2023 წელს გერმანიას თავშესაფარი საქართველოს 9399-მა მოქალაქემ სთხოვა და მხოლოდ 0.3% დაკმაყოფილდა

2023 წელს გერმანიას თავშესაფარი საქართველოს 9399-მა მოქალაქემ სთხოვა და მხოლოდ 0.3% დაკმაყოფილდა 2023 წელს გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 9,399-მა მოქალაქემ მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური ავრცელებს. გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით პირველ ადგილზე სირია იმყოფება. 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი 104,561-მა სირიელმა მოითხოვა. მოწინავე ხუთეულში შემდეგ ადგილებს თურქეთი (62,624), ავღანეთი (53,582), […]

მსოფლიო ბანკი სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებისთვის 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს აქვეყნებს

მსოფლიო ბანკი სხვადასხვა რეგიონებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს აქვეყნებს. აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები: 2024 წელს რეგიონში ზრდა სავარაუდოდ 4.5%-მდე შემცირდება, ხოლო 2025 წელს 4.4%-მდე. ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით, რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს ზომიერ 2.4%-ის დონეზე შენარჩუნდება, სანამ 2025 წელს 2.7%-მდე მოიმატებს. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: […]

Wolt+-ის კვირეული იწყება – ექსკლუზიური შეთავაზებები 3 კვირის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი

Wolt+-ის კვირეული იწყება – ექსკლუზიური შეთავაზებები 3 კვირის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი მიტანის სერვისის ერთ-ერთი ლიდერი, ტექნოლოგიური კომპანია ვოლტი იწყებს Wolt+-ის კვირეულს – დაზოგვის გლობალურ კამპანიას, რომელიც Wolt+ წევრებს, თანხის დაზოგვის გარდა, ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. ახალი კამპანია ვოლტის წევრობის პროგრამა Wolt+-ის ორი წლისთავს უკავშირდება, რომლის მომხმარებელი მიტანის სერვისის ნულოვანი საფასურით და სხვა არაერთი ხელსაყრელი […]

ნეპალელი სულიერი ლიდერი “ბუდა ბიჭი” არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში დაკავების შემდეგ, ბორკილებდადებული სულიერი ლიდერი, რამ ბაჰადურ ბომჯანი გამოძიების ცენტრალურ ბიუროში გასამართ პრესკონფერენციაზე მიჰყავთ, 2024 წლის 10 იანვარი ნეპალელი სულიერი ლიდერი, “ბუდა ბიჭის” სახელით ცნობილი რამ ბაჰადურ ბამჯანი არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისა და მისი ბანაკებიდან, სულ მცირე, ოთხი პიროვნების გაუჩინარებაში მონაწილეობის ბრალდებებით დააკავეს. ის ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუში სამშაბათს, 9 იანვარს გვიან ღამით თავისი […]

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო მშენებლობაზე სანქციები გამკაცრდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 11 იანვარს ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე სანქციები მკაცრდება. „მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი და საკანონმდებლო ორგანოს წარვუდგინეთ. პარლამენტის მხარდაჭერითა და თანადგომით, ეს კანონი უკვე მიღებულია და ძალაში შევა 11 იანვრიდან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც ამ ინიციატივას […]

ევროკავშირი გაზაფხულისთვის შეძლებს უკრაინისთვის ერთი მილიონი ჭურვის მიწოდებას

ევროკავშირი, სავარაუდოდ, შეძლებს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და უკრაინას ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს მარტისთვის ან აპრილისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის ხელმძღვანელობის წევრმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა, წერს Politico. ამ მიზნის მისაღწევად მან ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, შეამცირონ იარაღის ექსპორტი სხვა ქვეყნებში და ზეწოლა მოახდინონ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, რათა გაზარდონ საბრძოლო მასალის შიდა წარმოება. შარშან მარტში ბრიუსელმა განაცხადა, რომ კიევს […]

“ჩავიბარებ თუ არა “ნაპოლის”? ეს მხოლოდ დროის ამბავია” – კანავარო

ვეტერანმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ Tuttosport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთ დღეს “ნაპოლის” აუცილებლად ჩაიბარებს. “ჩავიბარებ თუ არა “ნაპოლის”? ეს მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა “პარტენოპეიდან” ჯერ არავინ დამკავშირებია”, – განაცხადა კანავარომ. შეგახსენებთ, კანავარო ბოლოს “ბენევენტოს” წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი ჩინეთის ნაკრებს, “გუანგჟოუს”, “ალ ნასრსა” და “ალ აჰლის” თავკაცობდა.

ბექა დავითულიანი ანდრიუს კუბილიუსზე – ჭარმაგი ასაკის ევროპარლამენტარი ლევან ხაბეიშვილს დაემსგავსა – ამ ასაკის კაცმა რატომ უნდა ჩაიგდოს თავი ხაბეიშვილის მდგომარეობაში, ვერ ვხვდები

ჭარმაგი ასაკის ევროპარლამენტარი ლევან ხაბეიშვილს დაემსგავსა – ამ ასაკის კაცმა, რომელიც ევროპარლამენტარია, რატომ უნდა ჩაიგდოს თავი ხაბეიშვილის მდგომარეობაში, ვერ ვხვდები, თუმცა ეს მისი პრობლემაა, – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილს პარტიაში თანამდებობის დაკავება სანქციებისგან ვერ დაიცავს. როგორც დავითულიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, „მას და ლევანს ერთნაირი ოცნებები აქვთ, იოცნებონ […]

თინა ბოკუჩავა – სტალინის გამოსახულების ხილვა საკათედრო ტაძარში მიუღებელია – „ალტ ინფო“ არის ხელისუფლების სატელიტი და ატარებს ხელისუფლების პოლიტიკას

ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის „ალტ ინფო“, თავისუფლად და დაუსჯელად ოპერირებენ, რადგან ისინი არიან ხელისუფლების სატელიტი და ატარებენ ხელისუფლების პოლიტიკას,- ამის შესახებ პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე „ალტ ინფოს“ აქციას, სადაც იოსებ სტალინის გამოსახულებით სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატზე საღებავის შესხმას აპროტესტებენ. ბოკუჩავას თქმით, სტალინის გამოსახულების […]

თბილისის მერია – დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება

დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება. დედაქალაქის მერიის ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს. „თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 […]