სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე – “ალიას” ექსკლუზივი

ალია ექსკლუზიურად გიამბობთ სკანდალურ სასამართლო პროცესზე და სიმართლე გითხრათ, იმდენად გამაოგნებელია ფაქტები, რასაც გავეცანი, რომ მუშაობის პროცესში ჯერ საკუთარი ძალებით ვეძებე მსგავსი პრეცედენტი, შემდეგ კი, არაერთ უფლებადამცველს მივმართე კითხვით, ხომ ვერ გაიხსენებდნენ ქართული სასამართლო რეალობიდან მსგავს საქმეს – ვერავინ გაიხსენა, პასუხები კი თითქმის მსგავსი იყო: – „წარმოუდგენელია“; „სიგიჟეა“; „ეს ნამდვილად მოხდა?“ ეს უპრეცედენტო და უპრეცედენტოდ […]

ევროკავშირი შეასრულებს გეგმა და უკრაინას 1 მილიონ ჭურვს მიაწოდებს – ევროკომისარი

ევროკავშირი შეძლებს შეასრულოს დასახული გეგმა და უკრაინას გაზაფხულისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისარმა ტიერი ბრენტონმა გააკეთა. როგორც ის ამბობს, ამ მიზნის შესასრულებლად ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა შეამცირონ იარაღის ექსპორტი სხვა ქვეყნებში და მოახდინონ ზეწოლა სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაზე. 2023 წლის მარტში ოფიციალურმა ბრიუსელმა განაცხადა, რომ ერთი წლის ვადაში კიევს ერთ მილიონ საარტილერიო ჭურვს […]

“ერთი არაპროფესიონალია, მეორემ კი არ იცის, სად რა თქვას” – როგორ ეხმაურებიან “ნაპოლის” ქომაგები ოსიმენისა და ჯუღელის დაპირისპირებას

მოგეხსენებათ, მამუკა ჯუღელის ინტერვიუს შემდეგ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა ვიქტორ ოსიმენის მომავლის შესახებ ისაუბრა, ნიგერიელი ფეხბურთელისა და მისი წარმომადგენლის გაღიზიანება გამოიწვია. “ნაპოლის” შემტევმა ჯუღელს სამარცხვინო უწოდა და მასზე საუბარი აუკრძალა. აღნიშნულ ფაქტს, პლატფორმა “ტვიტერზე” “ნაპოლის” ქომაგები ეხმიანებიან, გთავაზობთ მათ კომენტარებს: “ღმერთო ჩემო, წელი საშინლად დაიწყო. ერთი მუდმივად ამტკიცებს, რომ არაპროფესიონალია, ხვიჩას აგენტმა კი არ იცის, […]

ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს

„სტუმრად შეიძლება ნებისმიერ გუნდთან დიდი სხვაობით დავმარცხდეთ, მაგრამ საშინაო თამაშებში ყველაფერი იცვლება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წაგება ყველას დაუშვებლად მიაჩნია და განსაკუთრებული აგრესიით და მონდომებით ვთამაშობთ“ – ამბობს ვეტერანი “ბორჯღალოსანი” ლევან ჩილაჩავა, რომელიც “კასტრში” მეოთხე სეზონს ატარებს. “კასტრი” 13 იანვარს „პიერ ფაბრიზე“ ‘შავ ლომს’ მასპინძლობს. ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრა ჩვენი დროით 19:15 საათზე დაიწყება და […]

შსს ფერაძის სახლთან შეკრებილებს მოუწოდებს, “არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს”

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილ მოძალადე და პრორუსული ალტ-ინფოს წევრებს მოუწოდებს, “კანონით დადგენილ ნორმებს” არ გასცდნენ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის […]

შენგენის ზონის სხვა ქვეყნებთან ერთად, კოსოვოს პასპორტს უკვე ესპანეთიც აღიარებს

„კოსოვოს რესპუბლიკის პასპორტს, ახლა უკვე აღიარებს ესპანეთიც. ასე რომ, ახლა უკვე შეგვიძლია, ამ ქვეყანაში, ვიზის გარეშე ვიმოგზაუროთ“, – ასე გამოეხმაურა კოსოვოს ვიცე-პრემიერი ესპანეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს კოსოვოს პასპორტი. ამ ნაბიჯს, ხუთი დღით, წინ უსწრებდა კოსოვოს მოქალაქეებისთვის, შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მოგზაურობის უფლების მინიჭება. მადრიდს, მიღებული გადაწყვეტილებისთვის, მადლობა გადაუხადა კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც. შენგენის ზონაში, კოსოვოს მოქალაქეების […]

ნიკი ჰეილი და რონ დესანტისი ერთმანეთის პირისპირ – ბოლო დებატები პირველ პრაიმერამდე

რონ დესანტისი და ნიკი ჰეილი, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის იბრძვიან, ოთხშაბათს დებატებში ერთმანეთს უშუალოდ დაუპირისპირდებიან. ორივე მათგანი ცდილობს პარტიის ნომინაცია მოიპოვოს და ამისთვის თავი შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკაფიო ალტერნატივად წარმოაჩინოს. აიოვის შტატში პარტიული კენჭისყრის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, სხვა თანაპარტიელებთან შედარებით […]

შტორმები, უხვი ნალექი და ტორნადოები – ამერიკის რამდენიმე შტატში რთული მეტეოროლოგიური პირობებია

ზამთრის შტორმს ამერიკის რამდენიმე შტატი ერთდოულად ებრძვის. უამინდობა გასული კვირის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ძლიერი თოვა, წვიმა, ქარი და ტორნადოები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსალეთ რეგიონებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში თოვა გაგრძელდება. ზამთრის შტორმმა მნიშვნელოვანი ზიანი უკვე მიაყენა ამერიკის რამდენიმე შტატს. ალაბამაში, ჩრდილოეთ კაროლინასა […]

უამინდობის გამო უკრაინის 1 000-ზე მეტი ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

უკრაინის ენერგომომსახურების ოპერატორის განცხადებით, ზამთრის რთული ამინდების გამო, ქვეყნის 1 000-ზე მეტ ქალაქსა და სოფელს ელექტროენერგია აღარ მიეწოდებოდა. 9 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, საუბარია უკრაინის 9 რაიონზე. “უკრენერგომ” მოუწოდა მოსახლეობას, მაქსიმალურად დაზოგონ ენერგია, რადგან უკრაინის ენერგეტიკული სისტემა დასუსტებულია რუსეთის იერიშების გამო და ისედაც შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს. ამ კვირაში ელექტროენერგიის მოხმარებამ პიკს მიაღწია, რადგან ქვეყნის ბევრ […]

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, მიმდინარეობს გზის გაწმენდა. “ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს […]