ამირან გამყრელიძე – პანდემია არსად გამქრალა, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა

დიახ, პანდემია დასრულდა, მაგრამ ის არსად გამქრალა, თანდათანობით სუსტდება, მაგრამ ის ჯერჯერობით შედარებით ვირულენტურია, ვიდრე გრიპის ვირუსი, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, კლინიკებში არსებული ვითარება გამოწვეულია გრიპით და რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსებით. […]

გახარია ივანიშვილს: ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის

ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია პარტია “ქართული ოცნების” ახლადარჩეულ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ამაზე მან ვრცელი განცხადება პოლიტსაბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომლის ჩანაწერს თავად პარტია ავრცელებს. “ჩემი გადადგომის პირველივე დღიდან, ივანიშვილმა ზუსტად იცოდა, რომ ჩვენ ვერავინ და ვერაფერი გაგვაჩერებდა. ზუსტად იცოდა იმიტომ, რომ ყველაზე კარგად, დეტალურად იცოდა ამ გადადგომის მიზეზები. სამი წელია […]

AlJazeera: სომალიში გაეროს მისიის კუთვნილი ვერტმფრენი ალ-შაბაბმა ხელში ჩაიგდო და მასში მყოფი 6 ადამიანი დააკავა

სომალიში, გაეროს მისიის კუთვნილი ვერტმფრენი, მას შემდეგ, რაც შეიარაღებული ჯგუფის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეშვა, ალ-შაბაბმა ხელში ჩაიგდო და მასში მყოფი სულ მცირე 6 ადამიანი დააკავა – ინფორმაციას AlJazeera ავრცელებს. ცნობილია, რომ თვითმფრინავში ცხრა მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის სამხედრო პერსონალი და მესამე მხარის კონტრაქტორი. ვერტმფრენი სოფელ გადუნთან ახლოს, გალგადუუდის რეგიონში ტექნიკური ხარვეზის გამო დაეშვა. “ბორტზე ორი […]

“მკვეთრი დიპლომატიის დრო დადგა” | იტალიის თავდაცვის მინისტრი რუსეთ-უკრაინაზე

“მკვეთრი დიპლომატიის დრო დადგა”, – ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ, რუსეთ-უკრაინაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას კიევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სერიოზული მოლაპარაკებების უზრუნველსაყოფად. “ამ პერსპექტივიდან, როგორც ჩანს, სამხედრო მხარდაჭერის პარალელურად, მკვეთრი დიპლომატიის დრო დადგა, რადგან ორივე მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი სიგნალი მოდის”, – განაცხადა კროსეტომ. მისივე თქმით, 2023 წლის უკრაინის კონტრშეტევას სასურველი […]

თბილისში, ბაგა–ბაღის მასწავლებლებს ხელფასი ეზრდებათ

თბილისში ბაგა–ბაღის მასწავლებლებს ხელფასი გაეზარდათ. მომატებულ ანაზღაურებას 189 საჯარო ბაღის 11 ათასზე მეტ თანამშრომელი მიიღებს. სახელფასო ფონდის გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე დღეს გამოაცხადა. საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ბიუჯეტში 109 მლნ ლარია გათვალისწინებული. პარალელურად, კახა კალაძემ ახალი სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობა–რეაბილიტაციის სამუშაოები დააანონსა. ამ ეტაპზე, ქალაქის მასშტაბით, უკვე 155 ბაღია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. მთაწმინდის […]

“ერთი წვეთი” – გერმანელი რეჟისორი, რომელიც საქართველოში 30 წელზე მეტია ცხოვრობს, ახალ ფილმს იღებს

გერმანელი რეჟისორი, რომელიც საქართველოში 30 წელზე მეტია ცხოვრობს, ახალ ფილმს იღებს. შტეფან ტოლცის ოცნება – გადაეღო ზღაპარი საქართველოში, 20 წლის შემდეგ ახდა. შტეფან ტოლცის ფილმი ზღაპარია, რომელიც ჯადოსნური წყლების მაღაზიასა და ბედნიერების მაძიებელ ადამიანებზე ჰყვება. გადასაღებ მოედანზე ბულგარელი ოპერატორი მუშაობს. ყველას ყურადღება მის მთავარ კადრზეა მიპყრობილი – კადრზე, სადაც მოქმედება 1930-90 წლებში ვითარდება. რეჟისორის ინსპირაცია […]

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. აქამდე უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

„ჩინეთმა ქცევა შეცვალა და ბოლო წლებში უფრო აგრესიული გახდა” – კამერონი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ჩინეთი ბოლო წლებში “უფრო აგრესიული და თავდაჯერებული” გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან პრემიერის თანამდებობა დატოვა. – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. მედიის ცნობით კამერონმა აღნიშნა, რომ “ბევრი შეიცვალა” ჩინეთის ქცევაში მას შემდეგ, რაც ის ბრიტანეთის მთავრობას ხელმძღვანელობდა და თბილ ურთიერთობას ინარჩუნებდა პეკინთან. მისი თქმით, ჩინეთის მიერ […]

ენტონი ბლინკენი – წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას შედეგები მოჰყვება

წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას “შედეგები მოჰყვება”. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბაჰრეინში რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა. “არ დავწერ და წინასწარ არ განვიხილავ რამეს, რაც შეიძლება მოხდეს. ნათელი გავხადეთ, სხვა 20-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად ნათლად ვამბობდით, რომ თუ ეს გაგრძელდება, როგორც გუშინ მოხდა, ამას შედეგები მოჰყვება”, – განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რეგიონული […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის […]