პოლონეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

პოლონეთში ათიათასობით მოქალაქე ქუჩაში გავიდა. დემონსტრანტებმა საზოგადოებრივ მედიაში რეფორმები და ორი პოლიტიკოსის დაპატიმრება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მოისმინეს პარტია “კანონისა და სამართლიანობის“ დეპუტატების გამოსვლებიც, შემდეგ კი, მსვლელობით, სახელმწიფო ტელევიზიის ოფისებისკენ გაემართნენ. შეგახსენებთ, ახალმა მთავრობამ სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობა შეცვალა. მათი თქმით, ეს ბალანსის აღდგენის მცდელობაა, რადგან ისინი წინა ხელისუფლების პროპაგანდას ეწეოდნენ. ამასთან, პოლიციამ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, ორი […]
დონალდ ტრამპი საკუთარ მოსამართლეს სამოქალაქო თაღლითობაში ადანაშაულებს და სასამართლო პროცესის არასწორად წარმართვაში დებს ბრალს

ხუთშაბათს, დონალდ ტრამპმა საკუთარი მოსამართლე სამოქალაქო თაღლითობაში დაადანაშაულა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მოსამართლეს სასამართლო პროცესის არასწორად წარმართვაში დებს ბრალს. ტრამპმა აღნიშნა, რომ სასამართლო არასამართლიანია და ამ საქმეზე გამოყენებულია კანონი, რომელიც მას არ აძლევს ნაფიცი მსაჯულების ყოლის საშუალებას. აღნიშნულმა საქმემ, შესაძლოა, დონალდ ტრამპის ბიზნესიმპერიას დიდი ზარალი მიაყენოს. შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ნიუ-იორკში, თაღლითობის ბრალდებით სამართლდება, მას ქონების […]
ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ლიეტუვაში მიმდინარე ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე, სპორტულ წყვილებს შორის, ქართულმა წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ გამოსვლა ეფექტურად დაიწყეს: მოკლე პროგრამაში 71.30 ქულა მიიღეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს. მათ, თავისუფალ პროგრამაში, მცირე შეცდომა დაუშვეს და 124.84 ქულა მიიღეს.
“დახმარება, რომელსაც უკრაინას ვაწვდიდით, შეჩერებულია” – რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი?

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი გადასცა, რისთვისაც დაფინანსება იყო გამოყოფილი, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ასეთი პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა ამოიწურა. “დიახ. ჩვენ გავეცით მარაგში არსებული დახმარების ბოლო პაკეტი, რომლისთვისაც დაფინანსება გვქონდა“, – თქვა კირბიმ. მისი თქმით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ ომში […]
ავარიას 32 წლის ქალი ემსხვერპლა – ტრაგედია ახალციხეში

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა, მომხდარის შედეგად, მსუბუქი მანქანის ძღოლი, 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი პროზექტურაში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
აშშ: იემენში იერიში ჰუსიტების 60-ზე მეტ სამიზნეზე მივიტანეთ

აშშ-სა და მოკავშირეების ძალებმა იემენში, 16 ლოკაციაზე ჰუსიტების 60-ზე მეტ სამიზნეზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ აშშ-ს საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა ისაუბრა. მისივე თქმით, იერიშები მიიტანეს სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე. ამისთვის კი ზუსტი დამიზნების 100-ზე მეტი საბრძოლო მასალა გამოიყენეს. “ერთგულნი ვრჩებით […]
თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილ ჯარისკაცთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 იანვარს გარდაცვლილი ჯარისკაცი კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილია. უწყების ინფორმაციით, კაპრალი სოფელ ახალშენის მიმდებარედ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს. “თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში […]
ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის OpEd-ი – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო და გენოციდი

ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი OpEd-ს აქვეყნებს. როგორც ელჩის მოსაზრებაშია აღნიშნული, „განსაკუთრებით მტკივნეულია გენოციდის ბრალდება ჰოლოკოსტის ფონზე და ისრაელის ღირებულებებთან დამოკიდებულების გათვალისწინებით, რომელიც სიცოცხლის უფლებას ყველაზე მაღლა აყენებს“. ამასთან, ელჩის მოსაზრებით, „ეს არის უძველესი, მავნე და საზიანო მიდგომის თანამედროვეობაში გადმოტანის მცდელობა, დააბრალონ ებრაელებს მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები“. „1944 წელს, ებრაელმა იურისტმა, რაფაელ ლემკინმა პირველად შემოიტანა […]
„გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს“ – ირაკლი კობახიძე

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ „ქართული ოცნების“ ახლადარჩეული საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვრცელი განცხადებით ეხმიანება. „გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ამ 5-სიტყვიან ანეკდოტს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, 2-პროცენტიანი გახარია ნაცური თავხედობის ეტალონური მაგალითი რომ არ იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გიორგი გახარიას ჯერ მოვალეებთან აქვს „დებატები“ გასამართი, რომლებიც […]
ირანმა და ჰეზბოლამ აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ჰუსიტებზე თავდასხმები დაგმეს

ირანის და ჰეზბოლას წარმომადგენლებმა 12 იანვრის ღამეს აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი იერიში ჰუსიტების პოზიციებზე დაგმეს. ირანის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს თავდასხმა ხელს შეუწყობს რეგიონის არასტაბილურობას და დაუცველობას. “ეს თავდასხმები იემენის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა. ასევე ესაა საერთაშორისო სამართლის დარღვევაც” – თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანანიმ. ირანის ამ განცხადებას ლიბანური […]