უფლება არ აქვს, შარლატანთა არცთუ უანგარო თხოვნის სანაცვლოდ, საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენოს – ედიშერ გვენეტაძე დანიის ელჩზე

“თანამედროვე მოღალატენი მიყრილ-ატუზულნი არიან დასავლეთის სხვადასხვა ელჩთან კარებზე და მათ შესთხოვენ, შეჰღაღადებენ, გაიღონ მათთვის მოწყალება და შერისხონ საქართველოზე უანგაროდ შეყვარებული მამულიშვილი და მოაცილონ მშობელ ხალხს! ჰოდა, ნახულობენ ისეთებს, როგორიც, მაგალითად, ეს ქ-ნი, დანიის ელჩად წოდებული ბანოვანია! რომელმაც, ეტყობა, არ უწყის საერთოდ ელჩის უფლება-მოვალეობანი!”, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე დანიის ელჩის განცხადებაზე, რომელმაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი […]

ზურაბ ქადაგიძე დანიის ელჩს – გაუფრთხილდით რეპუტაციას, ნუ გახდებით ქართულ-ევროპული გადატვირთული ურთიერთობების დამაზიანებელი

“იქნებ თქვენი უფლება-მოვალეობები კარგად გაგეთავისებინათ და პოლიტიკური რადიკალიზაციის ხელშეწყობისგან თავი შეგეკავებინათ, არა?!”, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საქართველოში დანიის ელჩს, ანე ტოფტ სორენსენს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. ქადაგიძემ ელჩს მოუწოდა, გაუფრთხილდეს რეპუტაციას და ნუ გახდება ქართულ-ევროპული გადატვირთული ურთიერთობების დამაზიანებელი. “ქალბატონო ელჩო, იქნებ თქვენი უფლება-მოვალეობები კარგად გაგეთავისებინათ და პოლიტიკური რადიკალიზაციის ხელშეწყობისგან თავი […]

“ეს ფილმი ქართულ საზოგადოებაში აფხაზად ყოფნაზეა” – ანა ძიაპშიპას “ავტოპორტრეტი ზღვარზე”

“აფხაზეთის თემა არც ამ ფილმით დაწყებულა ჩემთვის და არც დამთავრდება”, – ამბობს ავტობიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის “ავტოპორტრეტი ზღვარზე” ავტორი ანა ძიაპშიპა, რომელიც ნეტგაზეთან საკუთარ ფილმზე, აფხაზეთში გადაღებებზე, ქართულ-აფხაზურ ოჯახსა და ქართულ საზოგადოებაში აფხაზად ყოფნაზე გვიყვება. თბილისში ფილმის ჩვენებისას მაყურებლის რეაქციები სხვადასხვაგვარი იყო. ფილმის გადაღებამდე თუ გქონდა მოლოდინი, როგორ აღიქვამდა ფილმს/ შენს სათქმელს მაყურებელი? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი […]

რუსული მხარის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ანტიტერორისტული წვრთნა ჩაატარეს

აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. ანტიტერორისტული წვრთნა ჩაატარეს. ინფორმაცია “რუსული საინფორმაციო ქსელის” სამხედრო განყოფილებამ 10 იანვარს გაავრცელა. მათივე ცნობით, აფხაზეთის ე.წ. სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზაზე სწავლება რუს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ჩატარდა. როგორც რუსული ქსელი წერს, “უკანონო შეიარაღებული ჯგუფების იმიტირებული თავდასხმის მოსაგერიებლად” რეალურთან მიახლოებული გარემო იყო შექმნილი. ე.წ. ანტიტერორისტული წვრთნები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხრეთ სამხედრო […]

გორში კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს – დაწყებულია გამოძიება

გორში კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. სერგო ბიჩენოვი ჰყვება, რომ ის დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. მისი თქმით, როცა დაინტერესდა, რისთვის აკავებდნენ, პოლიციელმა მას შეაფურთხა და ამას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც ის სცემეს. “დამსვეს მანქანაში, გვერდზე მომიჯდა ის ჯოყოლიჩი [პოლიციელი], ფუ, შენნაირი კაცის დედო რა, ეგრე მითხრა და შემაფურთხა. რაზეც ადეკვატურია, ბუნებრივია, ჩვეულებრივი […]

არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში | საგარეოს პასუხი ოპოზიციას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გეგმაში უკვე გაწერილია, რომელიც გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა. ასე სამინისტრო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ენმ-ის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ სამინისტროს მოუწოდა, არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად მოეწვია. “2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია […]

საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს | ინაშვილი

პრორუსული “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი ხატთან დაკავშირებით, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება. ის ამბობს, რომ უნდა დაემორჩილონ საპატრიარქოს მოწოდებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “ხატის შეურაცხყოფა” უნდა “აპატიონ ვინმეს”. “სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო […]

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომა კლინიკის პალატაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მედიასთან განმარტა, რომ ბრალდებულმა თავადაც ითხოვდა პატიმრობაში დატოვება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის დანაშაულს აღიარებს. პროკურორმა არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა 30 წლის კაცი ძალადობის ბრალდებით წარსულშიც ნასამართლევი. “ბრალდებულის პოზიცია პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით […]

დანიის ელჩის განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა | კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადება, სადაც მან ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, არის სიბინძურე. თბილისის მერის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, ივანიშვილს რა აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული და ის თავის საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს. „ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებს თავის საქმიანობას. ყველაზე […]

საპატრიარქო აცხადებს, რომ მატრონას ხატზე შეიცვლება სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველებს და მოუწოდებს მათ, შეცვალონ სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი. პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ შემწირველი არ შეცვლის ამ ფრაგმენტს, საპატრიარქო ამას თავად გააკეთებს. “მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ”, – წერია განცხადებაში. მასში განმარტებულია მიზეზი, რის გამო გადაწყვიტეს საპატრიარქოში ხატის იმ ფრაგმენტის შეცვლა, რომელმაც საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. […]