“არავინ ითხოვს, რომ უცხოური პროდუქცია აიკრძალოს, უბრალოდ თანაბარ მდგომარეობაში გვინდა ყოფნა” – ჩაის მწარმოებელი კომპანია

არავინ ითხოვს, რომ უცხოური პროდუქცია აიკრძალოს, უბრალოდ თანაბარ მდგომარეობაში გვინდა ყოფნა, – ამის შესახებ bm.ge-ის ჩაის მწარმოებელი კომპანია „კონას“ დამფუძნებელმა, ნატალია ფარცხალაძემ განუცხადა. მეწარმე მცირე ბიზნესების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და მათგან ორ მთავარს ასახელებს: ჰიპერმარკეტების მოთხოვნა, რეალიზაციაზე შეიტანონ პროდუქცია, წინასწარი გადახდის გარეშე და იმპორტირებული პროდუქციის დაბალი ფასი. „სხვა მრავალ გამოწვევასთან ერთად მინდა ერთ კონკრეტულზე […]
კალაძე დანიის ელჩზე: ვინც ასეთ უხამს განცხადებებს აკეთებენ, სამარცხვინოები არიან

ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებს თავის საქმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით… ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი ვიცით, როგორ იმართებიან და ფულს როგორ იღებენ. ეს ყველაფერი ლობიზმით არის შენიღბული. იმ “რუსული კანონით”, […]
რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა შავ ზღვაში განაღმვის ოპერაციებზე მემორანდუმი გააფორმეს

რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შავ ზღვაში ნაღმების საწინააღმდეგო საზღვაო ჯგუფის (MCM Black Sea) შექმნის შესახებ. ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს ერთობლივ ოპერაციებს სამი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში, შავ ზღვაში. მემორანდუმს ხელი თურქეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 იანვარს სტამბოლში მოაწერეს. ინიციატივის მიზანი იმ ოპერაციებისთვის ზედამხედველობის გაწევაა, რომელთა შედეგი რუსეთის უკრაინაში […]
ირანის ქალაქ ქერმანში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში მყოფი 35 პირი დააკავეს

ირანის ქალაქ ქერმანში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში მყოფი 35 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ირანის სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ირანში, 3 იანვარს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ირანული მედიის ცნობით, ორი თვითმკვლელი ტერორისტიდან ერთ-ერთი ტაჯიკეთის მოქალაქეა, რომელიც ირანში არალეგალურად 19 დეკემბერს შევიდა.
ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს

ესტონეთი უკრაინას 2027 წლამდე 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზღუდვები უკრაინისთვის იარაღის […]
კახა კალაძე ჯარიმების გამკაცრებაზე – არავის დაჯარიმება არ მიხარია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველა გაითვალისწინებს აღნიშნულ მიდგომას და არც კომპანია, არც ფიზიკური პირი, თავს არ დაიჯარიმებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განმარტა, თუ რატომ გამკაცრდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმები. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით ჯარიმების გაზრდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ინტერესით არის ნაკარნახები. „2017 წლიდან მოყოლებული ვიბრძვით ამ მიმართულებით, ეს იყო ჯარიმების, რეგულაციების შემოღება, დარჩენილი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით მიდგომები და უკვე საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელებულია და ვფიქრობთ, რომ […]
დანიის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

დანიის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატს უწყებაში დღის ბოლომდე ელოდებიან. ამას წინ უძღოდა ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. დანიის ელჩმა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.
ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებიც არიან

ხარკოვზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი უცხოელი – საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. „დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე, ორივე თურქული მედიის ჟურნალისტი“, – აცხადებენ პროკურატურაში. მათივე ინფორმაციით, 10 ადამიანი საავადმყოფოშია, სამს კი ადგილზე მკურნალობენ. მომხდარზე უკრაინის […]
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ხარკოვში დაშავებულმა საქართველოს მოქალაქემ კლინიკა უკვე დატოვა

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც უკრაინის ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავდა, საავადმყოფო უკვე დატოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მისი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ „მსუბუქი დაზიანება მიიღო“ და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს ხარკოვის საავადმყოფოში, რომელიც გამთენიისას დატოვა. ხარკოვის საოლქო პროკურატურამ გასული ღამით განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად […]
მიმოწერის ფუნქციის მქონე ონლაინსერვისებს შესაძლოა დაევალოთ მონაცემების “ეფესბესთვის” გადაცემა

რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრო გამოვიდა მოწოდებით, რომ შეტყობინებების გაცვლის ფუნქციის მქონე ონლაინსერვისები იძულებით შეიტანონ ინფორმაციის გამავრცელებელთა რეესტრში. სამინისტროს შესაბამის პროექტზე ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Коммерсантъ-ი. რეესტრში შეტანილი უწყებები ვალდებულნი არიან, ნახევარი წლის განმავლობაში შეინახონ მომხმარებელთა მიმოწერა, მონაცემები მიაწოდონ “ეფესბეს” და დააყენონ მოწყობილობა, რომელიც “ეფესბეს” საშუალებას მისცემს, მოიპოვოს ინფორმაცია მომხმარებლებზე და მათ მოქმედებებზე. სამინისტროს პროექტის თანახმად, რეესტრის […]