უამინდობის გამო უკრაინაში 300-მდე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე რჩება

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, 11 იანვარს 300-მდე დასახლება ქვეყნის მასშტაბით კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა, მიწოდების აღდგენაზე სამაშველო გუნდების ძალისხმევის მიუხედავად. “ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების გაყინვის და წაქცევის, გაწყვეტილი კაბელების და გახანგრძლივებული სიცივის გამო, ელექტროენერგიის გარეშე რჩება 281 დასახლება. მათგან 128 – დნეპროპეტროვსკის რეგიონში, 70 – კივოგოროდის რეგიონში, 56 – ნიკოლაევის რეგიონში და 27 დასახლება – ოდესის რეგიონში”, […]

რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა მემორანდუმი გააფორმეს შავ ზღვაში განაღმვის ოპერაციებზე

რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც განაღმვის ერთობლივ ოპერაციებს უხელმძღვანელებს მათ ტერიტორიულ წყლებში, შავ ზღვაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ათანას ზაპრიანოვმა 11 იანვარს სტამბოლში მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ნაღმთა კონტრზომების საზღვაო ჯგუფის დაარსებას ითვალისწინებს შავ ზღვაზე (MCM Black […]

“შემომწირველებმა შეიტანონ ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ” – საპატრიარქო –

მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით, სადაც სტალინიცაა გამოსახული, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: “წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ […]

“გუშინ პროტესტი იყო და დღეს ხატზე სტალინის წაშლა მოითხოვა საპატრიარქომ” – ნიკა გვარამია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას, ნიკა გვარამია ეხმაურება და წერს: “ნატა ფერაძის გამო თუ სხვა რამის გამო, ამის გარჩევა სისულელეა და სპეკულაციაა: ფაქტია, გუშინ პროტესტი იყო და დღეს ხატზე სტალინის წაშლა მოითხოვა საპატრიარქომ. დროში დაემთხვა თუ პროტესტის უშუალო შედეგია, ვერც გავიგებთ და არცაა მნიშვნელოვანი. ფაქტია, სასურველი შედეგი დადგა”

“უნდა დაისაჯოს თუ არა თაგვის მკვლელი?” – გამზარდია

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია: არის თუ არა თაგვი მიუსაფარი ცხოველი? უნდა დაისაჯოს თუ არა თაგვის მკვლელი ? ხაფანგით ან წებოვანი ლენტით თაგვის მოკვლა არის თუ არა ცხოველის წამება? თუ არა, რატომ? გთხოვთ დასაბუთებულ პასუხებს. p.s. დამატებულია მოგვიანებით: სინამდვილეში ეს პოსტი ცხოველებს სულაც არ ეხება, ეს პოსტი ეხება ყალბ ადამიანებს, რომლებიც ამ პოსტის კომენტარებშიც და მსგავს თემებშიც […]

სასიხარულო სიახლე ზუგდიდის დადიანების სასახლიდან

ზუგდიდის დადიანების სასახლიდან სასიხარულო და საინტერესო ამბები ვრცელდება: “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გრანტის ფარგლებში დედოფლისეულ სასახლეში დასრულდა რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც სამუზეუმო ფონდების კეთილმოწყობას, რესტავრაციას და თანამედროვე სისტემებით აღჭურვას ითვალისწინებდა. რესტავრაციის პროცესში ფონდსაცავების კედლებიდან მოიხსნა საბჭოთა პერიოდის ბათქაში და საღებავი, ამ დროს გამოვლინდა სასახლის ისტორიისათვის საინტერესო სამშენებლო ფენები (მათ შორის ბუხრები, ნიშები, შენობის ძველი მოპირკეთების […]

ირმა ინაშვილი წმინდა მატრონას ხატში ცვლილებებზე – ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა ვინმეს უნდა ვაპატიოთ

ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა ვინმეს უნდა ვაპატიოთ, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნულით მან საპატრიარქოს განცხადება შეაფასა, სადაც წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს […]

ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას – ჯერ ჩემი „ხაბე” გამოიწვიე, შემდეგ გადადი „ჭიჭე” ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ, ბოლო ტესტი იქნება „ჩერგო”, იქაც თუ გაძვრები, მზად ვარ შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გესაუბრო

გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი “ხაბე” გამოიწვიე [დებატებში], შემდეგ გადადი “ჭიჭე” ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ, ბოლო ტესტი იქნება “ჩერგო”, იქაც თუ გაძვრები, მერე მე პირადად მზად ვარ დაგიჯდე და შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გესაუბრო, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას. ირაკლი ზარქუას თქმით, გიორგი გახარია შელახული […]

სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდა

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დაკანონების პროცესი გრძელდება. კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამჯერად, სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. „ვუერთდები ამ ადამიანების სიხარულს. 3 000-ზე მეტი ოჯახია საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული. აღნიშნული პროგრამის განხორციელებას განვაგრძობთ. ჯერ კიდევ რჩება ამ მიმართულებით გამოწვევები, თუმცა ყველა […]

პაატა მანჯგალაძე – ისე არ მოხდეს, რომ მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმ.გიორგის ადგილი სტალინის „წმინდა იოსების“ მსგავსმა ცრუ ხატებმა დაიკავოს

„ქართული ოცნების“ მიერ რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფისთვის კანონპროექტის ინიცირება არის ფარისევლობა, მაშინ როდესაც ზუსტი განმარტება არ არსებობს, რა ითვლება რელიგიურ ნივთად, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების თაობაზე. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ოცნების“ ინიციატივა ფარისევლობაა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვას არ ემსახურება. „კარგია ყველა […]