“ა” ლიგა “თბილისი არენაზე” 3 მატჩით და საინტერესოდ დაიწყო

“ა” ლიგის მე-10 გათამაშება დღეს “თბილისი არენაზე” 3 მატჩით დაიწყო. პირველ ტურში ტურნირის მონაწილე ექვსივე გუნდმა ითამაშა. სწორედ ამ გუნდებიდან საუკეთესო მიიღებს სეზონის ბოლოს სუპერლიგის საგზურს, ხოლო ფინალში წაგებულ გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსი საკვალიფიკაციოში ექნება. მიმდინარე “ა” ლიგაში მხოლოდ 1 გუნდია, რომელიც წინა გათამაშებაში მონაწილეობდა. ეს გახლავთ “ასტრალი”; ხოლო დანარჩენები ისინი არიან, რომლებმაც სხვადასხვა […]

“გულწრფელად, დე ლაურენტისზე ამას ვფიქრობ” – რა თქვა ფედელემ

“ნაპოლის” ქომაგმა და ფაბიო კანავაროს ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემ L’Infedele-სთან ინტერვიუში “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა. ფედელეს თქმით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს ფეხბურთი კარგად არ ესმის და მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” 4-ეულში მოხვედრა გაუჭირდება. “ჩემი სურვილის საპირისპირო მოსაზრება უნდა დავაფიქსირო, “ნაპოლის” 4-ეულში მოხვედრა გაუჭირდება. ამას ვამბობ, როგორც “ლურჯების” გულშემატკივარი. დე ლაურენტისმა გუნდის გაძლიერებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე […]

“რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის” ოცნება პასუხისმგებლობის გამკაცრებას აპირებს

აქტივისტი ნატა ფერაძის მიერ იოსებ სტალინი გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის შემდეგ, ქართული ოცნება აპირებს, რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაამკაცროს. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნების მაგალითები უკვე შეისწავლეს, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებებს უახლოეს მომავალში დააინიცირებენ. “მართალია, სამებაში მომხდარი ფაქტი, დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოა და […]

დავითულიანი კუბილიუსზე: ჭარმაგი ასაკის ევროპარლამენტარი ლევან ხაბეიშვილს დაემსგავსა

ჭარმაგი ასაკის ევროპარლამენტარი დაემსგავსა ლევან ხაბეიშვილს და რატომ უნდა ჩაიგდოს ამ ასაკის კაცმა, რომელსაც ევროპარლამენტარი ჰქვია, თავი ლევან ხაბეიშვილის მდგომარეობაში, ვერ ვხვდები. თუმცა ეს მისი პრობლემაა. მას და ლევანს ერთნაირი ოცნებები აქვთ – იოცნებონ და იყვნენ.

ანრი ოხანაშვილი – უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს

მმართველი უმრავლესობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა, რომლის ინფორმაციით, კანონპროექტი ახლო მომავალში იქნება ინიცირებული. ოხანაშვილის განმარტებით, გამკაცრებული კანონი შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს. “გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გუშინ მომხდარ ფაქტს, რამაც ჩვენი საზოგადოების […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები UNESCO-UIA-მ არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამების ვალიდაციის საბჭოს წევრად და კომისიის კორესპონდენტად აირჩია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, საქართველოს საინჟინრო აკდემიის და არქიტექტორთა საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გოჩა მიქიაშვილი იუნესკოსა და არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UNESCO-UIA) არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამების ვალიდაციის საბჭოს (Architectural Study Programme Validation Council) წევრად, ხოლო სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის […]

„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ ეგვიპტეში მოლაპარაკებების ახალი ეტაპი გაიმართება

„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ ეგვიპტეში მოლაპარაკებების ახალი ეტაპი გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ეგვიპტურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Associated Press-ის ცნობით, დღეს, ისრაელის დელეგაცია კაიროში ჩავიდა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ახალი შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებს გამართავს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს „ჰამასმა“ მძევლების დაახლოებით ნახევარი გაათავისუფლა.

უკრაინა და ლიეტუვა თავდაცვითი სამხედრო ტექნიკის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და ლიეტუვის რესპუბლიკა შეთანხმდნენ თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებაზე. როგორც უკრაინული მედია წერს, საუბარია დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიებზე. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსში, ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. “დიდი ყურადღება გავამახვილეთ ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე. მადლობელი ვარ თავდაცვის სფეროში მორიგი მხარდაჭერისთვის. საუბარია არა მხოლოდ მხარდაჭერაზე, არამედ ერთობლივი წარმოებისთვის ძალისხმევაზე – კერძოდ, კონტრდრონების ტექნოლოგიებსა და სხვა თავდაცვით […]

X-Men-ის ვარსკვლავი, მსახიობი ადან კანტო 42 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკული სატელევიზიო შოუების – X-men-ისა და Designated Survivor-ის ვარსკვლავი, მექსიკელი მსახიობი ადან კანტო 42 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა, – ამის შესახებ BBC წერს. “ჯერ სიტყვებს ვერ ვპოულობ… მაგრამ ის ყოველთვის ყოველთვის ჩემს გულში იქნება”, – ასე გამოეხმაურა მსახიობის გარდაცვალებას მისი კოლეგა და მეგობარი, ჰოლი ბერი. ადანს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

150 ახალი ფილიალი, ლოგისტიკური ცენტრი, მსხვილი ინვესტიციები – “ნიკორა ტრეიდის” 2024 წლის გეგმები

FMCG (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის) სექტორის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე “ნიკორა” მიმდინარე წელს 150 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს, რაშიც კომპანია 70 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებს. ფილიალების ნაწილი დედაქალაქშიც გაიხსნება, თუმცა კომპანიის მხრიდან უფრო დიდი აქცენტი რეგიონებზე კეთდება. ფილიალების გახსნის გარდა კომპანიის წლევანდელი გეგმები მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც მოიაზრებს. კომპანიის განვითარების სტრატეგიაზე “ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელი დირექტორი, თემურ […]