არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ხელოვნურად ახდენენ საკითხის პოლიტიზებას – საგარეო უწყება

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც საგარეო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, გეგმაში, რომელიც უზრუნველყოფს ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშში […]
ვლადიმერ ბოჟაძე დანიის ელჩზე – საინტერესო იქნება განმარტებების მოსმენა, რატომ იმეორებს ხაბეიშვილის ტექსტებს, რატომ აძლევს რადიკალური ოპოზიციის მართვად ტელევიზიებს საშუალებას, მისი მცდარი განცხადებები გამოიყენოს პოლიტიკური დაპირისპირებისთვის?

სრულიად გაუგებარი და მიუღებელია, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ელჩი ერთ-ერთში იმეორებს რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადება, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა“ ტყუილის ტირაჟირებაა, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის დათქმებიდან ერთ-ერთს, […]
დანიის ელჩის განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა, საზოგადოებამ კარგად იცის, ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საშინელი რეჟიმის დამარცხება – კახა კალაძე

დანიის ელჩის განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. საზოგადოებამ კარგად იცის, ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, იყო 2012 წელს საშინელი, სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებაზე, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა“. კახა […]
“მოვიდე, გადავღებო?” – ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე, საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ხატში ცვლილებები უნდა შევიდეს და წერს: მოვიდე, გადავღებო?
თბილისში, 27 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, 27 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ საქმის მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა განაცხადა. “აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ზომა, პატიმრობა გამოვიყენე – იქიდან გამომდინარე, რომ ჩავთვალე, საქმეზე არსებობდა როგორც ფაქტობრივი მტკიცებულებითი, ასევე ფორმალური საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები […] არსებობდა როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და მიმალვის […]
ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. მიმდინარე წლის მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1039 სადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 64 მეგავატს შეადგენს. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 314 სადგური, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში – 725. სემეკის […]
დანიის ელჩის განცხადება არის უპასუხისმგებლო, დეზინფორმაციული და თავხედური, მოვუწოდებ, მომავალში უფრო ფრთხილი იყოს – ირაკლი ზარქუა

დანიის ელჩის განცხადება არის უპასუხისმგებლო, დეზინფორმაციული და თავხედური, მგონი, ელჩს თავისი უფლებამოსილებები და ვალდებულებები ავიწყდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ჟურნალისტებმა ზარქუას კითხვა დაუსვეს საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებაზე, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა“. ზარქუამ მოუწოდა ელჩს, მომავალში უფრო ფრთხილი იყოს. „როგორ გელანდებათ ყველაფერში სანქციები და […]
ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას – ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ, ბოლო ტესტი იქნება ჩერგო, იქაც თუ გაძვრები, მზად ვარ, დაგიჯდე და შენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გესაუბრო

გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე [დებატებში], შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ, ბოლო ტესტი იქნება ჩერგო, იქაც თუ გაძვრები, მერე მე პირადად მზად ვარ დაგიჯდე და შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გესაუბრო, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას. ირაკლი ზარქუას თქმით, გიორგი გახარია შელახული იმიჯის ამაღლებას ცდილობს […]
გაოცებული ვარ კუბილიუსის მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებებით, რომლებიც ერთი-ერთში აკოპირებენ ლევან ხაბეიშვილს – ბექა დავითულიანი

ოპოზიცია ცდილობს, რაღაცნაირად, ცარიელ ადგილას შექმნას ხმაური. ევროპარლამენტარების ძალიან მცირე, მაგრამ ხმაურიანი ჯგუფი ამ ოპოზიციის ჩვეულებრივი გაგრძელებაა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა, ევროპარლამენტარების კონკრეტული წევრების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა. როგორც დავითულიანმა აღნიშნა, გასაკვირია, თუ რატომ არის ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს შიდა საქმეებით ასე დაინტერესებული და რატომ ახმოვანებენ რადიკალური ოპოზიციის მოსაზრებებს. “მე […]
გიორგი გახარია სხვა ლიგაში თამაშობს, ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო – კალა კალაძე

“გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს და საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან ბიძინა ივანიშვილს საჯარო დებატები შესთავაზა. კითხვაზე, “უღალატა თუ არა გახარიამ გუნდს”, კალაძემ განაცხადა, რომ ეს იყო ღალატი. “რა თქმა უნდა, ეს ღალატია ხომ? როდესაც […]