GWP-ის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia ამერიკის ბაზარზე შედის

Gwp-ის მფლობელი, წყალმომარაგების ესპანური კომპანია Aqualia აშშ-ს სიდიდით მეორე შტატში, ტეხასში იწყებს ოპერირებას. Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები FCC (51%) და IFM (49%) არიან. Aqualia 2023 წელს საუკეთესო წყალმომარაგების კომპანიად დასახელდა, რომელიც წყალმომარაგების დარგში ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში – მეცხრე ადგილზეა და 43 მილიონ ადამიანზე მეტს ემსახურება 18 […]
სემეკში ქალი სტაჟიორების საკონკურსო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და იურიდიულ დეპარტამენტებში, ასევე კომისიასთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, ქალი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. USAID-ის მხარდაჭერით, კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის – „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების […]
„საინტერესო კონსულტაციები გვაქვს იმისათვის, რომ ჯანდაცვის სექტორში ჯიბიდან გადახდები შემცირდეს “ – დევი ხეჩინაშვილი

საინტერესო კონსულტაციები გვაქვს იმ მიმართულებით, რომ ჯანდაცვის სექტორში ჯიბიდან გადახდები შემცირდეს და სამედიცინო სერვისების ანაზღაურების სამი მოდელი – საყოველთაო, დაზღვევა და ჯიბიდან გადახდები – დალაგდეს. ამ შინაარსის განცხადება სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბარში გააკეთა. მისი თქმით, არის საუბრები იმაზეც, რომ უნდა იყოს სტანდარტული მინიმალური პაკეტი როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე კერძო […]
არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი! – პაატა იმნაძე

ანტიბიოტიკი სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის, ის ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი! – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან განმარტა, თუ მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს მკურნალობაში ექიმი უნდა ჩაერიოს. „როგორც კორონავირუსის დროს, […]
კონტემ დე ლაურენტისს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აცნობა

გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტემ “ნაპოლის” ჩაბარებაზე უარი განაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს უკვე აცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას Libero ავრცელებს. წყაროს ცნობით, “პარტენოპეი” კონტეს 3-წლიან კონტრაქტსა და ანაზღაურების სახით ყოვეწლიურად 8 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა აურელიომ 54 წლის სპეციალისტის დარწმუნება მაინც ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში […]
თეონა ჭალიძე – უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტერიუმები ბუნდოვანია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის განცხადებით, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტერიუმები ბუნდოვანია. მისივე თქმით, სახელმწიფოს უსახლკაროთა ერთიანი ბაზა არ აქვს, შესაბამისად, ნებისმიერი პროექტი, რაც ამ მიმართულებით განხორციელდება, ფრაგმენტული იქნება და არა სისტემური, რაც მის ეფექტიანობაზე აისახება. „მხოლოდ მრავალშვილიანებზე აქცენტი არ არის სწორი, რადგან შესაძლოა ორი შვილი მარტოხელა დედა უფრო მძიმე მდგომარეობაში იყოს, […]
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქუჩის N 47-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც დღეს, 10 იანვარს 16:00 საათიდან, 11 იანვრის დილის 04:00 საათამდე ნაძალადევის რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება. „დღეს, 10 იანვარს, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქუჩის N 47-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური […]
იაგო ხვიჩია – ნატა ფერაძეს რომ არ ვიცნობდე, მეგონებოდა, რომ ეს ქმედება იყო ხელისუფლების პროვოკაცია, რადგან ყველაფერი რაც ხდება, ხელისუფლების სასარგებლოა

ნატა ფერაძეს რომ არ ვიცნობდე, ერთი შეხედვით, მეგონებოდა, რომ ეს ქმედება იყო ხელისუფლების პროვოკაცია, რადგან ყველაფერი რაც ხდება, ხელისუფლების სასარგებლოა, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც სტალინის გამოსახულებით სამების საკათედრო ტაძარში არსებულ ხატზე საღებავის შესხმას და ნატა ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, პოლიტიკური დისკურსის ნაცვლად, ახლა მიმდინარეობს სტალინის და […]
ცემენტის ბაზარზე დემპინგის ფაქტი არ დადასტურდა – კონკურენციის სააგენტო

შეიძლება ითქვას, რომ არსებული მონაცემების მიხედვით, იკვეთება ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარების ზოგადი დადებითი ტენდენცია, თუმცა არსებობს იმპორტის (როგორც საბოლოო პროდუქტის, ასევე კლინკერის შემთხვევაში) ჩანაცვლების მნიშვნელოვანი არეალი, რომლის მიღწევისთვის საჭირო ადგილობრივი ინდუსტრიის კონკურენტული უპირატესობის გამოვლინებები ამ ეტაპზე სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემებით არ იკვეთება, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო […]
2024 წელს რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაგეგმილი არ არის, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია იგეგმება – ირაკლი ბენდელიანი

2024 წელს რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაგეგმილი არ არის, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია იგეგმება – ირაკლი ბენდელიანი დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, 2024 წელს რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაგეგმილი არ არის, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. […]