ირაკლი ზარქუა – სტალინის გამოსახულებაზე აქცენტს რატომ აკეთებთ?! ხომ აღინიშნა, რომ ეს არის წმინდანი, რომელთანაც არის სტალინი, ხატწერაში მსგავსი უამრავი ფაქტია, ამაზე აქცენტირება საზოგადოებაში პოლარიზაციას იწვევს

სტალინის გამოსახულებაზე აქცენტს რატომ აკეთებთ?! ხომ აღინიშნა, რომ ეს არის წმინდანი, რომელთანაც არის (სტალინი) და ხატწერაში მსგავსი უამრავი ფაქტია, ამაზე აქცენტირება პოლარიზაციას იწვევს საზოგადოებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, „ცოტა დაგვიანებული, მაგრამ დროული გადაწყვეტილება მიიღეს“ და კანონპროექტში, რომელიც რელიგიური შენობა-ნაგებობის და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას გაამკაცრებს, ევროპის საუკეთესო გამოცდილებას […]
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მაინც ველით ლარის სეზონურ გაუფასურებას?

„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან ცნობილია. „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, მიგრაციის ეფექტის ეტაპობრივი შემცირების მიუხედავად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებულია. „ამასთან, სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციაში, როგორც ჩანს, იკვეთება სეზონური გაუფასურების მოლოდინები. კერძოდ, ბოლო პერიოდში, თვე-თვეზე გაანგარიშებით, ვალუტის დეპოზიტების ზრდა უფრო მეტია, საკრედიტო აქტივობის კუთხით კი, ლარი პრევალირებს. ისტორიულად, მსგავსი განვითარება ხშირად ლარის გაუფასურებას იწვევდა, თუმცა […]
თურქული ლირა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა – 1 დოლარი 30 ლირა ღირს

თურქული ლირას ღირებულება დოლართან მიმართებაში ისტორიული მინიმუმზეა და პირველად მიაღწია 1 დოლარზე 30 ლირას. წინა ვაჭრობა 29.9519 დასრულდა, ხუთშაბათს დილით კი კურსმა 30 ლირას გადააჭარბა. თურქული ვალუტის შესუსტება რამდენიმე თვეა გრძელდება. 2023 წლის ბოლოს ლირის კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 60%-ით დაეცა. ამერიკული ვალუტის პირველი მნიშვნელოვანი გამყარება მოხდა ივნისში, როდესაც თურქული მარეგულირებლის ხელმძღვანელობამ თითქმის გააორმაგა მონეტარული […]
სამების ტაძრიდან სტალინის გამოსახულებიანი ხატის გატანის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

შეიქმნა პეტიცია სამების საკათედრო ტაძრიდან გასატანად, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული. მოქალაქეები, რომლებიც განცხადებაზე ხელს აწერენ, მიიჩნევენ, რომ საბჭოთა დიქტატორის გამოსახულებიანი ხატის სამების ტაძარში სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა შეურაცხყოფაა. “სტალინის მმართველობის ეპოქას უკავშირდება 1937 წლის რეპრესიები, რომელსაც შეეწირა უამრავი ჩვენი თანამემამულე. მათ შორის დახვრეტილ იქნა ათობით ათასი სასულიერო პირი ისევე როგორც, ბოლშევიკურ რეჟიმთან უთანასწორო ბრძოლას შეეწირა საქართველოს ერთ-ერთი […]
დეკემბერში კოვიდით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გასული წლის დეკემბრის თვეში საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე შეკრებებმა და ვირუსის ახალმა ვარიანტმა ეპიდვითარება გაამწვავა. ჯანმოს ცნობით, მხოლოდ ერთ თვეში, მსოფლიოში კორონავირუსით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმოს ინფორმაციითვე, საავადმყოფოებში მიმართვიანობა მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 42%-ით გაიზარდა. ამჟამად კორონავირუსის ახალი, JN.1 ვარიანტი ყველაზე ფართოდ გავრცელებული შტამია.
ბოკუჩავას: ხელისუფლებას ეუთო/ოდირისთვის მოწვევა არ გაუგზავნია, ჩვენ მივმართეთ წერილობით

ნაციონაური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლებას ამ დრომდე ეუთო/ოდირისთვის საქართველოში გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიის თაობაზე მოწვევა არ გაუგზავნია. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, აუცილებლად მიიჩნიეს, რომ ამასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისთვის წერილობით თავად მიემართათ. “ხელისუფლება დუმს და ეუთო/ოდირის მიმართ ამ დრომდე მოწვევა არ არის გაგზავნილი, მაშინ, როდესაც ყველას ძალიან კარგად ესმის ქვეყნის შიგნით, […]
დავითულიანი: ევროპარლამენტარების მცირე ჯგუფი ამ ოპოზიციის ჩვეულებრივი გაგრძელებაა

· 70 · · ევროპარლამენტარების ძალიან მცირე მაგრამ ხმაურიანი ჯგუფი ამ ოპოზიციის ჩვეულებრივი გაგრძელებაა. მე გაოცებული ვარ ხანდახან კუბილიუსის მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებებით, რომლებიც ერთი-ერთში აკოპირებენ ლევან ხაბეიშვილს. ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი.
„ევროოპტიმისტები“ და დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტს რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებულ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციის მიღებას სთავაზობს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრები და მათთან ერთად, დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტს რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებულ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციის მიღებას სთავაზობს. „უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნების შესახებ“ ასე ეწოდება რეზოლუციის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების უფლებებისა და მათ მიმართ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების […]
ანალენა ბერბოკი – სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი დაძაბული ვითარებით ევროპა შეშფოთებულია

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი დაძაბული ვითარებით ევროპა შეშფოთებულია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „ინციდენტები, რომლებსაც უკანასკნელ თვეებში ჰქონდა ადგილი, როდესაც ჩინეთის სანაპირო დაცვამ ფილიპინების გემების წინააღმდეგ ლაზერები და წყლის ჭავლი გამოიყენა, ჩვენთვის ევროპაში, შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა. ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ენრიკე მანალოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა აღნიშნა, […]
დღეს თბილისის მეტროს დაბადების დღეა

თბილისის მეტრო ოფიციალურად 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და 6 სადგურისგან შედგებოდა (“დიდუბე”, “ელექტროდეპო”, “ოქტომბერი” (შემდგომ “ნაძალადევი”), “ვაგზლის მოედანი”, “მარჯანიშვილი” და “რუსთაველი”) და მისი სიგრძე 6.5 კილომეტრს შეადგენდა. პირველი საცდელი მატარებელი საცდელ რეისზე მემანქანე ნოე ლაცაბიძემ 28 ნოემბერს გაიყვანა. 1966 წლის 11 იანვრის დილის 6 საათიდან მეტროს მგზავრები გადაჰყავდა პირველი რიგის პირველ უბანზე, ანუ სადგურ […]