HICP-ის მიხედვით, ყველაზე მეტად სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების სერვისი გაძვირდა

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5%-ით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (6.5%), ტრანსპორტი (4,8%), განათლება (3.5%).ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (3,5%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (1,3%). HICP-ის შემცირდა შემდეგ კატეგორიაში: ავეჯი, საოჯახო […]

დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს. თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6878 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9427 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9405 ლარს შეადგენდა. […]

“თუ შეიძინეთ ეს ბუშტები, გთხოვთ, დაგვიბრუნოთ… მასთან ხშირმა კონტაქტმა, შესაძლოა, ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვიოს” – კომპანიამ საშიში ბუშტების გაყიდვა შეწყვიტა

“თუ შეიძინეთ ეს ბუშტები, გთხოვთ, დაგვიბრუნოთ… მასთან ხშირმა კონტაქტმა, შესაძლოა, ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვიოს” – კომპანიამ საშიში ბუშტების გაყიდვა შეწყვიტა ბუშტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ კომპანია „სამი ძმა„ მომხმარებელს აფრთხილებს. კონკრეტული დასახელების ბუშტები მაღაზიამ გაყიდვებიდან ამოიღო, ხოლო უკვე გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნებას სთავაზობს მომხმარებელს. “ძვირფასო მომხმარებელო: კომპანია „სამი ძმა„ ვალდებულებას იღებს გაცნობოთ,რომ ჩვენი […]

ბაგები ქავთარაძის ქუჩას ხიდით და გვირაბით დაუკავშირდება – ტენდერი უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადდეს

ბაგები ქავთარაძის ქუჩას ხიდით და გვირაბით დაუკავშირდება – ტენდერი უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადდეს დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია ახალ საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობას რამდენიმე დღეში დაასრულებს და ტენდერი გამოცხადდება. საუბარია პროექტზე, რომლითაც ბაგები საბურთალოს ხიდის, შემდეგ კი, გვირაბის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მშენებლობა კი, დაწყებიდან […]

მერია: კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება

თბილისის მერიის განცხადებით, მოსული ნალექის გამო, დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო. კერძოდ, უწყება აცხადებს, რომ კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება. გავრცელებულ განცხადებაში მერია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილს სხვა დასახლებებშიც დაყრის. თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – […]

შსს ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს

თბილისში, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე აქციის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ის აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის […]

ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი ალტ-ინფოს წევრები დაიშალნენ

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებმა ტერიტორია 16.00 საათის შემდეგ დატოვეს. მანამდე მათ პოლიციამ მოუწოდა, არ გასცდენოდნენ კანონის ფარგლებს. ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილებს დაშლამდე ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ მიმართა. ზურაბ მახარაძემ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. „არავინ არ თქვას, რომ ახლა ამათ [პოლიციას] მოქმედება არ შეუძლია“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ. პრორუსული ძალადობრივი […]

პოლონეთის საელჩო ხატზე გამოსახული სტალინის ფოტოს აქვეყნებს და საბჭოთა რეპრესიებზე წერს

საქართველოში პოლონეთის საელჩო წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული და რეპრესიებზე წერს. ხატი რამდენიმე თვეა, სამების ტაძარშია – ის ეკლესიას პატრიოტთა ალიანსმა შესწირა. “პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ – 1.8 მილიონი. აქედან 150 ათასი დაიღუპა. მათი უმეტესობა 1939-1941 წლებშია რეპრესირებული, როდესაც სადამსჯელო […]

ციმბირში გადაყვანის შემდეგ პირველად, ალექსეი ნავალნი სასამართლოს დისტანციურად დაესწრო

10 იანვარს რუსეთში ალექსეი ნავალნის სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელსაც ციმბირის რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციმბირის იამალო-ნენეცკის ავტონომიური ოლქის კოლონიიდან პირველად დაესწრო. ნავალნი 3 კვირის განმავლობაში დაკარგული იყო და 25 დეკემბერს მისმა პრესმდივანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ციმბირში გადაიყვანეს. აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ნავალნის საჩივარი, რომ მოსკოვთან ახლოს მდებარე მელეხოვოს ციხის თანამშრომლებმა იზოლატორში უმიზეზოდ გადაყვანისას […]