გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ლისი, მსხალდიდი, წოდორეთი, ვარდის წყარო, მუხათგვერდი, ზაჰესი და მიმდებარე სოფლებში; 11:50-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში: ზემო კარაბულახი, ქვემო კარაბულახი, უსეინქენდი, მამიშლარი და მიმდებარე […]
ახალი პროექტის “კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” – პირველი წიგნი ცნობილია

15 იანვრიდან შესაძლებლობა გაქვთ, წინასწარ ონლაინ შეუკვეთოთ ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების სერიის ,,50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ გაგრძელება ,,კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“. სერიის პირველი წიგნი უკვე ცნობილია. ეს გახლავთ ანე ფრანკის “უკანა სახლი (დღიური წერილების სახით)”, რომელიც 30 000-ზე მეტმა ადამიანმა შეარჩია. გამოცემა წიგნის მაღაზიის თაროებზე […]
გიორგი კეკელიძე – პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა

პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ძალიან დიდი უსამართლობაა“. „პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 […]
ლევან ხაბეიშვილი – ჩვენი პარტნიორების ჩართულობა მნიშვნელოვანია – უნდა ესმოდეს “რუსულ პარტიას”, რომ ვერანაირი ხელოვნური ჩარევა და გაყალბება ამ არჩევნებზე ვერ უშველის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციასთან შეხვედრას მართავენ. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საუბრის მთავარი თემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას ეხება. მისივე თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობასაც. “მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის სადამკვირვებლო მისია 2024 წელს. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს, ყველას აბსოლუტურად, მივწერეთ კონკრეტული წერილები იმის […]
რელიგიის სააგენტოს საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელი ეწვია

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, იასპერ მოლერს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს მოკლედ გააცნო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და მისი ძირითადი აქტივობები. „საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რელიგიის სააგენტოს თანამშრომლობას საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან. […]
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობაზე – რუსული ხომალდი უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნეა, სადაც არ უნდა იყოს ის

ჩვენთვის ლეგიტიმური სამიზნეა ნებისმიერი ხომალდი, რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წმინდა ანდრიას დროშით დაცურავს, სადაც არ უნდა იყოს, მსოფლიო ოკეანეების რომელ ნაწილშიც არ უნდა იყოს ის,- ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, ალექსეი ნეიჟპაპამ უკრანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, იქნება თუ არა აფხაზეთში ახალი რუსული ბაზა უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე. მისი თქმით, აფხაზეთში ახალი […]
პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან – გიორგი კეკელიძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის თქმით, პარლამენტოს თავმჯდომარე მას თანამდებობის დატოვების შესახებ ესაუბრა. „პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6826 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6826 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6826 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9415 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9427 ლარს შეადგენდა. […]
რეგიონებში სავაჭრო ცენტრები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს – „სინომი რითეილი“ ქვეყანაში ახალი ბრენდების შემოყვანის შემაფერხებელ ფაქტორებზე

„საქართველოს დიდ ქალაქებში შესაბამისი მოცულობის სავაჭრო ცენტრები არ არის, რომელიც გარკვეულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, – ამის შესახებ BM.GE-სთან ევროპული ტანსაცმლის ფრენჩაიზ ოპერატორი კომპანიის „სინომი რითეილი“ დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა განაცხადა. აღსანიშნია, რომ კომპანიას საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების წარდგენის 12-წლიანი ისტორია აქვს და 22 საერთაშორისო ბრენდსა და 70 მაღაზიას აერთიანებს. „სინომი რითეილი“ დირექტორის ინფორმაციით, რეგიონებში არსებული […]
საპატრიარქოს განცხადებას, მატრონა მოსკოველის ხატში ცვლილებების შეტანის შესახებ ირმა ინაშვილი გამოეხმაურა, ხატი სამების საკათედრო ტაძარს სწორედ მან შესწირა

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. საპატრიარქოს განცხადებას უკვე გამოეხმაურა ირმა ინაშვილი, რომელმაც ხატი სამების საკათედრო ტაძარს შესწირა. “ვიზიარებთ და ჩვენთვის მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. თუ იქნება ეკლესიის მხრიდან ის პოზიცია, რომ უნდა მოხდეს ცვლილების შეტანა ამ პატარა ეპიზოდში, ჩვენ ვთხოვთ ხატმწერს და ის იმედია დაგვთანხმდება […]