„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქუჩის N 47-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც დღეს, 10 იანვარს 16:00 საათიდან, 11 იანვრის დილის 04:00 საათამდე ნაძალადევის რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება. „დღეს, 10 იანვარს, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქუჩის N 47-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური […]
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის – „ოცნება” კანონს ამკაცრებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გუშინ მომხდარმა ფაქტმა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია. მისივე თქმით, ყოვლად მიუღებელია საზოგადოებისთვის სასულიერო მნიშვნელობის მქონე ადგილას, ეკლესიაში, ასეთი არაქრისტიანული ქცევა და, ზოგადად, ნებისმიერი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების სერიოზულ და რეალურ საფუძველს ქმნის. „ამას […]
2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის ანგარიშის – გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები – თანახმად, მიმდინარე ათწლეული გარდამტეხი უნდა ყოფილიყო განვითარების მიმართულებით, თუმცა, პროგნოზების მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს – გლობალური მშპ-ს ზრდის ტემპი ამ ათწლეულის პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში. ერთის მხრივ, გლობალური ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება ვიდრე ერთი წლის წინ: რეცესიის რისკი […]
ცემენტის ბაზარზე დემპინგის ფაქტი არ დადასტურდა – კონკურენციის სააგენტო

ცემენტის ბაზარზე დემპინგის ფაქტი არ დადასტურდა – კონკურენციის სააგენტო შეიძლება ითქვას, რომ არსებული მონაცემების მიხედვით, იკვეთება ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარების ზოგადი დადებითი ტენდენცია, თუმცა არსებობს იმპორტის (როგორც საბოლოო პროდუქტის, ასევე კლინკერის შემთხვევაში) ჩანაცვლების მნიშვნელოვანი არეალი, რომლის მიღწევისთვის საჭირო ადგილობრივი ინდუსტრიის კონკურენტული უპირატესობის გამოვლინებები ამ ეტაპზე სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემებით არ იკვეთება, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 11 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და დანელიას ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, კუკური ჭოხონელიძის, თამაზ გამყრელიძის, რომის, კოლხეთის, უზნაძის, კოტე და […]
ძებნილი ამერიკელი, რომელმაც სასჯელის ასარიდებლად სიკვდილი გაითამაშა, ციხეში გადაიყვანეს

ძებნილი ამერიკელი, ნიკოლას როსის სახელით ცნობილი დამნაშავე, რომელმაც გაუპატიურების ბრალდებაზე სასჯელის ასაცილებლად საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და ქვეყნიდან გაიქცა, იუტას ციხეში გადაიყვანეს. ის აშშ-ს შოტლანდიამ გასულ კვირას გადასცა. პროკურორების თქმით, როსმა, რომლის იურიდიული სახელიც ნიკოლას ალახვერდიანია, 2008 წელს ორემში, იუტას შტატში 21 წლის ქალი გააუპატიურა. დანაშაულის ჩადენაში მასზე ეჭვი მხოლოდ ათწლეულის შემდეგ, დნმ-ის ნიმუშზე ლაბორატორიული კვლევის […]
აშშ-მ და 40-მდე პარტნიორმა ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემა დაგმეს

აშშ-მ და პარტნიორმა სახელმწიფოებმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემა დაგმეს. აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა, რომლებიც ოკუპანტებმა 30 დეკემბერსა და 2 იანვარს უკრაინის დაბომბვისას გამოიყენეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელა აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა, ავსტრალიამ, გერმანიამ, კანადამ და კიდევ 40-მდე პარტნიორმა სახელმწიფომ. “ღრმად შეწუხებულები ვართ უსაფრთხოებისთვის იმ შედეგებზე, რაც ამ […]
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 10 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.01 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.22 თეთრით. 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6879 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9427 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი – 3 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.95 ლარად.
რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის „ოცნება“ კანონის გამკაცრებას აანონსებს

რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის „ქართული ოცნება“ კანონის გამკაცრებას აანონსებს. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დღეს, 10 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ არ დაუშვან რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივება. ოხანაშვილმა სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის, სავარაუდოდ, საღებავის შესხმაზეც ისაუბრა და მას „ანტიეკლესიური და პროვოკაციული […]
თბილისში მოსული ნალექის გამო გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო – მერია

თბილისში გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის განცხადებით, დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება. მათივე ცნობით, „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს. თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლითა დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 […]