არასრულწლოვნების დაჯგუფება ვარკეთილში | “მთავარმა არხმა” მოიპოვა კადრები, როგორ უსწორდებიან მოზარდები 25 წლის კაცს ფიზიკურად – დაკავებული ამ დრომდე არავინაა

არასრულწლოვნების დაჯგუფება ვარკეთილში | “მთავარმა არხმა” მოიპოვა კადრები, როგორ უსწორდებიან მოზარდები 25 წლის კაცს ფიზიკურად – დაკავებული ამ დრომდე არავინაა ქურდობებიდან ძალადობრივ თავდასხმამდე. დამნაშავე მოზარდები ისევ დაუსჯელები რჩებიან. “მთავარმა არხმა” მოიპოვა კადრები, სადაც კარგად ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად არასრულწლოვნების დაჯგუფბა ახალგაზრდა მამაკაცს. ეს მასალა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა გამოძიებისთვის, რომელიც მოზარდების პასუხისგებაში მიცემის საშუალებას იძლევა, თუმცა […]
სტალინის გამოსახულება ხატიდან წაიშლება | სამდღიანი სკანდალი და საპატრიარქოს გადაწყვეტილება

სტალინის გამოსახულება ხატიდან წაიშლება | სამდღიანი სკანდალი და საპატრიარქოს გადაწყვეტილება სტალინის გამოსახულება წმინდანის ხატიდან წაიშლება. საპატრიარქო სამდღიან სკანდალს გამოეხმაურა და საკუთარი გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. საბჭოთა დიქტატორის ადგილი წმინდა მატრონას ხატზე არ არის, მიაჩნიათ მღვდელმთავრებს, რომლებიც მოუწოდებენ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს, ხატმწერს ცვლილებების განხორციელება სთხოვონ. ოფიციალური განცხადების გავრცელების შემდეგ გაჩნდა კითხვა, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება საპატრიარქომ? თავად ეკლესიის […]
ოკუპირებულ ცხინვალში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებლად პირველი სხდომა ჩატარდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა გაფართოებულ თათბირზე ე.წ სამინისტროების, დეპარტამენტების, რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები მიიწვია და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ორგანიზაციულ საკითხებზე ესაუბრა. შეხვედრას დე ფაქტო რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციის ე.წ ელჩი მარატ კულახმეტოვიც ესწრებოდა. ოსური მედიის ცნობით, გაგლოევმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვან უწყებებს ევალება არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე […]
მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც აჟიოტაჟი არ წყდება, კანონის შეცვლის მიზეზი ხდება – რელიგიური ნივთების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება

კანონი, რომლის მიხედვითაც რელიგიური ნაგებობისა და ნივთების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება, პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დარეგისტრირდება. მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივის მოტივი, სამების საკათედრო ტაძარში მომხდარი ვანდალური ფაქტი გახდა. ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატს, ორი დღის წინ საღებავი შეასხეს. კანონმდებლების თქმით, ახალი ნორმის მიზანი, რელიგიურ ნიადაგზე სავარაუდო კონფლიქტების პრევენციაა. ცვლილებების მომზადების დროს, საპარლამენტო უმრავლესობა ევროპული პრაქტიკის გამოყენებას გეგმავს. […]
30 წლის მამაკაცს ცოლის მკვლელობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – გიორგი კავლელაშვილს დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ არის

27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს, წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე კლინიკაში დღის პირველ საათზე მივიდა და სხდომა სასამართლო დარბაზის ნაცვლად ბრალდებულის პალატაში ჩაატარა. გიორგი კავლელაშვილის მიმართ საპატიმრო ღონისძიებაზე მსჯელობა ერთ საათს გაგრძელდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას 30 წლის მამაკაციც დაესწრო, თუმცა 9 იანვარს მომხდარზე არაფერი უთქვამს. პალატიდან გამოსვლის შემდეგ, მოსამართლემ გადაწყვეტილება დაასაბუთა და იმ […]
დანიის სამეფოს ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში – რა თქვა დიპლომატმა ბიძინა ივანიშვილზე და რა განმარტებებს აკეთებს საელჩო

პოლიტიკაში ორი კვირის წინ დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს, დანიის ელჩმა რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი უწოდა. ამის გამო ანნე ტოფტ სორენსენი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. რით ახსნა დიპლომატმა საკუთარი პოზიცია, ამაზე სამინისტროდან გამოსულმა ელჩმა საუბარი აღარ ისურვა და უწყება მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. მმართველმა პარტიამ დანიის ელჩის პოზიციაში მიზანმიმართული ქმედება ამოიკითხა. “ქართულ ოცნებაში” დიპლომატისგან ბოდიშის მოხდას ელოდებიან. […]
გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს – ექსპრემიერი ასევე ყოფილ პრემიერს სთავაზობს, პოლიტიკურ საკითხებზე საჯაროდ ისაუბრონ

გიორგი გახარია დებატებში ბიძინა ივანიშვილს იწვევს. ყოფილი პრემიერი ასევე ექსპრემიერს სთავაზობს, პოლიტიკურ საკითხებზე საჯაროდ ისაუბრონ. მათ შორის იმაზეც, რატომ გადადგა თავის დროზე გახარია მთავრობის მეთაურის პოსტიდან. გახარიას შეთავაზებას “ოცნების” ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს მმართველი გუნდი, სადაც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, მისი გუნდის ყოფილ პრემიერს მოღალატე უწოდა. სწორედ ღალატის შედეგად დაზიანებული რეპუტაციის გამოსწორების მცდელობას […]
მკვლელობა პიზის ფოსტაში – იტალიური მედია ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ქართველის ვინაობას ასახელებს

იტალიურმა მედიამ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის ვინაობა გაარკვია. 32 წლის შოთა ჯავშანაშვილი, დაქორწინებული, ორი შვილის მამა. ის პოლიციას მას შემდეგ ჩაბარდა, რაც გაიგო, რომ მის ოჯახში სამართალდამცველები იყვნენ მისული. კარაბინიერები ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ ეჭვმიტანილს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. ორივეს ბრალად ედება 26 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობა. მას მრავლობითი ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული. […]
გორში, ტყეში 40 წლამდე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გორში, ტყეში მამაკაცი 40 წლამდე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საუკეთესო კერძების მქონე ქალაქების რეიტინგში საქართველოს 2 ქალაქი მოხვდა – TasteAtlas

TesteAtlas-მა იმ ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საუკეთესო რეგიონული და ეროვნული კერძებია. ასეულში 2 ქალაქი მოხვდა საქართველოდან, თბილისი მე-17 ადგილზეა, ბათუმი – 83-ზე. პორტალი წერს, რომ რეიტინგი მათ მონაცემთა ბაზაში არსებული 16,601 ქალაქიდან შეადგინეს, მასში მონაწილეობა 395 205-მა (271,819 მოქმედი) მომხმარებელმა მიიღო და ამ 100-მა ქალაქმა, რეგიონული და ეროვნული კერძებისთვის მიხედვით, საუკეთესო შედეგები დააფიქსირა. რეიტინგის პირველ […]