ანდრია ჯაღმაიძე – შესაძლებელია, წინ გველოდებოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა, ეს არის ნეობოლშევიზმი

შესაძლებელია, წინ ჩვენ გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა , – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ ეს არის ნეობოლშევიზმი და წუხილს გამოთქვამს, რომ მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით „სკანდალის აგორებაში“ ფარულად თუ ხილულად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკლესიის ჯერ კიდევ მოქმედი სასულიერო პირები და იმედს გამოთქვამს, რომ მათი […]
2024 წლის არჩევნების გამჭვირვალეობა კითხვის ნიშნის ქვეშ | “ოცნებას” გრძელვადიანი დამკვირვებლები ამ დრომდე არ მოუწვევია

სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს არჩევნებისთვის ემზადებიან. ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოები ამ დრომდე ელოდებიან მოწვევას “ოცების” ხელისუფლებისგან 2024 წლის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების გამოსაგზავნად. ამ დროისთვის ეუთო-ოდირსა და სხვა საპარლამენტო მისიებს ოფიციალური განაცხადი არ მიღიათ. რატომ აჭიანურებს პროცესებს ივანიშვილის პოლიტიკური კლანი ოპონენტებისთვის პროგნოზირებადია, თუმცა საჯაროდ ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ ოფიციალური მოწვევა საერთაშორისო მისიებისადმი თებერვალში გაიგზავნება.
დანიის ელჩის კრიტიკული განცხადება და დახურული შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში | დიპლომატიური სკანდალი თბილისსა და კოპენჰაგენს შორის

დიპლომატიური სკანდალი თბილისსა და კოპენჰაგენს შორის. დაიძაბება თუ არა პოლიტიკური ურთიერთობა დანიის სამეფოთან ელჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო? დანიის პირველმა დიპლომატმა საქართველოში, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ შეუდგა საქმიანობას, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია, რამაც “ქართული ოცნება” წყობიდან გამოიყვანა. “ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ფული 90-იანების რუსეთში იშოვა”, – ტოფტ სორენსენსის ამ სიტყვებს ჯერ მმართველი გუნდიდან […]
სანდრო გეგეჭკორი სოლო კონცერტისთვის ემზადება – 23 წლის ქართველ პიანისტს მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში კარგად იცნობენ, ახლა კი მსმენელს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ელოდება

სანდრო გეგეჭკორი 2024 წელს პირველი სოლო კონცერტისთვის ემზადება. ახალგაზრდა პიანისტისთვის დღეს ბოლო რეპეტიციაა, ხვალ კი ქართველ მსმენელს შეხვდება. საფორტეპიანო კონცერტზე ის ბეთჰოვენის 6 ბაგატელი და ლისტის საფორტეპიანო სონატას შეასრულებს. კლასიკური მუსიკის მსმენელს კონცერტის დასასრულს სიურპრიზიც ელოდება. სანდრო გეგეჭკორს თვალს დარბაზიდან მისი პედაგოგი, პროფესორი საშა გაბერი ადევნებს. ამსტერდამი, ვენა, ნიუ-იორკი – მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში 23 წლის […]
მძიმე მდგომარეობა უკრაინაში – რუსეთი ბალისტიკური რაკეტებით მშვიდობიანი ქალაქების ტერორს აგრძელებს

რუსეთი ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების ტერორს აგრძელებს. 13 სამოქალაქო პირი დაშავდა ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად. მათ შორის სააგენტო “ანადოლუს” ორი ჟურნალისტი, თურქეთის და საქართველოს მოქალაქეები. საოკუპაციო ძალის მიერ გაშვებულმა რაკეტამ სამ სართულიანი სასტუმროს შენობა დააზიანა. აფეთქებების ხმა ისმოდა კუპიანსკში. კრიტიკული ზიანი მიადგა სკოლის შენობას – განადგურებულია 10 საცხოვრებელი სახლი. საჰაერო იერიშის შედეგად, დაიღუპა 48 […]
გორში 40 წლამდე ჯარისკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

40 წლამდე ჯარისკაცი, რომელიც გორის პირელ ქვეით ბრიგადაში მსახურობდა, დღეს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. გარდაცვლილი, წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდან არის და გორში მსახურობდა. მასზე ძებნა მაშინ დაიწყო, როდესაც ჯარისკაცი დილით სამსახურში არ გამოცხადდა.
ისრაელის ჯარმა ამ დროისთვის ღაზას ჩრდილოეთ ნაწილი თითქმის სრულად დაიკავა და კონტროლი დაამყარა – ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთის ომი ისევ სახიფათო ფაზაშია. დღეს “ჰეზბოლამ” ისრაელის ჩრდილოეთ დასახლებაზე მიიტანა იერიში. ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება აცხადებს, რომ ისრაელის ნებისმიერ აგრესიას ლიბანის ტერიტორიაზე მათი რეაგირება მოჰყვება. არანაკლებ რთულია ვითარება ღაზაში, სადაც ცაჰალის ბოლო იერიშებს 150 ადამიანი ემსხვერპლა. “ჰამასი” ირწმუნება, რომ მთელი ომის განმავლობაში ისრაელის არმიამ ანკლავში უკვე 400 მეჩეთი დაანგრია. ღაზას სამხრეთი ნაწილი […]
რისკები და საფრთხეები, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას – ჟურნალმა Time-მა 2024 წლის მთავარი გამოწვევები დაასახელა

რისკები და საფრთხეები, რომელთა წინაშეც მთელი მსოფლიო დგას. ჟურნალმა Time-მა 2024 წლის მთავარი გამოწვევები გამოაქვეყნა. ტოპ ათეულშია ომები: უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი, დიქტატორული სახელმწიფოებისგან მომავალი რისკები, გლობალური ინფლაცია და გლობალური დათბობა. Time-ის გათვლებით, რისკის შემცველია ხელოვნური ინტელექტიც, რომელიც შესაძლოა მთავრობების კონტროლის ზონიდან გავიდეს. მაგრამ მთავარ გამოწვევად 2024 წელს მაინც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები სახელდება. შედეგი, […]
“მაგას ჯობდა მე მეცემა ადგილზევე, მარა მე ნაღდად დამიჭერდნენ” – რატომ ბლოკავენ შსს–ს თანამშრომლები დაზარალებულთა ტელეფონის ნომრებს?

ჟურნალისტი, ნინო სტურუა: ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გამომძიებელი პოლიციელი!!!! დაზარალებულის ტელეფონს ბლოკავს. აი ის კაცი, ოფიცერი, რავიცი, ვინც არის… ვინც უნდა დამიცვას, არ მიპასუხა კი არა და, დამბლოკაააა!!!! არა, ვეღარც კი ვბრაზდები, ისტერიულად მეცინება. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia გიმრავლოთ ასეთი თანამშრომლები! ჩემი კუსტბის და კოსტას დაგლეჯვის ინციდენტი, მერე ზღვარგადასული […]
სარფისა და სადახლოს საზღვრებზე 15 ათასამდე ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო და ვერცხლი ამოიღეს

მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქრო, ვერცხლი და უაქციზო სიგარეტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. “მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში, “სარფი” და “სადახლო-საავტომობილო”, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის […]