ჩერგოლეიშვილი: სტალინის კულტის აღმართვამ სამებაში პოლიტიკური სპექტრის ლუსტრაცია მოახდინა

კიდევ ერთი სიკეთე, რაც დაფარული ბოროტების გაცხადებას ახლავს, არის ლუსტრაცია. სტალინის კულტის აღმართვამ სამებაში პოლიტიკური სპექტრის ლუსტრაცია მოახდინა. მამუკა ხაზარაძე სტალინის კულტის თემას „შემოგდებულს“ უწოდებს და ასე ცდილობს შეფასებისგან გაქცევას და ბუჩქებში დამალვას. სტალინის კულტი არ არის შემოგდებული თემა. სტალინის კულტი ენდემური თემაა. ის ფასეულობათა ომში ბოროტების სიმბოლოა და მისი დამსხვრევის გარეშე, საქართველო სამშვიდობოს ვერ […]
“ჰუსიტები“ ადასტურებენ, რომ იემენში, მათი ობიექტების წინააღმდეგ ავიაიერიშები განხორციელდა

“ჰუსიტები“ ადასტურებენ, რომ იემენში, მათი ობიექტების წინააღმდეგ ავიაიერიშები განხორციელდა. “ამერიკულ-სიონისტ-ბრიტანული აგრესია იემენის წინააღმდეგ ახორციელებს თავდასხმებს დედაქალაქ სანაზე, ჰუდაიდაზე, საადასა და დამარზე“, – წერს “ჰუსიტების“ ოფიციალური პირი აბდულ ქადერ ალ-მორტადა სოციალურ ქსელში. თავდასხმებს “ჰუსიტების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰუსეინ ალ-იზიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო “ამ აგრესიისთვის მძიმე ფასს გადაიხდიან“. აშშ-ს პრეზიდენტმა, […]
შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის 5 მილიონი შვედური კრონა გამოყოს

შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის 5 მილიონი შვედური კრონა გამოყოს, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნული ინფორმაცია შვედეთის მთავრობის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თანხა გამოყოფილია პროექტებისთვის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კრიზისის მართვა, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის გაზიარება. ამასთან, შვედეთის მთავრობამ თანხები გამოყო უკრაინისა და მოლდოვისთვისაც. […]
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა. კერძოდ, რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა სტამბოლის, მიუნხენის, რიგის, დუბაისა და ბაქოს მიმართულებით. გარდა ამისა, გაუქმდა სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალი რეისებიც. გაუქმებულ ფრენებს შორისაა თბილისიდან სტამბოლის “საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე ავიარეისი. ამასთან, უამინდობის გამო, გაუქმდა ფრენები “გოგჩენის“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებითაც, რომლებიც ავიაკომპანია “პეგასუსისა“ და “თურქიშ ეარლაინსის“ […]
ვარშავაში გაიმართა ხალხმრავალი აქცია პრემიერ ტუსკის მთავრობის წინააღმდეგ

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ცენტრში გაიმართა ოპოზიციის მხარდამჭერთა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია. პოლონეთის პარლამენტთან 11 იანვარს, საღამოს შეკრებილი დემონსტრანტები, რომელთა შორის ყოფილი მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ მხარდამჭერები სჭარბობდნენ, პოლონეთის ახალი ლიბერალი პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის და მისი მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. ვარშავის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, აქციაში 35 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ ირწმუნება, რომ დემონსტრანტების რიცხვი […]
„კომპანიის ზრდა ძირითადად მობილური ინტერნეტისა და ფიქსირებული ინტერნეტისგან მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა“ – „სილქნეტის“ მოგება 89.7%-ით გაიზარდა

სილქნეტის შემოსავლები 2023 წლის 9 თვეში წლიურად 14.9%-ით გაიზარდა და ₾397.3 მლნ შეადგინა. ინფორმაციას Galt&Taggart-ი აქვეყნებს. „კომპანიის ზრდა ძირითადად მობილური ინტერნეტისა და ფიქსირებული ინტერნეტისგან მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა, რომლებიც შესაბამისად წლიურად 27.6%-ით და 18.6%-ით გაიზარდა. შემოსავლებისგან განსხვავებით, ხარჯები წლიურად მცირედით 4.2%-ით გაიზარდა. შედეგად, EBITDA მარჟამ რეკორდულად მაღალ 64.5%-იან მაჩვენებელს მიაღწია 2023 წლის 9 თვეში. ჩვენი პროგნოზით, […]
კონკურენციის სააგენტომ დისტრიბუციისა და რითეილ სექტორში განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში კონცენტრაცია გამოვლინდა, რომელიც სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხებოდა – 2023 წლის 28 სექტემბერს, შპს „შარმ ტრეიდინგი“-სა და ფ/პ იოსებ თათარაშვილის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს – შპს „ეს ეიჩ კავკასიას“. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის შესაბამის ეკონომიკურ აგენტს ჯარიმა დაეკისრა. “სააგენტოს […]
საცხოვრებლის მახლობლად იპოვეს – თავდაცვის სამინისტრო დაღუპულ ჯარისკაცზე

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო პირს, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, დასვენების დღე ჰქონდა და არ მუშაობდა. მათივე განცხადებით, ჯარისკაცის ცხედარი თავის სახლთან ახლოს იპოვეს. „თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის […]
სამხედრო, რომელიც გუშინ იპოვეს, ჩამომხრჩვალია – თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო, რომელიც გუშინ, 11 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტში იპოვეს, ჩამომხრჩვალია. დაღუპულია 1982 წელს დაბადებული კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი. “აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს”, – აღნიშნულია განცხადებაში. გუშინ, 11 იანვარს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ […]
ოკუპირებულ ოჩამჩირეში ჭაში ქალის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონ სოფელ კუტოლში 44 წლის ქალის ცხედარი ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ჭიდან ამოასვენეს. როგორც „სპუტნიკს“ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მომხდარის შესახებ მასალა „საოლქო პროკურატურას“ გადაეგზავნა. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.