“ეს ფორმა რომ არ მოგწონთ, რა მოგწონთ?! როგორ უნდა გაგვეპროტესტებინა სტალინი სამებაში?!” – ნინია კაკაბაძე

ნატას ერთხელ მანქანა გადაუღებეს, ერთხელ ფიზიკურად იძალადეს მასზე და სიტყვიერად ყოველდღიურ რეჟიმში ემუქრებიან! ის 2 დღის წინ მაინც მივიდა სამებაში და ჩვენი ყველას გასაკეთებელი გააკეთა. რა ვიცი იმ კაცებს გაგახსენებთ, ვისაც ემუქრებიან ან ერთხელ დაესხნენ თავს, რამდენ კაციანი დაცვით დადიან, ცოტა უხერხულია. იმაზე მაინც შევთანხმდეთ რომ ქალი ბევრად უფრო გაბედული და უშიშარია, ვიდრე კაცი დღეს […]
1,8 მილიონი პოლონეთის მოქალაქე რეჟიმის მსხვერპლი გახდა – რას წერს პოლონეთის საელჩო

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ – 1,8 მილიონი. აქედან 150 ათასი დაიღუპა. მათი უმეტესობა 1939-1941 წლებშია რეპრესირებული, როდესაც სადამსჯელო ოპერაციების შედეგად დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა. 200 000-მდე პოლონელი კი 1944-1952 წლების რეპრესიებში მოჰყვა. კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება.
“რატომ არ იდება ეს სტატისტიკა, რა არის დასამალი…” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე “მთავარ არხთან” საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მეტი გამჭირვალობისკენ მოუწოდებს, იგი ეხმაურება ფაქტს, რომლის მიხედვითაც, უწყებები ამ დრომდე, არ აქვეყნებენ ოფიციალურ სტატისტიკას, არის თუ არა გავრცელებული Covid 19-ის ახალი შტამი საქართველოში. ამირან გამყრელიძე: “თავის დროზე ეს სტატისტიკა ყოველდღიურად იდებოდა… რატომ არ იდება, მართალი გითხრათ, […]
რუსეთში ევროპული საქონლის ექსპორტი 63%-ით შემცირდა – Spiegel

ევროპული საქონლის ექსპორტი რუსეთში 2 წლის განმავლობაში 63%-ით შემცირდა. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ექსპორტი 37%-მდე დაეცა. Spiegel წერს, ამის შესახებ მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის Ifo-ს მონაცემები მოწმობს. რუსეთში ექსპორტის ასეთი მოცულობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ევროკავშირიდან შემოსული საქონლის მხოლოდ 32% ექვემდებარება სანქციებს. Ifo-ს ახალი სანქციების მონაცემთა ბაზის შეფასებით, ევროკავშირის მრავალი სანქცირებული […]
ძაღლზე მოძალადე კაცს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

ძაღლზე მოძალადე გალიფ გოიუშოვს ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა – ინფორმაციას მიშა კაჭკაჭიშვილი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა მარნეულში 6 დეკემბერს მოხდა. კაცი კი სამართალდამცველებმა 9 იანვარს, მას შემდეგ დააკავეს რაც სოციალურ ქსელში ძაღლზე ძალადობის კადრები გავრცელდა. დაკავებული არიფ გოიუშოვია პროკურატურამ დაკავებულს ბრალი დღეს წარუდგინა. ბრალდება დაკავებულისთვის აღკვეთის სახით, წინასწარ პატიმრობას მოითხოვდა.
რიკოთის უღელტეხილზე მიწის მასის ჩამოსვლის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა – გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილზე) მიწის მასა ჩამოვიდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. როგორც “რუსთავი 2”-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, მიწის ჩამოწოლილი მასა “ძალიან მცირე ოდენობისაა” და გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდა. დეპარტამენტში ასევე აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მოძრაობა უმოკლეს ვადებში […]
“ძნელია, “მშვიდობა” უწოდო სიტუაციას, როდესაც სომხეთი აზერბაიჯანის ალყაში რჩება, რეგიონული ეკონომიკური კომუნიკაციების განბლოკვა მნიშვნელოვანია” – მირზოიანის განცხადებით, სომხეთს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება უნდა შეეძლოს

სომხური მხარე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანი გამოიჩენს კონსტრუქციულ მიდგომას და ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები და შეხვედრები გაგრძელდება, – ამის შესახებ სომხური მედია წერს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სომხეთს უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება. არარატ მირზოიანი ხაზს უსვამს რეგიონული ეკონომიკური კომუნიკაციების განბლოკვის მნიშვნელობას. “საბოლოო ჯამში, მშვიდობა მხოლოდ სროლის არარსებობას არ ნიშნავს. ეს არის ღია საზღვრები, […]
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა სრულად აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილზე) მიწის მასა ჩამოვიდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეზღუდული.
დაძაბულობა ჰამასის ლიდერებს შორის, რაც ახლო აღმოსავლეთის მომავალს განსაზღვრავს

მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა დისკურსია ღაზის სექტორის მომავლის და ისრაელი-ჰამასის ომის დასრულების შესახებ, ჰამასის ლიდერებს შორის დაძაბულობა გაიზარდა, რადგან გადაწყვეტილება ღაზის სამომავლო ადმინისტრირების შესახებ მათი ძალაუფლებისთვის ბრძოლის ერთი ნაწილია. ჰამასის ლიდერებიდან ღაზის სექტორში ამჟამად არცერთი იმყოფება იაჰია ალ-სინვარის გარდა, დანარჩენი მნიშვნელოვანი ფიგურები ძირითადად აფრიკაში, კატარში, ლიბანში ან თურქეთში იმყოფებიან და საზღვარგარეთიდან არიან ჩართული ღაზის […]
მარნეულში ძაღლზე ძალადობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მარნეულში ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. მედიის ცნობით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პირველი არხის ინფორმაციით, მორიგი პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა. საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყება დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის […]