რომან გოცირიძე უმრავლესობაზე – ესენი ალილო ფარისევლები არიან, ვითომ რელიგიასა და რწმენას იცავენ – მათი რელიგია და რწმენა ფული და ძალაუფლებაა

ესენი ალილო ფარისევლები არიან, ვითომ რელიგიასა და რწმენას იცავენ – მათი რელიგია და რწმენა ფული და ძალაუფლებაა, რასაც ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს! – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, რომლის განცხადებით, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა გამკაცრდება. გოცირიძის შეფასებით, “ქართულ ოცნებას“ ღმერთი და რელიგია მხოლოდ რიტუალურად ახსენდება“. […]
“ლაბორატორიულმა კვლევებმა პროდუქტის უვნებლობა უარყო” – “სამი ძმა” გაყიდული ბუშტებს უკან დაბრუნებას ითხოვს

სადღესასწაულო დეკორაციების რეალიზატორი კომპანია “სამი ძმა” განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომპანიის მიერ იმპორტული და რეალიზებული პროდუქცია, კერძოდ სადღესასწაულო ბუშტები, ჯანმრთელობისათვის სახიფათო აღმოჩნდა და რეალიზაცია შეწყვიტა. კომპანია გაყიდულ პროდუქტს უკან დაბრუნებას ითხოვს. “ძვირფასო მომხმარებლებო. კომპანია „სამი ძმა“ ვალდებულებას იღებს გაცნობოთ,რომ ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, […]
საქართველოში ბინების მოკლევადიანი გაქირავების სერვისზე მოთხოვნა შემცირდა, დაცემულია გაქირავების ფასიც – Wehost

Airbnb -ზე აქტიური განცხადებების რაოდენობა იზრდება. ამ დროისათვის ბინების გაქირავების საიტზე საქართველოდან 50 ათასამდე აქტიური განცხადებაა, მათ შორის 18 ათასამდე აქტიური განცხადებაა თბილისიდან, ხოლო 20 000-მდე ბათუმიდან. საქართველოში Airbnb-ის მენეჯმენტი კომპანია Wehost-ის დამფუძნებლის განცხადებით, განცხადებების ზრდას სერვისზე არა მაღალი მოთხოვნა, არამედ ბაზარზე შეცვლილი ტენდენცია განაპირობებს. კერძოდ, როგორც ნიკა ანჯაფარიძე „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განმარტავს, თუ რუსეთ-უკრაინის […]
სადაზღვევო ინდუსტრიისთვის “ესტონური მოდელი” ამოქმედდა – რას ელის ბიზნესი?

სადაზღვევო სექტორში დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა. “ესტონური მოდელით”, სადაზღვევო კომპანიებს განაწილებული მოგების გადასახადი 20%–დან 15%-მდე შეუმცირდებათ, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კი კომპანია ამ გადასახადისაგან გათავისუფლდება. სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ყოველწლიური მოგების გათვალისწინებით, ეს ქვეყანაში სადაზღვევო სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
საქართველოს მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა აშშ-ში – განაცხადების მიღება დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მასწავლებლებისთვის ფულბრაიტის დახელოვნების პროგრამას აცხადებს. მონაწილეობის მიღება საშუალო სკოლის სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებს შეუძლიათ, რომლებიც თავისუფლად ფლობენ ინგლისურს. მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 2024 წლის 18 თებერვალია. პროგრამა განკუთვნილია საშუალო სკოლაში ინგლისურის, მათემატიკის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სხვა უცხო ენებისა და სოციალურ მეცნიერებათა პედაგოგებისთვის, მათ შორის, სპეც.მასწავლებლებისთვის ამ საგნებში, […]
“თეთრ სახლში არავინ იცოდა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანს კიბო ჰქონდა” – ლოიდ ოსტინის გაუხმაურებელი დიაგნოზი

აშშ-ის თავდაცვის მდივანს, 70 წლის ლოიდ ოსტინს დეკემბერში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, – წერს BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით. ოსტინს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ, ჰოსპიტალიზაციამდე, არცერთი მაღალჩინოსნისთვის არ უთქვამს საკუთარი დიაგნოზის შესახებ. ამის გამო, თავდაცვის მდივანმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო, რომ საზოგადოება სათანადოდ იყო ინფორმირებული. სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო, 1-ელ იანვარს […]
სპეცოპერაცია პოლონეთში | პრეზიდენტის სასახლეში შს ყოფილი მინისტრი და მისი ყოფილი მოადგილე დააპატიმრეს

სპეცოპერაცია პოლონეთში | პრეზიდენტის სასახლეში შს ყოფილი მინისტრი და მისი ყოფილი მოადგილე დააპატიმრეს სპეცოპერაცია პოლონეთის დედაქალაქში – სამართალდამცავებმა პრეზიდენტის სასახლეში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი დააპატიმრეს. ისინი უწყებას 2019-2023 წლებში ხელმძღვანელობდნენ. ორივე პრეზიდენტ ანჯეი დუდას პოლიტიკური მოკავშირეა. ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების მომენტში პოლონეთის პრეზიდენტი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ტიხანოვსკაიას […]
“ვისურვებდი, უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან… საჭიროა შეხსენება, რა პრევენციული აქტივობები უნდა იყოს დაცული, როცა ვირუსები აქტიურდება” | ამირან გამყრელიძე

“ვისურვებდი, უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან… საჭიროა შეხსენება, რა პრევენციული აქტივობები უნდა იყოს დაცული, როცა ვირუსები აქტიურდება” | ამირან გამყრელიძე “ვისურვებდი, უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან… საჭიროა შეხსენება, რა პრევენციული აქტივობები უნდა იყოს დაცული, როცა ვირუსები აქტიურდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე “მთავარ არხთან” საუბრობს. ის ჯანდაცვის სამინისტროსა და […]
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მიწის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა შეზღუდულია | გზების დეპარტამენტი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მიწის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა შეზღუდულია | გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. დეპარტამენტის განცხადებითვე, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 იანვარს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ხეკორძი, ნიჩბისი, ხეკორძულა და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბაზალეთი, ჩირდილეელიანთკარი, ჩუგუნიაანი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.