თავხედური განცხადებაა, ვურჩევდი, ბოდიში მოუხადოს ჩვენ საზოგადოებას | ზარქუა დანიის ელჩს

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა საქართველოში დანიის ელჩს, ანე ტოფტ სორენსენს ურჩევს, რომ ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს. ელჩმა ოპ-ედი გამოაქვეყნა, რომელშიც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ზარქუა ამბობს, რომ ეს განცხადება დანაშაული და მიუღებელია. ის დარწმუნებულია, რომ დიპლომატს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიბარებს. “რაც შეეხება […]

ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

კაცს, რომელსაც ცივი იარაღის გამოყენებით ცოლის მოკვლა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისიძების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამასთან დაკავშირებით მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა კლინიკა “ჯეოჰოსპიტალსში”, ბრალდებული კაცის პალატაში იმსჯელა. მიყენებული თვითდაზიანებების გამო, კაცი ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. “აღკვეთის ღონისძიების სახით გამოვიყენე პატიმრობა – ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩავთვალე, რომ არსებობდა საქმეზე როგორც ფაქტობრივი, მტკიცებულებითი, […]

ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების შემდეგ, დანიის ელჩი საგარეოში დაიბარეს

საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ელჩი საგარეო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. ივანიშვილზე ელჩმა დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ისაუბრა, სადაც საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვაზე ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ წერს. […]

ზარქუა: დანიის ელჩის განცხადება თავხედური და უპასუხისმგებლოა

მე ამ განცხადებას დავარქმევდი უპასუხისმგებლოს, სიცრუეს, დეზინფორმაციასა და თავხედურს […] შეიძლება, ამ განცხადებებს ერთადერთი ამოცანა და მიზანი ჰქონდეს – ეს არის პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა. რის საპირისპიროდაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი ვმუშაობთ. მოგიწოდებდით, შემდეგში უფრო ფრთხილი იყოთ. არ ვიცი, ეს შეცდომით თუ გამიზნულად ქენით, ორივე შემთხვევაში დანაშაულია და მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, […]

პროკურორის განცხადებით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა ითხოვა, რომ პატიმრობა შეფარდებოდა, თუმცა ეს დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს

პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, გიორგი კავლელაშვილმა, რომელიც მეუღლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაშია ბრალდებული, ითხოვა, რომ პატიმრობა შეფარდებოდა, თუმცა ეს დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს. პროკურორის განმარტებით, ეს სულ სხვა პროცედურაა, შესაბამისად, დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს გია შაიშმელაშვილმა კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში” განუცხადა, სადაც გიორგი კავლელაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. „სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ გაითვალისწინა […]

სომალი აცხადებს, რომ ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად მუშაობს

სომალი აცხადებს, რომ ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად მუშაობს. „გუშინდელი დღიდან, მას შემდეგ რაც შემთხვევა მოხდა, ეკიპაჟის გადასარჩენად მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს“, – განაცხადა სომალის ინფორმაციის, კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, დაუდ ავეისმა. პოლკოვნიკმა აბდულაჰი ისემ, განაცხადა, რომ გაერო-ს კონტრაქტის მქონე ვერტმფრენი სოფელ ჰინდერის მახლობლად ავარიულად დაეშვა, რომელსაც „ალ-შაბაბი“ აკონტროლებს. შეგახსენებთ, „ალ-შაბაბი“, „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული […]

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფსა” და „სადახლო-საავტომობილოში”, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა – 131,56 გრამი) და ვერცხლის (წონა – 194,78 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 […]

თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 23 ოჯახს დაუკანონდა

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისში კიდევ 23 ოჯახს გადაეცა. სამგორის რაიონში მცხოვრებლებს კახა კალაძე შეხვდა. საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართებით 3 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.

საჯარო სივრცეში ერთმა პოლიტიკოსმა მეორეს მოღალატე რომ უწოდა, მგონი, გაგიჩნდება სურვილი, საჯაროდ გაარჩიო, მართლა ხარ თუ არა მოღალატე – იაგო ხვიჩია გახარიაზე

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ყოფილი პრემიერის გამოწვევა გასაკვირი არ არის ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მაშინ, როდესაც ღალატში გადანაშაულებენ, ბუნებრივია, რომ პასუხების პირისპირ გაცემის სურვილი გქონდეს. “საჯარო სივრცეში ერთმა პოლიტიკოსმა მეორეს მოღალატე რომ უწოდა, მგონი, გაგიჩნდება სურვილი, საჯაროდ გაარჩიო, მართლა ხარ თუ არა მოღალატე, როგორც ამას გაბრალებენ. ამიტომ, სრულიად ბუნებრივი მგონია ბატონი გახარიას შეთავაზება […]

ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ არ გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა – იაგო ხვიჩია

დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. დიპლომატმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. ანე ტოფტ სორენ-სენმა დანიურ მედიაში გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. ელჩს შეფასებაში ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება. “ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უკვე თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოში არსებობს ოლიგარქიული მმართველობა. როდესაც ელჩი აკეთებს ასეთ განცხადებას, ეს არის ზოგადი, ძალიან მყარი პოზიცია, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში […]