სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ცესკო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, საჭირო პროცედურები დროულად განახორციელონ. არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება. პარტიებმა, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკო-ს თავმჯდომარეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57 დღისა. ცესკოს ინსტრუქციის გამოქვეყნების პარალელურად პარტიები […]

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე აქციაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან შსს-ს თანამშრომლები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები. უწყების მათივე ცნობით, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და […]