საგარეო: [დანიის ელჩის] პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დანიის ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დანიის ელჩის პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს. “როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური მკითხველის […]
იუკნევიჩიენე: დასავლეთის მხრიდან [საქართველოზე] ყურადღება გაძლიერდება, აღარავინ მოტყუვდება

ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, დასავლეთის მხრიდან საქართველოზე ყურადღება გაძლიერდება. მისი თქმით, მმართველი პარტია დაინტერესებული უნდა იყოს, რომ 2024 წლის არჩევნები სადამკვირვებლო მისიამ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებად შეაფასოს. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა. “პირველ რიგში, ოცნება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ დამკვირვებლებმა ეს არჩევნები სამართლიან და თავისუფალ არჩევნებად შეაფასონ. სხვა შემთხვევაში, საქართველო […]
გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცია

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცია. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „ინტერპრესნიუსი“ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს, დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე, სტატია განახლდება.
ანდრია ჯაღმაიძე – სამწუხაროა, რომ ვანდალიზმს, რაც ეკლესიაში მოხდა, არ გამოეხმაურა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არცერთმა საელჩომ არ ახსენა ეს მოვლენა, როგორც ვანდალიზმი – სხვა კონფესიასთან დაკავშირებით აუცილებლად ატყდებოდა დიდი აჟიოტაჟი

ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ვანდალიზმს, რაც ეკლესიაში მოხდა, არ გამოეხმაურა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არცერთმა საელჩომ არ ახსენა ეს მოვლენა, როგორც ვანდალიზმი – დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად ატყდებოდა დიდი აჟიოტაჟი, – შესაბამისი განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წმინდა […]
ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნინოწმინდაში, სოფელ სამებადან 7 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 15:12 საათზე დაფიქსირდა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ – სამხრეთ აფრიკა მონსტრებს იცავს და ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს, როდესაც ის გენოციდს ებრძვის – რა თავხედობაა

სამხრეთ აფრიკა მონსტრებს იცავს და ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს, როდესაც ის გენოციდს ებრძვის. ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხრეთ აფრიკის მიერ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს. ნეთანიაჰუს თქმით, ჰააგის სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ წამოწყებული საქმე “თავდაყირა დაყენებული მსოფლიოს” ნიშანია. “ტერორისტული ორგანიზაცია ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ყველაზე საშინელ დანაშაულ სჩადის და ახლა ვიღაცა […]
“ასეთ უხეშ დარღვევაზე არ უნდა დახუჭოს თვალი იუსტიციის საბჭომ” – ლევან გოგიჩაიშვილი ქართულის არმცოდნე პირის თარჯიმნის გარეშე გასამართლებაზე

გუშინ, 10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. საქართველოს სასამართლო სისტემაში დარღვევები არ არის ახალი ამბავი გინდ […]
საერთაშორისო სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ საქმეს განიხილავს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა ხუთშაბათს ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საჩივრის განხილვა დაიწყეს. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზაში გენოციდში ადანაშაულებს და სასამართლოს სთხოვს დაავალდებულოს ისრაელი გადაუდებელი საჭიროების გამო შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია. ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს მისი წარმომადგენლების მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ გამოუცხადა. თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეები, 240-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. […]
ზელენსკი: ფრონტის ხაზზე ბრძოლის დაპაუზება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ომის დროებით შეჩერება სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს. ზელენსკის აზრით, რუსეთი ამ დროს იარაღის მარაგის შესავსებად და უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს. “უკრაინის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზზე პაუზა ომის შეჩერება არაა. ეს ომის დასასრული არაა. ამას არ მივყავართ პოლიტიკურ დიალოგამდე რუსეთის ფედერაციასთან, ან ვინმე სხვასთან. ეს პაუზა მხოლოდ რუსეთს წაადგება”,- განაცხადა ზელენსკიმ ესტონეთში […]
ჯაღმაიძე სტალინის გამოსახულებიან ხატზე: გამორიცხულია, განცხადებაში ვინმეს დასჯა მოგვეთხოვა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის გამო გარკვეული პირის დასჯას ვერ მოითხოვდნენ, რადგან მსგავსი ტიპის კომენტარს ქვეყნის პატრიარქი ვერ გააკეთებს. “მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც სამართლიანი პროტესტი ჰქონდა ამ ვანდალიზმის მიმართ, გაჩნდა ნაკლოვანების გრძნობა, რომ განცხადებაში თითქოს უნდა ყოფილიყო, მოთხოვნა კონკრეტული რომელიმე პირის დასჯისა, […]