რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 11 იანვარს | ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 11 იანვარს – ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით: · 1 აშშ დოლარი – 2.6879; · 1 ევრო – 2.9427; · 1 ფუნტი – 3.4198; · 1 ლირა კი 0.0897 ლარი ეღირება.

პაკისტანში, საარჩევნო კამპანიისას, პოლიტიკოსს თავს დაესხნენ და მოკლეს | მოკლულია კიდევ 2 პირი

პაკისტანის საყოველთაო არჩევნებში მონაწილე, ჰაიბერ-პახტუნხვას პროვინციული ასამბლეის დამოუკიდებელი კანდიდატი მალიქ კალემ ულა და კიდევ 2 ადამიანი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით გამოცემა Reuters ავრცელებს. ჩრდილოეთ ვაზირისტანის პოლიციის უფროსმა როჰან ზაიბ ხანმა Reuters-ს განუცხადა, რომ კალემ ულა კარდაკარ კამპანიას აწარმოებდა, როდესაც მას თავს დაესხნენ. პოლიტიკური ლიდერები ვარაუდობენ, რომ მსგავსი თავდასხმების სიჭარბემ […]

საქართველოში დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია

საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ამის შესახებ ელჩი ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში წერს, სადაც საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღება აქვს განხილული. “მმართველი ქართული ოცნების პარტია, დაარსებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ქონება 1990-იან […]

ნატოს წევრებმა კიევს მილიარდობით ევრო აღუთქვეს 2024 წელს

ნატოს წევრმა ქვეყნებმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ კიევისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს წევრებმა წარმოადგინეს გეგმა, რომელიც უკრაინისთვის 2024 წელს „მილიარდობით ევროს დამატებითი შესაძლებლობების“ გამოყოფას გულისხმობს. როგორც BBC იუწყება, საბჭოს სხდომა უკრაინის ხელისუფლების ინიციატივით გაიმართა საახალწლოდ რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაბომბვასთან დაკავშირებით. ნატოში უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა […]

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მარმარილოს ზღვაში, გემლიკის ყურეში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მისი სიღრმე 12.8 კმ იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:10 საათზე მოხდა. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გახარია ივანიშვილს: ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ქართული ოცნების ახლად არჩეული საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ამის შესახებ მან 2024 წლის პოლიტსაბჭოს პირველ სხდომაზე ისაუბრა. მის სრულ განცხადებას თავად პარტია ავრცელებს. გახარიას თქმით, იგი ივანიშვილთან დებატებისთვის მზად ნებისმიერ ფორმატშია: “სამართლებრივად – მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად – მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად – ნებისმიერი დამსწრის […]

17 წლის წინ iPhone-ის პირველი მოდელი გამოვიდა

ზუსტად 17 წლის წინ, 2007 წლის 9 იანვარს შედგა პირველი თაობის iPhone სმარტფონის პრემიერა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ინდუსტრიაში და Apple-ი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს კომპანიად აქცია. „რევოლუციური მობილური ტელეფონი“ და „ინტერნეტ კომუნიკატორის გარღვევა“ აჩვენეს Macworld Conference & Expo-ზე სან-ფრანცისკოში (კალიფორნია) წარადგინეს. Apple-ის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ჯობსმა თავისი გამოსვლა დაიწყო იმით, რომ „ის ამ მომენტს ორ […]

ფინეთი რუსეთთან საზღვარს არ გახსნის – Iltalehti

ფინეთი რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე გამშვებ პუნქტებს არ გახსნის. ამის შესახებ ფინური გაზეთი Iltalehti ხელისუფლების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. “დღევანდელ ვითარებაში ძნელია საზღვრის გახსნის მოლოდინი,” – განაცხადა სამთავრობო წყარომ. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა ორშაბათს STT-ს ეთერში განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ საზღვრის დაკეტვის შემდეგ შეიცვალა. სამშაბათს, ფინეთის […]

11 იანვარს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და დანელიას ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, კუკური ჭოხონელიძის, თამაზ გამყრელიძის, რომის, კოლხეთის, […]

ამირან გამყრელიძე – გავრცელებულია A ტიპის ვირუსი და ე.წ. ღორის გრიპი, რომლისთვისაც მოწყვლადია ბავშვები და ხანდაზმულები – განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ საყურადღებოა

განგაშის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ საყურადღებოა , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ძირითადად სამი ვირუსი ცირკულირებს: კორონავირუსი, გრიპის ვირუსი, საყურადღებოა რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი. „ზამთარირესპირატორული ინფექციების სეზონია. ამ დროს სხვადასხვა პერიოდულობით იმატებს სხვადასხვა ტიპის რესპირატორული ინფექციები, მაგრამ […]