“ძნელია, “მშვიდობა” უწოდო სიტუაციას, როდესაც სომხეთი აზერბაიჯანის ალყაში რჩება, რეგიონული ეკონომიკური კომუნიკაციების განბლოკვა მნიშვნელოვანია” – მირზოიანის განცხადებით, სომხეთს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება უნდა შეეძლოს

სომხური მხარე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანი გამოიჩენს კონსტრუქციულ მიდგომას და ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები და შეხვედრები გაგრძელდება, – ამის შესახებ სომხური მედია წერს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სომხეთს უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება. არარატ მირზოიანი ხაზს უსვამს რეგიონული ეკონომიკური კომუნიკაციების განბლოკვის მნიშვნელობას.
“საბოლოო ჯამში, მშვიდობა მხოლოდ სროლის არარსებობას არ ნიშნავს. ეს არის ღია საზღვრები, საქონლისა და ხალხის გადაადგილება. ძნელია, “მშვიდობა” უწოდო სიტუაციას, როდესაც სომხეთი რჩება [აზერბაიჯანის] ალყაში. უნდა მოხდეს განბლოკვა, რამდენიმე პრინციპზე დაყრდნობით – ქვეყნების სუვერენიტეტი კომუნიკაციებზე, თანასწორობა და ურთიერთგაგება. თუ აზერბაიჯანს აქვს წვდომა სომხეთის კავშირგაბმულობასა და რკინიგზაზე, მაშინ სომხეთსაც უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება“, – აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა