ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმეზე ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კადრები, სადაც პირი სასტიკად უსწორდება ძაღლს. გამოძიების ინფორმაციით, 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის […]

შოთა არველაძის გუნდმა ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა

თურქეთის სუპერლიგის მე-19 ტურში შოთა არველაძის “ფატიჰ კარაგუმრუკმა” საკუთარ მოედანზე “კაისერისპორი” 4:1 დაამარცხა. ჰეთ-თრიკი 32 წლის შვედმა ნახევარმცველმა მარკუს როდენმა შეასრულა, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე აქამდე 17 მატჩში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი. ის გასულ სეზონში „ფროზინონეს“ ღირსებას იცავდა. მეოთხე გოლი „ვერონას“ ექს-თავდამსხმელის კევინ ლაზანიას ანგარიშზეა. “ფატიჰ კარაგუმრუკმა” ჩემპიონატზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 20 ქულით […]

ნატა ფერაძის სახლთან აქციის შემდეგ ძალადობრივი ჯგუფის წევრები აქტივისტებს თავს დაესხნენ

აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან გამართული აქციის შემდეგ ძალადობრივი ჯგუფის წევრები აქტივისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ნატა ფერაძე და სხვა აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. “აქციის დაშლის შემდეგ ალტ-ინფოელები დაესხნენ. ლორენას ორჯერ დაარტყეს. ერთ ბიჭს ოთხი ალტ-ინფოელი დაესხა, ჩხუბის დროს მიწაზეც წააქციეს”. – წერს მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილი სოციალურ ქსელში. დამატებითი ინფორმაციის გაგების […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში […]

“მინდა მივიღო ორი კონკრეტული რამ: თავდაცვითი და პოლიტიკური გადაწყვეტილება” | ზელენსკი NATO-ს სამიტზე

“მინდა მივიღო ორი კონკრეტული რამ: თავდაცვითი და პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსიედასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზელენსკის თქმით, მას NATO-ს სამიტზე საჰაერო თავდაცვის პაკეტის გაძლიერება იმ სისტემებით სურს, რომლებიც უკრაინას ძალიან სჭირდება. “ეს არის სისტემები და კონკრეტული რაკეტები, რომლებიც ებრძვიან რუსულ ბალისტიკას”. რაც შეეხება […]

“დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ეს ბრძანება მოდის ზემოდან” | მიხეილ სააკაშვილი

“დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ეს ბრძანება მოდის ზემოდან”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გადადებულ პროცესს ეხმაურება. დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ეს ბრძანება მოდის ზემოდან. მიუხედავად ჩემი თანხმობისა, რომ სხდომა ჩემს გარეშე გაგრძელებულიყო, პროკურატურა “ჩემი ინტერესების მცველად” მოგვევლინა, თითქოს ჩემს ადვოკატებზე […]

ჩემს სახლთან ახლოს მეგობარ აქტივისტებს თავს დაესხნენ – ნატა ფერაძე

“ჩემგან წასულ რამდენიმე მეგობარ აქტივისტს ქუჩაში დაესხა თავს ალტ-ინფო. პოლიციამ დაიცვა. ნუ მოხვალთ ჩემთან, უბანში დგანან, ეტყობა ჩასაფრებული”, – წერს აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში. ინციდენტი, სავარაუდოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი ალტ-ინფოს წევრები იშლებოდნენ. ერთ-ერთი აქტივისტი, რომელსაც თავს დაესხნენ, მედიასთან ამბობს, რომ მას და მის მეგობრებს ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს, შემდეგ […]

მიწის მასის ჩამოშლის გამო მოძრაობა შეზღუდულია თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე მოძრაობა შეზღუდულია. მიზეზი არის ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოწოლილი მიწის მასა. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული ტექნიკა მუშაობს, რათა მოძრაობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს.

ტაივანის დე-ფაქტო ელჩი ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და ამერიკაში ტაივანის ელჩს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგა. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური საკითხები იყო განხილული. აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრა წინ უსწრებს ტაივანში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. ტაივანელმა დიპლომატმა, ალექსანდრ იუიმ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერს, მაიკ ჯონსონს მადლობა გადაუხადა ამერიკის მიერ ტაივანის გრძელვადიანი, ორპარტიული მხარდაჭერისთვის […]

ბლინკენი პალესტინელთა ლიდერს შეხვდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 10 იანვარს პალესტინელთა პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდა. მათი შეხვედრა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ გაიმართა, რაც ბლინკენმა ისრაელის ლიდერებთან პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზებზე ისაუბრა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პალესტინელთა დე-ფაქტო დედაქალაქ რამალაში ჩასასვლელად და აბასთან შესახვედრად ოთხშაბათს ისრაელის საგუშაგოები გადაკვეთა. ეს ინფორმაცია დღეს იმ ჟურნალისტებმა გაავრცელეს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის […]