ლიეტუვა უკრაინას 200 მლნ ევროს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

ლიეტუვა უკრაინას 200 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „იანვარში კვლავ გავუგზავნით უკრაინას ამუნიციას, გენერატორებსა და დეტონაციის სისტემებს, თებერვალში კი М5777 ჯავშანტრანსპორტიორებს,“ დააზუსტა ნაუსედამ. გარდა ამისა, მან თქვა, რომ ლიეტუვას გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელო უკრაინელი სამხედროების თავისთან მომზადება და […]
ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 19.5%-ით შემცირდა, ხოლო ბუნებრივი აირის 4.6%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 19.5%-ით შემცირდა (974-დან 783 მლნ დოლარამდე), ხოლო ბუნებრივი აირის 4.6%-ით გაიზარდა (354-დან 370 მლნ დოლარამდე). ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში აქვეყნებს. საქართველოში ბენზინის და დიზელის იმპორტის ღირებულება 19.5%-ით შემცირდა 2023 წლის 11 თვეში, რაც გამოიწვია შედარებით იაფიანი საიმპორტო ბაზრების ათვისებამ. ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება კი 4.6%-ით გაიზარდა 2023 წლის 11 თვეში, […]
„გრიპი ვისაც აქვს, მან ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ“ – თენგიზ ცერცვაძე

„გრიპი ვისაც აქვს, მან ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ ატაროს პირბადე. გრიპიანი უნდა დარჩეს სახლში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენა და ოთახის განიავება“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „კურიერთან“ სეზონურ ვირუსებსა და სიმპტომებზე საუბრის დროს განაცხადა. როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები ბავშვები […]
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, მიმდინარეობს გზის გაწმენდა. “ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში […]
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა, ნაწილობრივ შეზღუდულია მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. “ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა”. – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
რიკოთის გვირაბთან მიწის მასა ჩამოვიდა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთის გვირაბთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე (ხევი-ხუნევის მონაკვეთი) მიწის მასა ჩამოვიდა. უწყების ცნობით, ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. გზების დეპარტამენტის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ესპანეთში საავადმყოფოებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

ესპანეთის მთავრობამ საავადმყოფოებსა და სამედიცინო დაწესებულებებში პირბადის სავალდებულო ტარება დააწესა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ქვეყანაში ახალი წესი დღეიდან ამოქმედდა. ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გრიპის, COVID-19-ისა და სხვა რესპირატორული დაავადებების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო გადადგა. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მონიკა გარსიამ აღნიშნა, რომ ეს იყო „ეფექტური, საღი აზრი“. მან დასძინა, რომ ეს დაიცავს როგორც პაციენტებს, ასევე ჯანდაცვის […]
იანვარში მცხეთა-თბილისს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს

2024 წლის იანვრიდან, მცხეთის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ერთი თვის განმავლობაში უფასოდ ემსახურება – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში შემდეგი მიმართულებებით განახორციელებს გადაადგილებას: N1 მარშრუტი, ნარეკვავიდან არმაზის და არმაზიდან ნარეკვავის მიმართულებით. N2 მარშრუტი, მცხეთიდან თბილისისკენ ნარეკვავის დასახლებიდან გავა და თბილისში, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებთან დასრულდება. […]
“პუტინი არ გაჩერდება, სანამ მას ყველა ერთად არ დავასრულებთ” | ზელენსკი

“პუტინი არ გაჩერდება, სანამ მას ყველა ერთად არ დავასრულებთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტზე ვლადიმირ პუტინზე განაცხადა. “[პუტინს] ჩვენი მთლიანად ოკუპირება სურს. ხანდახან პარტნიორების გაუბედაობა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების, სწრაფი რეაგირების მხრივ, რუსეთის ფედერაციას გამბედაობასა და ძალებს მატებს. რუსეთის პრეზიდენტი, ვიდრე უკრაინას არ დაანგრევს, არ დამშვიდდება. უკრაინის […]
“თუ ხატების და ეკლესიების დარდი გაქვთ, გადით და ფრესკები, მართლა ჩვენი მემკვიდრეობა დაიცავით, რას დასდევთ მაგ ჯალათ სტალინს” – რეხვიაშვილი

ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი: მართლა გეკითხებით თქვენ, ვინც დღეს ჯალათი სტალინის რაღაც სამარცხვინო ნახატის “შეურაცხყოფაზე” ღმუით: თუ გაგიპროტესტებიათ რუსების მიერ ქართული ეკლესიების გადათეთრება, ფრესკების გადადღაბვნა, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიაში ფრესკების მიზანმიმართული განადგურება? თუ იცით, რომ უნიკალური ფრესკების განადგურების პროცესი, უკვე წლებია, შეუქცევადად მიმდინარეობს გელათში და ხელისუფლებას, რომელმაც დღეს სტალინის “ხატისთვის” მოიცალა, მართლა უნიკალური ფრესკების გაპარტახება არ ანაღვლებს? […]