უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა ყველა რუსული სამხედრო გემი, მათ შორის აფხაზეთშიც

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი ოლექსი ნეიჟპაპა კანონიერ სამიზნედ მიიჩნევს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ რუსულ სამხედრო გემებს. ამის შესახებ ვიცე-ადმირალმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალს ჰკითხეს, რისთვის არის საჭირო ახალი საზღვაო ბაზა, რომელსაც რუსეთი აფხაზეთში აშენებს. ოლექსი ნეიჟპაპას თანახმად, ეს არა იმდენად ბაზა, არამედ ბაზირების პუნქტია, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთს სჭირდება […]

“უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული… თავად განსაჯეთ…” – ჯაღმაიძე

განცხადება, რომ შემომწირველმა, ანუ ირმა ინაშვილმა და დავით თარხანმოურავმა ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანოს, პატრიარქთან შეთანხმდა – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს: “საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და მინდა განვმარტო კიდევ ერთხელ, რომ, ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზეც ვრცელდება. […]

“ალტინფოს მრევლი ისე ათრევს საპატრიარქოს… ეგეთი მძაფრსიუჟეტიანი თრევა ვერ მახსენდება” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: ალტინფოს მრევლი ისე ათრევს საპატრიარქოს სხვადასხვა ქსელებში, დავბერდი ქალი და “ლიბერასტების“ მხრიდან ეგეთი მძაფრსიუჟეტიანი თრევა ვერ მახსენდება

დანიის ელჩოს დაბარება “საგარეოში” და საელჩოს განმარტება – დეტალები

დანიის ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატი უკვე საგარეო უწყებაშია. მას სავარაუდოდ ახსნა-განმარტებებს მოსთხოვენ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა. პარალელურად, დანიის საელჩო საქართველოში განმარტებას აკეთებს: „სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და […]

ხარკოვზე რუსეთის თავდასხმისას დაშავებულმა საქართველოს მოქალაქემ საავადმყოფო დატოვა

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმის დროს დაშავებულმა საქართველოს მოქალაქემ ხარკოვის საავადმყოფო უკვე დატოვა – ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურდა. უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ მცირედი დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც მას პირველადი დახმარება ქალაქის საავადმყოფოში აღმოუჩინეს. ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, ქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავებულთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე იყო.

იტალიის კულტურული მემკვიდრეობის მდივანს მე-17 საუკუნის ტილოს მოპარვაში ედება ბრალი

იტალიის კულტურული მემკვიდრეობის მდივანს ვიტორიო სგარბის მე-17 საუკუნის ტილოს მოპარვასა და დაზიანებაში ედება ბრალი. თავად სგარბი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. ტილოს ღირებულება დაახლოებით 300 000 აშშ დოლარია. რუტილიო მანეტის ტილო “წმინდა პეტრეს შეპყრობა” პიემონტის რეგიონში ბურიასკოს სასახლიდან 2013 წელს დაიკარგა. ბრალდების მიხედვით, ვიტორიო სგარბიმ პროფესიონალი მხატვარი დაიქირავა და მოპარულ ტილოზე ჩირაღდანი დაახატინა, რათა თავი აერიდებინა გამოძიებისთვის. […]

უკრაინას სწრაფად გამარჯვებაში უნდა დავეხმაროთ – რესპუბლიკელი კონგრესმენების გეგმა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელების საგარეო საქმეთა კომიტეტმა უკრაინაში გამარჯვების გეგმა 2023 წლის 15 ნოემბერს წარადგინა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღწერილია ის საფრთხეები, რომლებიც მსოფლიოს გარშემო ძირს უთხრის ამერიკის ინტერესებს. ამისთვის, რესპუბლიკელი კონგრესმენები სამოქმედო გეგმას წარადგენენ, რათა უკრაინამ მიმდინარე ომში გაიმარჯვოს, ხოლო რუსეთი დამარცხდეს. კომიტეტის თქმით, ჩინეთის, ირანის, ირანის მარიონეტებისა და ჩრდილოეთ კორეისგან შემდგარი ალიანსი რუსეთს აშშ-ს წინააღმდეგ […]

ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო, დანიის ელჩი სამინისტროში იმყოფებოდა

ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო, საქართველოში დანიის სამეფოს ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. ამ დროისთვის, ელჩმა უწყება უკვე დატოვა. ინფორმაცია ტაბულას სამინისტროში დაუდასტურეს. საქართველოში დანიის სამეფოს ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ Op-Ed-ში ბიძინა ივანიშვილი რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქად მოიხსენია. ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების მოკლედ აღწერის დროს, სორენსენმა ასევე აღნიშნა, რომ […]

ელჩის სტატიიდან ამოღებული ამონარიდი კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში – დანიის საელჩო

დანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს დანიურ გაზეთში ელჩი სორენსენის სტატიაზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით. საელჩოს განცხადებით, დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდი ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. მათივე განცხადებით, საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან“. „სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს […]

ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამო, დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამო, დანიის ელჩი საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, დანიის ელჩი უკვე საგარეო უწყებაში იმყოფება. დანიის ელჩმა დანიურ მედიაში სტატია გამოაქვეყნა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. ელჩის სტატიას დანიის საელჩოც გამოეხმაურა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტატიიდან ამოღებული ამონარიდი ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე […]