ანრი ოხანაშვილი – უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს

მმართველი უმრავლესობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა, რომლის ინფორმაციით, კანონპროექტი ახლო მომავალში იქნება ინიცირებული. ოხანაშვილის განმარტებით, გამკაცრებული კანონი შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს. “გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გუშინ მომხდარ ფაქტს, რამაც ჩვენი საზოგადოების […]
სემეკში ქალი სტაჟიორების საკონკურსო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და იურიდიულ დეპარტამენტებში, ასევე კომისიასთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, ქალი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, USAID-ის მხარდაჭერით, კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის – „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების […]
მაჰმუდ აბასი ენტონი ბლინკენს – ღაზა პალესტინის სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია

ღაზა პალესტინის სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა. პალესტინის საინფორმაციო სააგენტოს WAFA-ს ცნობით, მაჰმუდ აბასმა ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პალესტინელების ღაზიდან და დასავლეთ ნაპირიდან გადასახლება არ უნდა მოხდეს. რამალაში გამართულ შეხვედრაზე მაჰმუდ აბასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის მოწვევისკენ მოუწოდა, „რათა ისრაელის მიერ […]
საქართველოში ცემენტი ძირითადად აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოდის – კვლევა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ცემენტის ბაზრის მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბაზარზე დემპინგის ფაქტი არ დადასტურდა. კვლევაში, რომელიც 33 გვერდს მოიცავს, სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლებია მოყვანილი: კერძოდ, 2022 წლის მონაცემების მიხედვით, პორტლანდცემენტის წარმოების მიმართულებით იდენტიფიცირებულია 54 კომპანია, მათ შორის: ხაზგასასმელია, რომ 54 კომპანიიდან 7 ყველაზე დიდი კომპანია, მთლიანი ბრუნვის მიხედვით ბაზრის თითქმის 90%-ს იკავებს, ხოლო […]
უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ლობირების შესახებ

309 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ლობირების შესახებ.15-მა დეპუტატმა კანონპროექტზე მოსაზრების დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. “შესაბამისი კანონის მიღება ევროკომისიის ოთხი რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომლის განხორციელებაც ევროკომისიის გაფართოების შესახებ ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ მარტამდე უნდა დაასრულოს”, – წერს უკრაინული მედია. კანონპროექტით, სხვა საკითხებთან ერთად, განისაზღვრება: ლობირების ტერმინოლოგია; ლობირების სუბიექტების უფლებები და მოვალეობები; გავლენის […]
ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ბლინკენი შეხვდა პალესტინელთა ლიდერს, აბასს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 10 იანვარს ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე შეხვედრა გამართა პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან. ბლინკენმა ისრაელის საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიარა პალესტინელთა დე ფაქტო დედაქალაქ რამალაში ჩასასვლელად, იუწყებიან ჟურნალისტები, რომლებიც ტურნეში მასთან ერთად იმყოფებიან. ერთი დღით ადრე ენტონი ბლინკენმა მოლაპარაკება გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ომის საკითხებში მის კაბინეტთან. მოლაპარაკების საგანი […]
“სააკაშვილი მღერის კიდეც”– გია ვოლსკი

“საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის შეხედულება არის ის, რომ არ შეიძლება პოლიტიკურ თათბირებს ატარებდეს. უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ არ შეიძლება, საავადმყოფოს პირობებში ლუქსში ცხოვრობდეს და ასეთი პირობები ჰქონდეს, სადაც დედასთან და სხვა ახლობლებთან იხდიდეს სასჯელს. ლოგიკურიც არის, რომ ამ თემაზე არის გარკვეული ნეგატიური შეხედულებები. ფაქტია, რომ პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს, მღერის კიდევაც, როდესაც […]
“მომწონს, რომ სტალინის ხატი კიდია სამებაში” – ჩერგოლეიშვილი

ხალხო ამისთვისაა პროპორციული არჩევნები, რომ ნატა ფერაძემ თუ ზიანი მოიტანა, მასთან აფილირებულმა პოლიტიკურმა ძალამ ინერვიულოს (თუ ასეთი არსებობს). რას მაკიაველობთ. მე არ მომწონს სხვისი ქონების დაზიანება პოლიტიკური პროტესტის ნიშნად – არასოდეს და არცერთ ვითარებაში. უფრო მეტიც, მომწონს რომ სტალინის ხატი კიდია სამებაში – მგონია რომ საკუთარ სახელს არქმევს ყველაფერს და იოლი ასახსნელი ხდება ჩვენი გზავნილი […]
“ახლა ჩაიგუბონ წყალი და…” – ბექა დავითულიანი ოპოზიციაზე

“როდესაც ვსაუბრობდით საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, ეს იყო აგერ უკვე წელიწად-ნახევრის წინ მათ ყველამ პირში წყალი ჩაიგუბეს და ამაზე არავინ საუბარი არ დაიწყო. არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე თვე, ახლა ისევ ჩაიგუბონ წყალი და მოემზადონ არჩევნებისთვის ჯობია”
“ა” ლიგა “თბილისი არენაზე” 3 მატჩით და საინტერესოდ დაიწყო

“ა” ლიგის მე-10 გათამაშება დღეს “თბილისი არენაზე” 3 მატჩით დაიწყო. პირველ ტურში ტურნირის მონაწილე ექვსივე გუნდმა ითამაშა. სწორედ ამ გუნდებიდან საუკეთესო მიიღებს სეზონის ბოლოს სუპერლიგის საგზურს, ხოლო ფინალში წაგებულ გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსი საკვალიფიკაციოში ექნება. მიმდინარე “ა” ლიგაში მხოლოდ 1 გუნდია, რომელიც წინა გათამაშებაში მონაწილეობდა. ეს გახლავთ “ასტრალი”; ხოლო დანარჩენები ისინი არიან, რომლებმაც სხვადასხვა […]