ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ნისლი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩადის | განიხილება ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის საკითხი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინაში ჩადის. ქალაქ უჟგოროდში ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება. უნგრელი მინისტრი შეხვედრას გამართავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან. ანდრეი ერმაკთან. ვიზიტი 29 იანვარსაა დაგეგმილი. „თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, არის დადასტურებული თარიღი, 29 იანვარი. შევხვდები უკრაინელ კოლეგას, მინისტრ კულებას უჟგოროდში, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა, რომ მაღალი დონის […]

ზამთრის საბურავების გასაკონტროლებლად, პოლიციამ რეგიონებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოაწყო | მძღოლების პროტესტი რეგულაციას

იმ ავტომფლობელების გამოსავლენად, რომლებიც ზამთრის საბურავებით არ სარგებლობენ, საპატრულო პოლიციამ რეგიონებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოაწყო, სადაც პატრულ-ინსპექტორები საბურავების მახასიათებლებსა და ვადას ამოწმებენ. ამგვარი პუნქტები მოწყობილია საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებში, სადაც დიდთოვლობაა და მაღალია მოცურების რისკი. ჯამში ასეთი სახიფათო მონაკვეთი საქართველოში 35-ია, სადაც ზამთრის საბურავის გარეშე ავტომობილი 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში არ დაიშვება. მძღოლების თქმით, […]

Google ასობით სამუშაო ადგილს ამცირებს

ამერიკულმა კომპანია Alphabet Google-მა რამდენიმე გუნდში ასობით თანამშრომლის შემცირება გამოაცხადა. შემცირების ფარგლებში Fitbit-ის თანადამფუძნებლები ჯეიმს პარკი და ერიკ ფრიდმანი ასევე დატოვებენ კომპანიას, რადგან ტექნოლოგიური გიგანტი ხარჯების შემცირებას აგრძელებს. ამის შესახებ Reuters იუწყება. Google გაათავისუფლებს ასობით ადამიანს თავის ხმოვანი ასისტენტის განყოფილებაში, რამდენიმე ასეულ ადამიანს აპარატურულ გუნდში, რომელიც პასუხისმგებელია Pixel-ზე, Nest-ზე და Fitbit-ზე და ადამიანების უმეტესობას გაძლიერებული […]

დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მისი ოლიგარქად მოხსენიება უდიდესი შეურაცხყოფაა არა მარტო ივანიშვილის, არამედ მთლიანად სახელისუფლებო გუნდის

“უკვე მერამდენედ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში”, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, დანიის ელჩის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებას სოციალურ ქსელში. ხუნდაძის თქმით, კარგი იქნება თუ საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ელჩების კანდიდატების შერჩევას და ადგილი აღარ ექნება დიპლომატის მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. “უკვე მერამდენედ, […]

“ივანიშვილს დაუყადაღდეს აქციები, ჩამოერთვას ქონება, დაედოს სავიზო სანქციები” – ნათელაშვილის 5 მოთხოვნა ვაშინგტონს და ბრიუსელს

“ლეიბორისტული პარტიის” მიერ ათეული წლის წინ დაწყებულმა ბრძოლამ ოლიგარქის დასანქცირებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს ადამიანი შეიყვანა ფაქტობრივი სანქციების რეჟიმში და თუ ეს ვინმეს არ ეჯერა, რამდენიმე დღის წინ მოისმინეთ, როგორ აღიარა ივანიშვილმა, რომ ის დასანქცირებულია. “ლეიბორისტული პარტია” ამზადებს სანქციათა ახალ პაკეტზე წინადადებებს, რომელიც ამ დღეებში გაიგზავნება ვაშინგტონსა და ბრიუსელში. ეს მოიცავს შემდეგ პუნქტებს: 1. დასანქცირდეს […]

“შემნახველი ბატარეით აღჭურვილი მზის/ქარის სადგურისთვის ტარიფი გაცილებით მაღალი იქნება” – თორნიკე ბახტურიძე

ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის სიმძლავრის მეორე აუქციონი გამოცხადდა. წარმოდგენილი პროექტების ჯამური სიმძლავრე 800 მეგავატია. მთავრობას სურს აუქციონის ფარგლებში მარეგულირებელი სადგურებიც აშენდეს. კერძოდ, 300 მეგავატის მარეგულირებელი ჰესები ქარისა და მზის ელექტროსადგურები 125- 125 მგვტ, მათ შორის ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ, მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ. სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე […]

ბერლინში პირველი უპილოტო ავტობუსი ამოქმედდება

2024 წლის გაზაფხულზე ბერლინში პირველი უპილოტო ავტობუსი დაიწყებს ოპერირებას. უპილოტო ავტობუსი იმოძრავებენ Adenauerplatz-სა და Ernst-Reuter-Platz-ს შორის.დასაწყისში – პირველ თვეებში – ავტობუსში მეთვალყურედ იქნება მძღოლი. თუ ტესტირებები წარმატებული იქნება, ის მარშრუტზე უკვე მძღოლის გარეშე გამოვა. პროექტს Man Truck&Bus ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს. ესპანეთში, მალაგაში, სხვათა შორის, უპილოტო ავტობუსები 2021 წლიდან მოძრაობს. ავიანიუსი

შავი ზღვის განაღმვა – თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი

თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც კოორდინაციას გაუწევს შავ ზღვაში, მათი ტერიტორიული წყლების ნაღმებისგან გაწმენდას, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა. „ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ ხელი მოვაწეროთ პროტოკოლს სამ ქვეყანას შორის შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად საბრძოლველად, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების გზით“, – […]

აშშ-ს საპრეზიდენტო რბოლას ტრამპის კრიტიკოსი კანდიდატი კრის კრისტი გამოეთიშა

აშშ-ს ნიუ ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა კრის კრისტიმ 10 იანვარს განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კამპანიას წყვეტს. “ამ ღამით ჩემთვის აშკარაა, რომ [რესპუბლიკური პარტიის] ნომინაციის მოგების გზა ჩემთვის არ არსებობს, რის გამოც დღეს აშშ-ს პრეზიდენტობისთვის წინასაარჩევნო კამპანიას ვწყვეტ”. – განაცხადა კრისტიმ ნიუ ჰემფშირში გამოსვლისას. საპრეზიდენტო კამპანიის დროს იგი ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარი კრიტიკოსი […]