უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა.
კერძოდ, რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა სტამბოლის, მიუნხენის, რიგის, დუბაისა და ბაქოს მიმართულებით. გარდა ამისა, გაუქმდა სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალი რეისებიც.
გაუქმებულ ფრენებს შორისაა თბილისიდან სტამბოლის “საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე ავიარეისი.
ამასთან, უამინდობის გამო, გაუქმდა ფრენები “გოგჩენის“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებითაც, რომლებიც ავიაკომპანია “პეგასუსისა“ და “თურქიშ ეარლაინსის“ კუთვნილ თვითმფრინავებს უნდა შეესრულებინათ. “თურქიშ ეარლაინსის“ დაგეგმილი ერთ-ერთი რეისი, თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, რამდენიმე საათით გადაიდო და ფრენას მგზავრები აეროპორტში ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა