“სამების საკათედრო ტაძრიდან გამოტანილ იქნას სტალინის გამოსახულებიანი ხატი!” | პეტიცია

“სამების საკათედრო ტაძრიდან გამოტანილ იქნას სტალინის გამოსახულებიანი ხატი!” | პეტიცია “სამების საკათედრო ტაძრიდან გამოტანილ იქნას სტალინის გამოსახულებიანი ხატი!”, – ამ სახელწოდებით მოქალაქეების პეტიცია სოციალურ ქსელში გამოჩნდა. გთავაზობთ პეტიციას უცვლელად: “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამების საკათედრო ტაძარში გამოფენილია გამოსახულება, რომელიც ასახავს იოსებ სტალინის სტუმრობას რუსეთში წმინდანად მიჩნეულ მატრონასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის იმ რუსული ხატის გადმოკოპირებული […]
მედია: რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი ვადიმ ისმაგილოვი ლიკვიდირებულია

რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი ვადიმ ისმაგილოვი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ის დროებით ოკუპირებულ ყირიმში, 4 იანვარს, სარდლობის პუნქტზე ბოლო სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. “პოლკოვნიკი ვადიმ ისმაგილოვი, 85683 სამხედრო ნაწილის (მე-3 რადიოინჟინერიის პოლკი) მეთაური იუხარინა ბალკაში სამეთაურო პუნქტზე თავდასხმის დროს გარდაიცვალა”, – წერია პოსტში. როგორც ცნობილია, 4 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა […]
ნოდარ ხარშილაძე – დღეს „ქართულ ოცნებაში“ 3+1 ცენტრი არსებობს, შიდა სამოქალაქო ომია – ასე დაიწყო „ნაციონალურ მოძრაობაშიც“

ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ ყოფილი-პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი პარტიაში არსებული შიდა „სამოქალაქო ომია“. როგორც ანალიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პარტიაში რამდენიმე ჯგუფს შორის ფინანსური ინტერესების დაჯახება და ძალაუფლების კვეთა ხდება. როგორც ხარშილაძე აცხადებს, დღეს „ქართულ ოცნებაში“ „3+1“ ცენტრი არსებობს. „11 წელზე მეტია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია. ძალიან ძლიერი და […]
გიორგი ამილახვარი – ვნახეთ მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ჩვენს დედა ეკლესიაზე – საზოგადოებამ ამ ადამიანებს თავად გასცა პასუხი

ვნახეთ მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ჩვენს დედა ეკლესიაზე – საზოგადოებამ ამ ადამიანებს თავად გასცა პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოება ბრძენია და ყველაფერს ხედავს. “დიდი ხანია ეს ადამიანები მსგავსი ტიპის იერიშს ახორციელებენ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ ეკლესიაზე, რა არის მათი მოტივები, რა არის მათი მიზნები და […]
ფერაძე: ჩემგან წასულ მეგობარ აქტივისტებს დახვდნენ და ცემეს

აქტივისტ ნატა ფერაძის ინფორმაციით, მის სახლთან გამართული აქციის შემდეგ ძალადობრივი ჯგუფის წევრები აქტივისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფერაძის გარდა, სხვა აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. “ჩემგან წასულ მეგობარ აქტივისტებს დახვდნენ და ცემეს”. – წერს ფერაძე. “აქციის დაშლის შემდეგ ალტ-ინფოელები დაესხნენ. ლორენას ორჯერ დაარტყეს. ერთ ბიჭს ოთხი ალტ-ინფოელი დაესხა, ჩხუბის დროს მიწაზეც წააქციეს”. […]
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საწვავის დეფიციტია

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბენზინის დეფიციტია. მეორე კვირაა, იქ რუსეთის ფედერაციიდან საწვავი აღარ შეუტანიათ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უნიტარული საწარმო „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ ხელმძღვანელობა ავტომობილების მფლობელებს სთხოვს, გაგებით მოეკიდონ ნავთობპროდუქტების და საპოხი მასალების დროებით არარსებობას. ადგილობრივი, ე.წ სახელმწიფო ნავთობაზა კი დაახლოებით 7-10 დღეში განაახლებს მუშაობას. „ბენზინის მოცულობისთვის ჯერ კიდევ დეკემბერში გადავიხადეთ, მაგრამ ხანგრძლივი საახალწლო არასამუშაო დღეების გამო ჩვენი […]
ხორბლის იმპორტი საქართველოში 6.2%-ით, აზოტოვანი სასუქების ექსპორტი კი 40.9%-ით შემცირდა

ხორბლის იმპორტი საქართველოში 6.2%-ით შემცირდა, გასული წლის 11 თვეში იმპორტი 52 მლნ დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 56 მლნ დოლარი იყო. ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში აქვეყნებს. „ხორბლის იმპორტის ღირებულება წლიურად 6.2%-ითაა შემცირებული 2023 წლის 11 თვეში. ბოლო წლებში საქართველოში ხორბლის იმპორტის ჩანაცვლება ხდება ხორბლის ფქვილის იმპორტით და ადგილობრივი წარმოების ზრდით. […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის […]
მარნეულში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეეფარდა

მარნეულში, ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მორიგი პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას […]
მომზადდება კანონპროექტი, რომლითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის, ასეთ კანონი დიდი ხანია არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში და უნდა არსებობდეს საქართველოშიც – ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე: სამების ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტი არის ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლის ერთი პატარა ეპიზოდი, მისი შემსრულებელი კი – უსამშობლო და უღმერთო გუშინ სამების ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტი არის ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლის ერთი პატარა ეპიზოდი, ხოლო მისი შემსრულებელი ნატა ფერაძე – უსამშობლო და უღმერთო სექტის ერთი რიგითი წევრი […]