რელიგიის სააგენტოსა და ინტერრელიგიური სათათბიროს წარმომადგენლები რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ

ინტერრელიგიური სათათბიროს წევრი რელიგიური ორგანიზაციებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები რუსთავის მეხუთე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანი მსჯავრდებულთათვის შობა-ახალი წლის მილოცვა იყო. „დამსწრე საზოგადოებას, რელიგიის სააგენტოს სახელით, შობა-ახალი წელი მიულოცა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა ნინო ჭავჭავაძემ და წარუდგინა ინტერრელიგიური […]
ფინეთი ჯერ არ აპირებს რუსეთთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნას

ფინეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რუსეთის საზღვარზე კვლავაც დახურული ჰქონდეს ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ამის შესახებ ფინეთის მედია იტყობინება სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. ამ საკითხზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაცხადებენ. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა განაცხადა, რომ მთავრობაში არ არის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა, ვინაიდან არ ჩანს არავითარი ნიშანი, რომ რუსეთმა რაიმენაირად შეცვალა საზღვრების მიმართ თავისი პოლიტიკა. […]
წყალი პლასტმასას ბოთლებში უფრო საშიშია, ვიდრე აქამდე გეგონათ – Bloomberg

მეცნიერებმა პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმულ წყალში ნანოპლასტმასას მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს, რომელსაც შეუძლია უჯრედებსა და სისხლში შეღწევა და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამის შესახებ Bloomberg-ი ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში Proceedings of the National Academy of Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს. სააგენტო წერს, რომ წყალი 1-ლიტრიან პლასტმასას ბოთლში შეიძლება შეიცავდეს 240 000 პლასტმასის ნაწილაკს, რაც 100-ჯერ მეტია იმ მაჩვენებელზე, […]
ოცნება რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონის გამკაცრებას გეგმავს

ქართული ოცნება საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამკაცრდეს. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა. “გვსურს, გუშინ, სამების ტაძარში მომხდარ ფაქტს გამოვეხმაუროთ, რამაც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ეკლესიაში ასეთი არაქრისტიანული ქცევა და ზოგადად, ნებისმიერი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი ქმედება, […]
ერაყიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გაყვანაზე მოლაპარაკებები დაიწყება – ერაყის პრემიერი

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ერაყს სურს, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ქვეყანა სწრაფად და გეგმაზომიერად დატოვონ, თუმცა, ჯერჯერობით ქვეყნიდან გასვლისთვის საბოლოო ვადა არ არის დაწესებული. ერაყის პრემიერმინისტრის მუჰამედ შია ალ-სუდანის თქმით, ქვეყანაში ამერიკის ყოფნა დესტაბილიზაციას იწვევს. ამერიკის მიმართ ერაყის დატოვებისკენ მოწოდებები მას შემდეგ გახშირდა, რაც აშშ-მ ირანთან დაკავშირებულ დაჯგუფებებზე საჰაერო იერიშები მიიტანა. ერთ-ერთი იერიშის დროს აშშ-მ სამხედრო ლიდერი […]
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის გაერთიანების ცენტრის შექმნაზე – როგორ შეიძლება გაერთიანება ცენტრის გარშემო, როცა ასეთი სიმძიმის ცენტრი არ აქვთ?

“ოპოზიციის პრობლემა არის ერთ მნიშვნელოვან საკითხში. ისინი ამბობენ, რომ უნდა გაერთიანდნენ ცენტრის გარშემო, მაგრამ არ აქვთ ცენტრი,” – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმითაც, საჭიროა ოპოზიციის გაერთიანებების ცენტრის შექმნა, რაც იქნება “ქართულ ოცნების” დამარცხების ფორმულა. ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის ეს განცხადებები განწირულია. “როგორ შეიძლება გაერთიანება ცენტრის […]
“ქართული ოცნება” რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს

“ქართული ოცნება” რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. პარლამენტში განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა, რომლის ინფორმაციით, კანონპროექტს ახლო მომავალში დააინიცირებენ. ოხანაშვილის განმარტებით, გამკაცრებული კანონი შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე – სხვა რელიგიურ ნაგებობებს. კანონპროექტის ინიციირებამდე მმართველი გუნდი ამ მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკის შესწავლას გეგმავს. “მართალია, სამებაში მომხდარი ფაქტი […]
“ეს არის ლინჩის წესის დანერგვა… ამჯერად პატრულმა ძალიან კარგად იმუშავა” – ნატა ფერაძე თავის სახლთან გამართულ აქციაზე

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე თავის საცხოვრებელ სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, შეკრებილები დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ და მართულები იყვნენ. ნატა ფერაძის შეფასებითვე, პოლიციამ მისი უსაფრთხოება უზრუნველყო და აქციის მონაწილეებს სახლში შეღწევის შესაძლებლობა არ მისცა. “ეს არ არის ნორმალური, ეს არის ცუდი სიზმარივით, ლინჩის წესის დანერგვა. ეს ხალხი ამას თავისით ვერ მოიფიქრებდა, ესაა ბინძური და […]
უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი დავამტკიცეთ, მოვამზადებთ უკრაინელ სამხედროებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის მრეწველობაში – გიტანას ნაუსედა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა. ზელენსკი ლატვიასა და ესტონეთშიც გაემგზავრება. ვილნიუსში ის ლიეტუვის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სეიმის სპიკერს, ასევე პოლიტიკური ძალების, მედიისა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს ხვდება. განსახილველ საკითხებს შორისაა უსაფრთხოება, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა და ევროპული მხარდაჭერის კოორდინაცია. ლიეტუვის პრეზიდენტმა, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა. „ჩვენ დავამტკიცეთ უკრაინისთვის […]
“ამ კამპანიის მიზანი ადამიანებს შორის შუღლის დათესვაა” – რატომ არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილი “ოცნების” ინიციატივას რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონის გამკაცრების შესახებ

ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება “ქართული ოცნების” ინიციატივას, რომლის თანახმადაც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობა გამკაცრდება. პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივის მიზანი საზოგადოებაში შუღლის დათესვაა. “ერთი ადამიანის, კერძო პირის ქმედებაზე საპასუხოდ ხელისუფლება აანონსებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის დეტალებზე თავადაც ვერ საუბრობს, რაც კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აჩვენებს […]