“ოლიგარქი ივანიშვილი” | დანიის საელჩო ელჩის განცხადებაზე განმარტებას ავრცელებს

დანიურ გაზეთში, ელჩი სორენსენის სტატიაზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით, დანიის საელჩო საქართველოში განმარტევას აკეთებს. საუბარია დიპლომატის განცხადებაზე, სადაც მან ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა: „სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის ახლად […]

არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების, მათ შორის მიმალვის საფრთხე | მოსამართლე ცოლის მკვლელობაში ბრალდებულზე

თბილისში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა. სხდომა კლინიკის პალატაში ჩატარდა. მოსამართლემ განმარტა, რომ გიორგი კავლელაშვილს და დაცვის მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია. “არსებობდა როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, ისე საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების, მათ შორის მიმალვის საფრთხე. პოზიცია მისი იყო – დაეთანხმა, გრძნობდა რაღაც თავის მორალურ […]

“უკრაინამ უნდა მიიღოს ის რაც სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს” | ესტონეთი 1,2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გამოყოფს

ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, – ამის შესახებ განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. კარისის განცხადებით, უკრაინა სამხედრო დახმარებას სამი წლის განმავლობაში მიიღებს. “უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს, რათა უკრაინამ მიიღოს ის რაც სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ […]

ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამო, დანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

დანიის ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატი უკვე საგარეო უწყებაშია. მას სავარაუდოდ ახსნა-განმარტებებს მოსთხოვენ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა. ელჩის ამ შეფასებამ “ოცნების” წევრები წყობიდან გამოიყვანა. ისინი დილიდან ითხოვენ დიპლომატისგან ბოდიშის მოხდას და საგარეოს მოუწოდებდნენ, სორენსენი ახსნა-განმარტებებისთვის დაებარებინა. იხილეთ ასევე: · “ოლიგარქი ივანიშვილი” | დანიის საელჩო ელჩის […]

ჰააგაში დაიწყო სასამართლო ისრაელის მიმართ ბრალდებაზე, რომ ის ღაზაში გენოციდს აწარმოებს

ჰააგაში დაიწყო გაეროს საერთაშორისო სასამართლოს სხდომა, რომელზეც განიხილება ისრაელის მიმართ ბრალდება ღაზის მოსახლეობის გენოციდში. სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ. შარშან ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელის არმია ღაზაში ატარებს სამხედრო ოპერაციას პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება. ოპერაციის მსვლელობისას ათასობით პალესტინელი დაიღუპა. ისრაელმა ოპერაცია დაიწყო თავდასხმის საპასუხოდ, რომელიც ჯიჰადისტებმა განახორციელეს 7 […]

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო

ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო. მოსკოვი-თბილისის რეისი, თბილისის ნაცვლად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. “ეარ დილიჯანის” საჰაერო ხომალდი, რომელიც ერევანი-თბილისის რეისს ასრულებდა, უკან – ერევანში გაფრინდა. ხოლო ავიაკომპანია “აზალის” ბორტი, რომელიც ბაქო-თბილისს ასრულებდა, ასევე უკან – ბაქოში დაბრუნდა. უკან დაბრუნდა “ქეშმ ეირიც”, რომელიც თეირანიდან თბილისის მიმართულებით მოფრინავდა. სტამბოლი-თბილისის რეისი გადამისამართდა ტრაპზონში. სხვა […]

ხელმოცარულები არიან, რით დაკავდნენ არ იციან – ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებული გეგმა რომ წაეკითხათ, ეცოდინებოდათ, რომ სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები უკვე გაწერილია – ირაკლი ზარქუა

“ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას, რომ საგარეო უწყებამ ეუთო/ოდირს სადამრკვირვებლო მისიის გამოგზავნის მოთხოვნით მიმართოს, მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. “ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, უმრავლესობა თებერვალში აპირებს საერთაშორისო ორგანიზაციას სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის მოთხოვნით მიმართოს. “ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ამათ ფეხებზე ჰკიდიათ ის გეგმა, რომელზეც შევთანხმდით ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. რომ წაეკითხათ, რაც გამოვაქვეყნეთ, ეწერა, რომ 2024 წლის […]

დანიის საელჩო – ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში – საელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან

დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს, – ამის შესახებ საქართველოში დანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. საელჩო დანიურ გაზეთში, ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის სტატიაზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. „სტატია […]

დავით მათიკაშვილმა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღო მონაწილეობა

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით მათიკაშვილმა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების, ბიუროს და სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრები ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. შეხვედრებში უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას ეროვნული საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სესიაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს. დავით მათიკაშვილმა კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ […]

საპატრიარქოს განცხადების მიუხედავად, სტალინის გამოსახულებიანი ხატი ამ დრომდე სამებაშია

საპატრიარქოს განცხადების მიუხედავად, მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, ამ დრომდე სამების საკათედრო ტაძარშია. განცხადება საპატრიარქომ დაახლოებით 2 საათის წინ გაავრცელა და იმ მიზეზით, რომ სტალინისა და მატრონას შეხვედრა ისტორიული ფაქტით არ დასტურდება, შემწირველებს ხატში ცვლილებების შეტანა მოსთხოვა. შემწირველი “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოს დაემორჩილებიან.