ოქროს ექსპორტიდან საქართველომ 11 თვეში 80 მლნ დოლარი მიიღო, ზრდა 6.6%-ია

2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, ნავთობით, ბუნებრივი აირით, ამონიუმის ნიტრატით, ხორბლით, სპილენძით, ფეროსილიკონით და ოქროთი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკა და ექსპორტ-იმპორტის წლიური ცვლილების შესახებ მიმოხილვა Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა. Galt&Taggart-ის მონაცემებით, ოქროს ექსპორტიდან საქართველომ მიმდინარე წლის 11 თვეში 80 მლნ დოლარი მიიღო. ოქროს ექსპორტის ღირებულება წლიურად 6.6%-ით გაიზარდა 2023 წლის 11 თვეში, რაც ფასების მატებითაა გამოწვეული, რადგან ექსპორტის […]
რა გავლენას იქონიებს გზავნილების ტარიფების ცვლილება ელკომერციასა და კერძო სექტორზე

საქართველოს ფოსტაში ამანათის მისამართამდე მიტანის ღირებულება გაიზარდა, ასევე შეცვლილია სერვისცენტრიდან გატანის და რეგიონებში მიწოდების ღირებულება, როგორც საქართველოს ფოსტაში აცხადებენ, რომ ტარიფების ზრდა საშუალოდ 15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით. რა გავლენას მოახდენს ცვლილება კერძო სექტორზე, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ კომპანია on way-ს დამფუძნებელმა და ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტმა თამარ გოგოლაშვილმა ისაუბრა. მისი […]
ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა – მიზეზი ციხიდან კრიმინალური დაჯგუფება “ლოს ჩონეროსის” ლიდერის გაუჩინარებაა

ეკვადორის ხელისუფლებამ ციხიდან გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების, “ლოს ჩონეროსის” ლიდერის გაუჩინარების შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა. ქვეყანაში ძალადობრივი მოვლენები განვითარდა მაშინ, როცა შეიარაღებული პირები საპორტო ქალაქ გუაიაკილში, ტელევიზიის შენობაში პირდაპირი ეთერის დროს შეიჭრნენ. პოლიციამ ტელეარხზე თავდასხმაში მონაწილე 13 შეიარაღებული პირი დააკავა. ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ კი 22 კრიმინალური დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და […]
პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გუშინ დაკავებულმა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა შიმშილობა დაიწყო

პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გუშინ დაკავებულმა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა შიმშილობა დაიწყო. მარიუშ კამინსკი თავის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა. კამინსკის და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაჩეი ვასიკს, მხარდაჭერა გამოუცხადა თანაპარტიელმა პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ – მან მოქალაქეებს მოუწოდა, მშვიდობიანად წარმართონ საპროტესტო აქცია, თუკი ასეთი აქციის ჩატარების სურვილი […]
მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ვნახეთ ჩვენს დედაეკლესიაზე, საზოგადოებამ ამ ადამიანებს თავად გასცა პასუხი – გიორგი ამილახვარი

“მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ვნახეთ ჩვენს დედაეკლესიაზე, რომელსაც განურჩეველი როლი და ისტორია აქვს საქართველოს ისტორიაში,” – ეს განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სამებაში მომხდარი ფაქტის შეფასებისას გააკეთა. მისივე თქმით, ინციდენტში დამნაშავეს საზოგადოებამ გასცა პასუხი. “არახალია, როდესაც ეს ადამიანები მსგავსი ტიპის იერიშს ახორციელებენ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ ეკლესიაზე, რა არის მათი […]
გახარია ივანიშვილს დებატებში იწვევს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. გახარიას თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად ისევ დაბრუნება იძულებითი ნაბიჯი იყო და ამით დაადასტურა, რომ პასუხისმგებლობას ვერ დაემალებოდა. როგორც გახარია ამბობს, ივანიშვილმა თავად აღიარა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იდგა. „აი, მისი ეს პასაჟი, რომ 2-3 ადამიანს ვაძლევდი კონსულტაციებსო… რა თქმა […]
რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში “ანტიტერორისტული წვრთნა” ჩაატარა

რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში “ანტიტერორისტული წვრთნები” ჩაატარა. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ წვრთნის მიზანი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ განთავსებულ სამხედრო ბაზაზე ჩატარდა, იყო – “იმიტირებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოგერიება”. გარდა ამისა, წვრთნების ნაწილი იყო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პირობითი მოწინააღმდეგის შეღწევის მცდელობის აღკვეთა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, […]
ჰააგის სასამართლოში საჩივრის განხილვა იწყება, რომელიც ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის საჩივრის განხილვა იწყება, რომელიც ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდში ადანაშაულებს. 11 იანვარს ჰააგის სასამართლოში მოისმენენ არგუმენტებს იმის დასამტკიცებლად, რომ ისრაელი ღაზის ტერიტორიაზე გენოციდს ახორციელებს. ჰააგის სასამართლოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ 84-გვერდიანი საჩივარი შეიტანა. სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები გაეროს სასამართლოს სთხოვენ, რომ იმოქმედონ მყისიერად, რათა გენოციდის კონვენციის ფარგლებში აირიდონ შემდგომი აუნაზღაურებელი ზიანი და პალესტინელი […]
BTU AI GPTstore-ზე უკვე ვერიფიცირებული და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის

მასალა ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ, OpenAI-ს მიერ შექმნილ ახალ პლატფორმაზე, GPTstore-ზე განთავსდა და ის ფართო მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. GPTstore-ის გახსნა მნიშვნელოვანი სიახლეა გლობალური ტექნოლოგიური სფეროსთვის, რადგან ის ხსნის საერთაშორისო წვდომას ვერიფიცირებული ანგარიშებისა და ორგანიზაციებისთვის, ინფორმაციისა და დიდი მონაცემების გასაზიარებლად. აღნიშნულ მეგამონაცემებს შორის, განთავსდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის BTU AI-ს მასალები და მასზე წვდომა GPT […]
აშშ-ის SEC-მა ბირჟებზე ბიტკოინის სავაჭრო ფონდი დაუშვა – Reurets

10 წლის შემდეგ, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ბირჟაზე ვაჭრობისთვის ის 11 სავაჭრო ფონდი (ETF) დაუშვა, რომლებიც უშუალოდ ბიტკოინში ახდენენ ინვესტირებას. ამის შესახებ Reurets-ი წერს. მოსალოდნელია, რომ ეს იქნება საეტაპო მოვლენა ციფრული აქტივების სექტორისთვის და გახსნის წვდომას უდიდეს კრიპტოვალუტაზე ამერიკის ტრადიციულ ფინანსურ ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ. დღეს, 11 იანვარს, SEC-მა დაუშვა ყველა […]