“ივანიშვილს დაუყადაღდეს აქციები, ჩამოერთვას ქონება, დაედოს სავიზო სანქციები” – ნათელაშვილის 5 მოთხოვნა ვაშინგტონს და ბრიუსელს

“ლეიბორისტული პარტიის” მიერ ათეული წლის წინ დაწყებულმა ბრძოლამ ოლიგარქის დასანქცირებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს ადამიანი შეიყვანა ფაქტობრივი სანქციების რეჟიმში და თუ ეს ვინმეს არ ეჯერა, რამდენიმე დღის წინ მოისმინეთ, როგორ აღიარა ივანიშვილმა, რომ ის დასანქცირებულია. “ლეიბორისტული პარტია” ამზადებს სანქციათა ახალ პაკეტზე წინადადებებს, რომელიც ამ დღეებში გაიგზავნება ვაშინგტონსა და ბრიუსელში. ეს მოიცავს შემდეგ პუნქტებს: 1. დასანქცირდეს ივანიშვილის საბანკო ანგარიშები მსოფლიოს ყველა ბანკსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში. 2. დაიბლოკოს ივანიშვილის მიერ გახსნილი კორპორაციები ობშორულ ზონებში. 3. დაყადაღდეს ივანიშვილის აქციები მსოფლიოს ტრანსნაციონალურ კორპორაციებში. 4. ჩამოართვას და დაიბლოკოს ივანიშვილის უძრავ-მოძრავი ქონება დედამიწის ყველა წერტილში. 5. დაედოს სავიზო, დიპლომატიური სანქციები ოლიგარქ ივანიშვილსა და მისი ოჯახის ყველა წევრს. ეს უნდა გაკეთდეს დროზე, სანამ ოლიგარქი მთელ მსოფლიოს და საქართველოს მოევლინება პრეზიდენტად ან პრემიერად, რითაც შეიქმნება დამატებითი პრობლემები მისი საბოლოო ნეიტრალიზაციის გზაზე. ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება ოპერატიულად. სანქცირების აღნიშნული პაკეტი ქვეყანას მოუტანს დეოლიგარქიზაციას და მოახდენს ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას არჩევნების გზით”

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა