უკრაინამ Subway ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა

უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ამერიკული სწრაფი კვების ქსელი Subway “ომის სპონსორთა” სიაში შეიყვანა. ამის მიზეზი კი რუსეთში მოქმედი 500-მდე Subway-ს რესტორანია. აღნიშნულ სიაში უკვე შეყვანილია საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა PepsiCo Inc. და Philip Morris Internatonal Inc. სააგენტოს მიხედვით, Subway-ის რეკლამა განთავსებულია სანქცირებულ რუსულ სოციალურ ქსელებში და შეკვეთების მიწოდებისთვის იყენებს რუსულ Yandex-ს. ამერიკულ კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ […]

გიორგი კეკელიძე: მითხრეს, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ მას თანამდებობიდან წასვლაზე ესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შეხვედრისა და საუბრის შინაარსზე კეკელიძემ ფეისბუკში დაწერა. “პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა […]

დანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს დანიის ელჩი საქართველოში ტოფტ სორენსენი. ინფორმაცია სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურდა რადიო თავისუფლებას. სავარაუდოდ, საქმე ეხება დანიურ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ საქართველოს შეეხება. 10 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ოლიგარქად არის მოხსენიებული მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ახლა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეა. ის, რომ ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებდნენ, პარლამენტში […]

ესტონეთში ვიზიტისას ზელენსკიმ თქვა, რომ საბრძოლო პაუზა რუსეთს წაადგებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს ესტონეთში ვიზიტისას გამოვიდა რუსეთთან ომში პაუზის წინააღმდეგ და თქვა, რომ ასეთი პაუზა მოსკოვს წაადგებოდა. პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვას, ასეთი პაუზა სასარგებლო ხომ არ იქნებოდა უკრაინისთვის, რომელიც იარაღის მარაგის დაგროვებას შეძლებდა. მან აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა, რომელსაც არ მოჰყვება ომის შეწყვეტის შესახებ პოლიტიკური დიალოგი, „დაეხმარება მხოლოდ“ რუსეთს, ვინაიდან ის, ზელენსკის თქმით, […]

Bloomberg-ი: აშშ აპირებს, უკრაინას მოსთხოვოს ომის წარმოების კონკრეტული გეგმა

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, დიდი ალბათობით, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში, უკრაინის პრეზიდენტისგან მოითხოვს რუსეთთან ომის წარმოების უფრო კონკრეტულ გეგმას. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, უკრაინელი სამხედროები 2024 წლის გეგმას ამუშავებენ და ვაშინგტონს სურს დაადგინოს, თუ როგორ მოახდინოს საკუთარი მხარდაჭერის უკეთ კოორდინირება. ამავე დროს თეთრი […]

პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან | გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ მას თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა: “პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე […]

ათობით უკრაინელი ბავშვი ბელარუსში სამხედროებთან ერთად, “გადარჩენის წვრთნებზე” გაგზავნეს | მედია

ათობით უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს ბელარუსში და გაგზავნეს “საგანგებო სიტუაციების დროს გადარჩენის წვრთნებზე” ბელარუსელ სამხედროებთან ერთად. უკრაინული მედია წერს, რომ 35 ბავშვი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ანტრაციტიდან, რომელიც რუსეთს 2014 წლიდან აქვს ოკუპირებული, აღმოსავლეთ ბელარუსის ქალაქ მოგილევში გაგზავნეს, სადაც მათ ასწავლიდნენ, როგორ მოიქცნენ “ექსტრემალურ სიტუაციებში.” შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტის შუა რიცხვებში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ […]

დანიის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა

დანიის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. დიპლომატი უწყებაში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია შეხვდა. ოფიციალური განცხადება, თუ რატომ დაიბარეს და რა განმარტებები მოსთხოვეს დანიის ელჩს უწყებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია. თუმცა მიზეზი ანე ტოფტ სორენსენის ის განცხადება გახდა, სადაც […]

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 11 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.53 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.12 თეთრით. 11 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6826 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9415 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 3 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.95 ლარად.

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 12 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ისნის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კობარეთის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, უბილავას, ვაჟა ივერიელის, წინანდლის, ნოსირის, ახმეტის, კასპის, ავლიპ ზურაბიშვილის, თელავის, ხახანაშვილის და დოესის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე […]