“კვარას” აგენტზე ამის თქმა შემიძლია” – ოსიმენის ინტერვიუ და ნიგერიელის სამომავლო გეგმები

“ნაპოლის” ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა Radio Crc-სთან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის შესახებაც გააკეთა. “კვარაცხელიას აგენტის სიტყვები ჩემს მომავალთან დაკავშირებით? გარკვეული უნარები ნამდვილად გამაჩნია, თუმცა მომავლის განჭვრეტა არ შემიძლია. ვალტერ მაცარის რთული მისია დაეკისრა და მისი სამუშაო მარტივი არ არის. ვიცი, რომ გულშემატკივრები იმედგაცრუებული არიან, შარშან სკუდეტოს მოგება ადვილად […]
ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. მიმდინარე წლის მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1039 სადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 64 მეგავატს შეადგენს. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 314 სადგური, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში – 725. სემეკის […]
„მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“ – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატთან დაკავშირებით, რომელზედაც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული, განცხადებას ავრცელებს. „წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. […]
ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – ექიმმა თქვა, არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია და არ უნდა იცოდეს, რადაგან შეიძლება დაზიანებები მიიყენოსო

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილის ადვოკატის, გიორგი მდინარაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია. მისი თქმით, გიორგი კავლელაშვილთან დეტალურად ჯერჯერობით არ უსაუბრია. „ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან საუბრის დეტალებზე ახლა ვერ გაგესაუბრებით, იმიტომ, რომ ჯერ დეტალურად არც გვისაუბრია. მოგეხსენებათ, გუშინ, ექიმის რეკომენდაციით მასთან საუბარი შესაძლებელი არ იყო. თვითონაც […]
საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური […]
კახა კალაძე – გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს

აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს გიორგი გახარია, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. „საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო“,-განაცხადა კალაძემ. კითხვაზე, უღალატა თუ არა გიორგი გახარიამ გუნდს, კახა კალაძემ უპასუხა, […]
Bloomberg – თეთრმა სახლმა რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციას მწვანე შუქი აუნთო

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას ითვალისწინებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. „კანონპროექტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანიჭებს უფლებამოსილებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის სუვერენული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ჩამორთმევისთვის”, – ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს მემორანდუმში, რომელსაც ჟურნალისტები ეყრდნობიან. Bloomberg-ი წერს, […]
ირაკლი ზარქუა – დანიის ელჩის განცხადება უპასუხისმგებლო და თავხედურია, მგონი, ავიწყდება უფლებამოსილებები და ვალდებულებები – ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს – პოლარიზაციის გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა

დანიის ელჩის განცხადება უპასუხისმგებლო და თავხედურია, მგონი, ავიწყდება უფლებამოსილებები და ვალდებულებები – ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს – პოლარიზაციის გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ დანიის ელჩის ოპ-ედს გამოეხმაურა. ზარქუა ელჩს ურჩევს ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს და მომავალში უფრო ფრთხილი იყოს. „როგორ გელანდებათ […]
ანტიკორუფციული ბიურო, ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის კახა კალაძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ბიუროს მთავარი ამოცანები და სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ხაზი გაესვა ხელისუფლების კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობას ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.
სემეკი – ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა და 1000-ს გადააჭარბა

განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1039 სადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 64 მეგავატს შეადგენს. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელ […]