CAMEX Airlines-მა თბილისის აეროპორტთან სატვირთო ჰაბის მშენებლობა დროებით შეაჩერა

CAMEX Airlines-მა თბილისის აეროპორტთან სატვირთო ჰაბის მოწყობის საინვესტიციო პროექტი დროებით შეაჩერა. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ CAMEX Airlines-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განაცხადა, მიზეზი თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენების ინიციატივაა. თბილისის აეროპორტთან საერთაშორისო ტვირთბრუნვისთვის ე.წ exchange hub-ის აშენების საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი დოლარი იყო. „პროექტი გულისხმობს საერთაშორისო ტვირთბრუნვისთვის ე.წ exchange hub-ის მოწყობას ანუ გაცვლითი საწყობის […]

ნიუ იორკში სინაგოგის ქვეშ უკანონო გვირაბის გამო დაპირისპირების შემდეგ 9 კაცი დააკავეს

ნიუ იორკში სინაგოგის ქვეშ უკანონო გვირაბის გამო პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ ხასიდი ებრაელების ორგანიზაციის, ხაბად ლუბავიჩის, ცხრა წევრი დააკავეს. დაკავებულებს დანაშაულებრივად მიყენებული ზიანი, გაუფრთხილებლობით საფრთხეში ჩაგდება და სახელმწიფო ადმინისტრირების ხელშეშლა ედებათ ბრალად. როგორც BBC წერს, უკანონო გვირაბი ხაბად ლუბავიჩის ცენტრალურ შენობასა და ბრუკლინის ქუჩაზე მდებარე სულ მცირე ერთ სხვა შენობას აკავშირებს. რადგან ხაბადის ნაწილი შიშობდა, რომ […]

11 იანვარს თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება | ქუჩების ჩამონათვალი

11 იანვარს თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება – ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და დანელიას ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, კუკური ჭოხონელიძის, თამაზ გამყრელიძის, რომის, კოლხეთის, უზნაძის, კოტე და სოსო […]

თოვლი, ნისლი, ქარბუქი, შტორმი | 11 იანვრის ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 11 იანვარს შესაძლებელია თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია […]

რუსთავში ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონი მოიპარეს

რუსთავში ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონი მოიპარეს – ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს და წერს, რომ ფაქტი მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. მათივე ცნობით, 30 წლამდე კაცი სამართალდამცველებმა დააკავეს. მომზდარზე დაწყებულია გამოძიება.

ევროკომისია პოლონეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს – ევროკომისიის სპიკერი

“ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა, პოლონეთში განვითარებული მოვლენების შესახებ დასმული კითხვის პასუხად. საუბარია პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მარიუშ კამინსკისა და მის ყოფილი მოადგილის, მაცეი ვონსიკის დაკავებაზე. ისინი, რამდენიმე საათის განმავლობაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეს აფარებდნენ თავს. “კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით – პოლონეთში თუ სხვა ქვეყნებში […]

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 11 იანვარს – ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6878 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9427 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9405 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0022 ლარი შეადგინა.

“ფროზინონე” იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებს

იტალიური კლუბი უახლოეს რამდენიმე კვირაში ოფციის გააქტიურება გეგმავს, რაც 3.5 მილიონი ევრო დაუჯდება. აღსანიშნავია, რომ კლუბებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ამის შემდეგ “ბაიერნს” მისი 11 მილიონად დაბრუნება შეეძლება. ამას გარდა, ზაფხულში იბრაჰიმოვიჩის შეძენას “აინტრახტი”, “მილანი” და “სპორტინგი” შეეცდებიან. არიიონის სატრნსფერო ფასი 4 მილიონია, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 […]

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საწვავის დეფიციტია

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საწვავის დეფიციტია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბენზინის დეფიციტია. მეორე კვირაა, იქ რუსეთის ფედერაციიდან საწვავი აღარ შეუტანიათ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უნიტარული საწარმო „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ ხელმძღვანელობა ავტომობილების მფლობელებს სთხოვს, გაგებით მოეკიდონ ნავთობპროდუქტების და საპოხი მასალების დროებით არარსებობას. ადგილობრივი, ე.წ სახელმწიფო ნავთობაზა კი დაახლოებით 7-10 დღეში განაახლებს მუშაობას. „ბენზინის მოცულობისთვის ჯერ კიდევ დეკემბერში გადავიხადეთ, მაგრამ ხანგრძლივი […]

EU უკრაინას დაპირებულ 1 მილიონ ჭურვს მარტში მიაწვდის | ევროკომისარი ბრეტონი

ევროკავშირი უკრაინას დაპირებულ 1 მილიონ ჭურვს მიმდინარე წლის მარტში მიაწვდის. ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ვაჭრობისა და სერვისების საკითხებში, ტიერი ბრეტონმა განაცხადა. ამ საკითხზე მან ისაუბრა დისკუსიაზე, სახელწოდებით: “ევროპის კონკურენტუნარიანობა და ეკონომიკური უსაფრთხოება: ახალი სტრატეგიული დღის წესრიგი”, რომელიც ევროპული პოლიტიკის ცენტრის (EPC) ფარგლებში გაიმართა. “ვალდებული ვარ, საბრძოლო მასალის წარმოება წელიწადში 1 მლნ-მდე გავზარდო. ეს მიმდინარე წლის […]